„წინ კიდევ ერთ დიდ ბრძოლას, სერიოზულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებასთან ერთად, ეს პოსტიც დასჭირდა, მიჭირს, მაგრამ გწერთ, ვინც აქამდე სიყვარულით და უდიდესი ენერგიით მგულშემატკივრობდნენ, გჯეროდათ ჩემი, ვგრძნობ, ისევ გვერდში დამიდგებით და ამიტომაც. არც მაქვს სხვა გამოსავალი, ისეთი რამ დამჭირდა“, – წერს პოლიტიკოსი ხათუნა სამნიძე ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ პოსტში და საზოგადოებას საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ სირთულეებზე და დახმარების საჭიროებაზე უზიარებს ინფორმაციას.
როგორც პოსტში ვკითხულობთ, მას წინ მას კიდევ ერთი, მასშტაბური და ძვირადღირებული ოპერაცია ელის, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ტარდება და მისი ღირებულება რამდენიმე ათეულ ათას ევროს შეადგენს.
ხათუნა სამნიძის თქმით, მეტი დეტალი სამშაბათისთვის გახდება ცნობილი, ხოლო ექიმების თქმით, ოპერაცია სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს.
„მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში კეთდება ის მასშტაბური და რამდენიმე ათეული ათასი ევროს ღირებულების ოპერაცია, რომელიც გადამარჩენს. ეს უნდა შევძლო ახლობლების დახმარებით, მოვიძიო ეს თანხები და შევიდე კიდევ ერთ რთულ ბრძოლაში. მოვიგებ? კი, ამ ომს მოვიგებ მე. მაგრამ თქვენი დახმარებით და სიყვარულით, როგორც წინა ბრძოლაში ერთი წუთითაც არ მიგრძნია თავი მარტოდ მიუხედავად იმისა, რომ ასე შორს ვიყავი
ოპერაცია სასწრაფოაო ონკოლოგებმა და სამშაბათს მეტი დეტალი მეცოდინება.
ბედნიერი და სიყვარულით სავსე აღდგომა
ჩემი ანგარიშია თიბისი ბანკში
ჩემი შვილის საქართველოს ბანკში
სალომე დიასამიძე
და ჩემი ძმა pay pal
@IrakliSamnidze“, – წერს პოლიტიკოსი.