LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Microsoft-მა ახალი ლეპტოპი – Surface წარმოადგინა, რომელიც ახალ OS-ზე იმუშავებს

66

გუშინ, 2 მაისს, ნიუ-იორკში კომპანია Microsoft-მა ახალი ლეპტოპი – Surface წარმოადგინა. ფლაგმანური სერიის მორიგი წარმომადგენელი აშკარად გამოირჩევა განსხვავებული, დახვეწილი დიზაინითა და საოცრად ძლიერი მონაცემებით. თუ გავითვალისწინებთ მის ფასს, მოწყობილობა პირდაპირ კონკურენციას გაუწევს Apple-ის MacBook-ებს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკულმა გიგანტმა, ახალი ლამაზმანი არამხოლოდ ტექნიკურად ძლიერი მონაცემებით, არამედ განახლებული ოპერაციული სისტემით წარმოადგინა. Windows 10 S – სწორედ ასე ჰქვია ახალ სისტემას, რომელზეც მოწყობილობა იმუშავებს.

მისი ფასი 999 დოლარი იქნება და ამ ეტაპზე მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიყიდება. კომპანიის განცხადებით, ისინი სამომავლოდ მისაღებ ფასში გეგმავს ლეპტოპების გაყიდვას მსოფლიოს მასშტაბით.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს:

Surface 10 აღჭურვილი იქნება 13.5 ინჩიანი დისფლეით, რომელიც მხოლოდ 14.5 მმ სისქისაა. იგი სულ რაღაც 1.25 კგ-ს იწონის, რის გამოც ლეპტოპი ამ ეტაპზე თვით MacBook Pro-ზე მსუბუქიც გამოდის. დისფლეის შუშის ტექნოლოგია ყველასათვის ნაცნობი Gorilla Glass 3-ია, გაფართოებით 3:2-ზე, ხოლო გარჩევადობა 2256 x 1504 პიქსელს შეადგენს, რაც წარმოუდგენლად წმინდა გამოსახულებას იძლევა. დისფლეი არის ასევე სენსორული და მისი დატრიალება 360 გრადუსითაა შესაძლებელი.

მოწყობილობა Intel-ის i5-ისა და i7-ის ბოლო თაობის ყველაზე მძლავრი ჩიპსეტებით იქნება წარმოდგენილი. ვიდეო დაფა სავარაუდოდ Intel HD-ით განისაზღვრება. ჯერ-ჯერობით უცნობია იქნება თუ არა მანუალურად აწყობის შესაძლებლობა.

გთავაზობთ ვიდეოს:

https://www.youtube.com/watch?v=74kPEJWpCD4

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები