LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Microsoft-მა ახალი Xbox წარმოადგინა

65

Microsoft-მა ოფიციალურად წარმოადგინა თავისი ახალი სათამაშო კონსოლი – Xbox One X. სიახლის პრეზენტაცია ლოს-ანჯელესში გამართულ E3 2017-ზე გახდა.

ახალი კონსოლის შესახებ ინფორმაცია უკვე დიდი ხანია არსებობს, თუმცა Microsoft ოფიციალური განცხადებებისგან თავს ბოლო მომენტამდე იკავებდა. დიდი ხნის განმავლობაში ცნობილი იყო, რომ სიახლეს Xbox Scorpio ერქმეოდა.

Xbox One X გაყიდვაში 7 ნოემბერს გამოვა და 500 დოლარი ეღირება. კომპანიაში აცხადებენ, რომ Xbox One-ის აქსესუარების გამოყენება ახალ კონსოლზეც შესაძლებელი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები