LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Microsoft-ი საავტორო ვირტუალური ასისტენტის – Cortana-ს დაპატენტებას გეგმავს

138

თანამედროვე მსოფლიოში ძალიან პოპულარულია ვირტუალური პერსონალური ასისტენტები. რა არის ვირტუალური პერსონალური ასისტენტი: ესაა ტექნოლოგია, რომელიც აღიქვამს გარკვეულ ენაზე, ადამიანის საუბარს და ასრულებს კონკრეტული ინდივიდის ბრძანებებს.

მაგალითად, სამ წამყვან სისტემაზე დღეს 3 განსხვავებული პერსონალური ასისტენტია. Apple-ზე ესაა Siri, Android-ზე – Google Assistant-ი, ხოლო Microsoft-ზე – Cortana.

აღსანიშნავია, რომ ვირტუალური ასისტენტის გამოძახება გარკვეულ ღილაკზე ხელის დაჭერით შეიძლება, რის შემდეგაც წინასწარ ჩატვირთული პროგრამა აქტიურდება, რომელიც უსმენს თქვენს ხმას. თქვენ შეგიძლიათ უბრძანოთ ნებისმიერი რამ, მაგალითად: ,,გამომიძახე ტაქსი” ან – ,,შეუკვეთე ყავა”, რის შემდეგაც ასისტენტი გთავაზობთ თქვენთან ყველაზე ახლოს მდებარე კომპანიებს და თითის დადების გარეშე თქვენ ისმენთ მის პასუხებს. მაგალითად: გპასუხობთ, რომ ყველაზე ახლოს მდებარი ტაქსი თქვენგან 6 წუთის სავალზეა და კომპანია X-ს ეკუთვნის. თუ გიღირთ მისი გამოძახება უნდა უპასუხოთ ,,დიახ” ან ,,არა”. ანგარიშწორება კი თქვენს ექაუნთზე მიბმული ბარათით მოხდება.

ესაა არის თქვენი პერსონალური დამხმარე, რომელიც არაა სულიერი არსება, თუმცა შეიძლება ყველა სულიერ არსებაზე მეტად დაგეხმაროთ. ანალოგიურად შესაძლებელია გაიგოთ ამინდის პროგნოზი, ავიარეისები და ა.შ. მთავარია – გამოიძახოთ ასისტენტი და ჰკითხოთ მისთვის გასაგებ ენაზე რაც გაინტერესებთ. თქვენ არავის აწუხებთ, ყველაფერი წინასწარ დაწერილი ალგორითმით მუშაობს.

თითქმის სამივე IT გიგანტის საავტორო ვირტუალური ასისტენტი ბეტა რეჟიმში მუშაობს და ჯერ-ჯერობით განვითარების ფაზაშია. კომპანიები იმედოვნებენ, რომ ასისტენტები ინგლისური ენიდან, ულტრაუნივერსალური გახდება და ყველა ოფიციალური ენის თუ არა, უმეტესი წამყვანი ენების აღქმას შეძლებს.

Microsoft-ის Cortana ქალის ხმაზე მოსაუბრე ასისტენტია, რომელიც იმახსოვრებს თქვენს სახელს, მეტიც, თქვენს ინტერესებს და ხშირად თემატურად საინტერესო სიახლეებს კომპიუტერებსა თუ სმარტფონების მონიტორებზე გიჩვენებთ.

სწორედ ამ ტექნოლოგიის დაპატენტება სურს Microsoft-ს საყოფაცხოვრებო ტექნიკაში. წარმოიდგინეთ, იღვიძებთ და საწოლიდან წამომდგარი სამზარეულოში მაცივარს გასძახებთ – გამიმზადე საუზმე, რის შემდეგაც, გააქტიურებული პერსონალური ასისტენტი, ისმენს თქვენს ბრძანებს, გარდაქმნის ელექტრონულ სიგნალად, იღებს წინასწარ გამზადებულ რძეს, სიმინდის ბურბუშელას და სპეციალურ ,,ბრძანებების შესასრულებელ უჯრაში” აკეთებს ფაფას. თქვენ მიდიხართ და საუზმე მზადაა.

Cortana-ს ინტეგრირება შესაძლებელი გახდება სხვა მოწყობილობებშიც, მაგალითად: ვირტუალური პერსონალური ასისტენტით აღიჭურვილი გამათბობელი, რომელიც ბრძანების შესაბამისად ჩაირთვება, ან მიკროტალღოვანი ღუმელი, რომელიც ტემპერატურას თქვენი ერთი შეძახილით დაარეგულირებს.

პერსონალური ასისტენტის სერვისით სარგებლობა შეეძლება ყველა მწარმოებელს, რომელიც Windows Hardware Engineering Community-ისთან ითანამშრომლებს. აღნიშნულ სამუშაოებზე ჩინეთის შტაბბინაში მუშაობენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია სააგენტო ZDNet-ს ჩაუვარდა ხელში, რომელიც მალევე გავრცელდა ინტერნეტში.

ვირტუალური პერსონალური ასისტენტის საყოფაცხოვრებო ტექნიკაში ჩაშენება და ტესტირება 2017 წლის განმავლობაში იგეგმება.

შესაბამისად, ბაზარზე პირველი მოწყობილობები Cortana-ს მომსახურებით, უკვე 2018 წლისკენ შეიძლება ვიხილოთ.