LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიდი, თუ მაგარი ბიჭი ხარ, ამკრძალე – მე ამკრძალავს ახლა ირაკლი კობახიძე? ვინ ეკითხება მაგას საერთოდ?“ – ვაშაძე

183
ირაკლი კობახიძე, გიორგი ვაშაძე

„მიდი თუ მაგარი ბიჭი ხარ, ამკრძალე! – მე ამკრძალავს ახლა ირაკლი კობახიძე? ვინ ეკითხება მაგას საერთოდ?“, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხო განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ეხებოდა, სადაც ის ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე საუბრობს.

„ამ თვითმარქვია ირაკლი კობახიძეს ვეუბნები – რამდენ ხანს უნდა იტყუო შე საცოდავო, შენ?! მიდი თუ მაგარი ხარ, აკრძალე ოპოზიცია. აკრძალოს, რამდენ ხანს უნდა იბაქიბუქო?! რას ამკრძალავს! მე ამკრძალავს ახლა ირაკლი კობახიძე? ვინ ეკითხება მაგას საერთოდ? მაგ თვითმარქვიას. მიდი, ამკრძალე, ირაკლი კობახიძეს ვეუბნები! მიდი თუ მაგარი ბიჭი ხარ, ამკრძალე და თუ ვერ ამკრძალავ და ვერაფერს მიზამ, მაშინ ენა დაადუმე შე თვითმარქვია უბედურო!“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციური პარტიების გაუქმების გადაწყვეტილება მმართველმა გუნდა საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე მიიღოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g