LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიჩიგანში ქალმა ელ. ფოსტის სპამებში შემთხვევით აღმოაჩინა, რომ 3 მილიონი მოიგო

206
Laura Spears found a $3 million lottery win in her email spam folder.

Press release: https://milotteryconnect.com/2022/01/21/no-spam-here-oakland-county-woman-wins-3-million-mega-millions-prize/

მიჩიგანში ქალმა ელექტრონული ფოსტის სპამებში შემთხვევით აღმოაჩინა, რომ 3 მილიონი მოიგო. იღბლიანმა ლაურა სპირსმა Mega Millions-ის ბილეთი მიჩიგანის ლატარიის ვებგვერდზე 2021 წლის 31 დეკემბრის გათამაშებისთვის შეიძინა. მან 1 მილიონი დოლარის მოსაგებად ხუთი რიცხვი დაამთხვია, ამას გარდა, მეგაპლიერმა მისი პრიზი გაასამმაგა.

„ფეისბუქზე ვნახე რეკლამა, რომ Mega Millions -ის ჯეკპოტი საკმაოდ მაღალი იყო, ამიტომ ავდექი და ვიყიდე ბილეთი“, – განუცხადა 55 წლის სპირსმა მიჩიგანის ლატარიის წარმომადგენლებს.

„რამდენიმე დღის შემდეგ ვეძებდი დაკარგულ ელ.წერილს, ამიტომ შევამოწმე სპამის საქაღალდე ჩემს ელფოსტის ანგარიშში. სწორედ მაშინ დავინახე ელ.წერილი ლატარიიდან, რომელშიც ნათქვამია, რომ პრიზი მოვიგე. არ მჯეროდა, რასაც ვკითხულობდი, ამიტომ შევედი ჩემს ლატარიის ანგარიშზე, რათა დადასტურებულიყო შეტყობინება ელ.ფოსტაში. ეს ყველაფერი ჩემთვის ჯერ კიდევ იმდენად შოკისმომგვრელია… მე ნამდვილად მოვიგე $3 მილიონი!”

როგორც ლაურა სპირსმა განაცხადა, მოგებულ თანხას ოჯახს მოახმარს.

„მე დავამატე მიჩიგანის ლატარია ჩემს უსაფრთხო გამომგზავნითა სიაში, იმ შემთხვევისთვის, თუ ოდესმე გამიმართლებს, რომ მივიღო კიდევ ერთი ელ.წერილი უზარმაზარი პრიზის შესახებ”, – თქვა სპირსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები