Microsoft-მა გამოუშვა აპლიკაცია მათთვის, ვინც ცუდად ან საერთოდ ვერ ხედავს. სიახლეს Seeing Al ჰქვია და ის გარშემო მყოფ საგნებს აღწერს.
აპლიკაცია დაკავშირებულია სმარტფონის კამერასთან: მას შემდეგ, რაც კამერა კონკრეტულ საგნებს აღიქვამს, აპლიკაცია მათ აღწერას იწყებს. სიახლე ადამიანის სახის, საშუალო ასაკისა და ემოციების იდენტიფიცირებასაც კი ახდენს. სერვისის საშუალებით შესაძლებელია მენიუს წაკითხვა, დოლარის კუპიურის ნომინალის განსაზღვრა და ა.შ. ეს უკანასკნელი ფუნქცია განსაკუთრებით აქტუალური ამერიკაშია, სადაც დოლარები ერთი ზომისაა.
ამ ეტაპზე აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS-ის მოწყობილობებზე. როდის გამოვა ანდროიდ-ვერსია, ჯერ-ჯერობით უცნობია.