LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Microsoft, OpenAI და Google ხელოვნურ ინტელექტს მედიაში ტესტავენ

123
page

OpenAI-მ და Microsoft-მა Lenfest-ის ჟურნალისტიკის ინსტიტუტთან ითანამშრომლეს. ისინი ხელოვნურ ინტელექტს მედიაში ტესტავენ.

მართალია, თავად ჟურნალისტები ამ ამბით ცოტა შეშფოთებულნი არიან და შიშობენ, რომ ყოველივე ამან შესაძლოა, საბოლოოდ წაართვას მათ სამუშაო, თუმცა, მოგეხსენებათ, ტექნოლოგიურ პროგრესს ვერაფერი შეაფერხებს.

აღსანიშნავია, რომ ინიციატივის განსახორციელებლად, OpenAI-მ და Microsoft-მა $10 მილიონი გაიღეს.

მედია საინტერესოა Google-ისთვისაც, რომელიც თავის AI ხელსაწყოს, Genesis-ს, ახალი ამბების სტატიების დასაწერად იყენებს. მისი მიზანია, ჟურნალისტებს მუშაობაში დაეხმაროს და ბევრად გაუადვილოს საქმე.

მეტი ტექნოლოგიური სიახლე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები