LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიღება გრძელდება! IT SUPPORT-ის პროგრამაზე დაგეგმე შენი მომავალი!

251
it support-03

საინფორმაციო ტექნოლოგიებმა სრულად გარდაქმნეს ჩვენი ცხოვრება ისე, რომ შესაძლოა ვერც კი ვაცნობიერებდეთ ამასკომპიუტერები მძლავრი და ფასდაუდებელი საშუალებებია, რომელიც ეხმარება ხალხს სამუშაოს შესრულებაში და საშუალებას აძლევს ერთმანეთს დაუკავშირდნენ. გვიჩნდება კითხვა, რა არის IT ინდუსტრია? რა სპეციალობებს მოიცავს ის?

IT სპეციალობა გულისხმობს საზოგადოებაში კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ყველა სამუშაოსა და რესურსების სპექტრს. ამ სფეროში ერთიანდება მრავალი სხვადასხვა სამუშაო და სპეციალობები:

  • ქსელის ინჟინერი, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერების ერთმანეთთან კომუნიკაციას,
  • აპარატურის ტექნიკოსი, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერის კომპონენტების ჩანაცვლებას და შეკეთებას,
  • IT (ინფორმაციული ტექნოლოგიები) მხარდაჭერის თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფს, საბოლოო მომხმარებლის მიერ პროგრამული უზრუნველყოფის სათანადოდ გამოყენებას.

IT აკადემია “სტეპი” IT-განათლების ინდუსტრიაში 1999 წლიდან მუშაობს. ჩვენ ვიცით, რა მოთხოვნები აქვთ დამსაქმებლებს, როგორი ცოდნა და სამუშაო უნარჩვევები სჭირდება თანამედროვე პროფესიონალს როგორც დღეს, ასევე უახლოეს მომავალში – ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ერაში.

ჩვენმა საერთაშორისო ექსპერტებმა შეიმუშავეს CompTIA A + ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საწყისი სასწავლო პროგრამა, რომელშიც შეისწავლით კომპიუტერული მოწყობილობების აპარატურულ და პროგრამულ უზრუნველყოფას.

არ აქვს მნიშვნელობა, ეძებთ საწყისი დონის სერტიფიკატს თქვენი პირველი IT კარიერის დასაწყებად, თუ გსურთ გაიკვალოთ გზა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თითქმის ყველა სფეროში: კომპიუტერული ქსელების მართვაში, სისტემის ადმინისტრირებაში, კიბერუსაფრთხოებასა და პროგრამირებაში, მიიღოთ პროფესიონალური გამოცდილება, და გახდეთ კონკურენტუნარიანი პროფესიონალიმაშინ ეს კურსი თქვენთვისაა!

პროგრამის ფარგლებში შეისწავლით:

  • აპარატურის კომპონენტების და მოწყობილობების იდენტიფიცირება, გამოყენება და დაკავშირება.
  • ოპერაციულ სისტემებს
  • პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემის ინდენტიფიცირებას
  • კომპიუტერულ ქსელებთან მუშაობა
  • ქსელური აპარატურის და ქსელის პრობლემების მოგვარებასა და უსაფრთხოებას
  • მობილური მოწყობილობებს
  • ვირტუალიზაციას და ღრუბლოვან სისტემებს

პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:

  • გააცნობიეროთ, თუ როგორ მუშაობს კომპიუტერული სისტემები
  • ააწყოთ კომპიუტერი ნულიდან
  • აარჩიოთ და დააყენოთ კომპიუტერზე ოპერაციული სისტემა
  • გააცნობიეროთ თუ რა არის ინტერნეტი, როგორ მუშაობს იგი და რა გავლენა აქვს მას თანამედროვე სამყაროზე
  • გაიგოთ თუ როგორც ქმნიან პროგრამებს და როგორ მუშაობენ ისინი კომპიუტერში
  • გამოიყენოთ გავრცელებული პრობლემის გადაწყვეტის მეთოდოლოგიები
  • შეიძინოთ მოქნილი უნარები ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
  • გააცნობიეროთ თუ როგორ მუშაობენ ყველაზე გავრცელებული ინფრასტრუქტურული სერვისები, რომლებიც აწარმოებენ ორგანიზაციის ფუნქციონირებას
  • შეარჩიოთ და მართოთ ის ინსტრუმენტები, რომლებსაც თქვენი ორგანიზაცია გამოიყენებს
  • გამოიყენეთ სისტემების ადმინისტრირების ცოდნა IT გარემოსთვის პროცესების დაგეგმვისა და გაუმჯობესების მიზნით

პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ სამუშაო ადგილის პოვნას შემდეგ პოზიციებზე:

  • სერვისის ანალიტიკოს
  • პირველი ხაზის ტექნიკოს
  • ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტ
  • IT სფეროს მომსახურების ტექნიკოს
  • ქსელის ასოცირებული ინჟინერ
  • მონაცემთა მხარდაჭერის ტექნიკოს
  • სისტემური ადმინისტრატორ
  • საბოლოო მომხმარებლის კომპიუტერული ტექნიკოს
  • დახმარების მაგიდის ტექნიკოს
  • სისტემის მხარდაჭერის სპეციალისტ

სწავლების ფორმ

სასწავლო პროგრამა აგებულია თანამედროვე, ინოვაციური  შერეული დისტანციური სწავლების მეთოდზე, რომელიც მოიცავს როგორც ასინქრონული, ისე სინქრონული დისტანციური სწავლების ფორმებს.

ასინქრონული დისტანციური მეთოდის დროს  გამოიყენება სპეციალურ პლატფორმაზე აწყობილი სასწავლო კურსი – რომელიც შედგება ვიდეოლექციების, პრაქტიკული დავალებების, ტექსტური სასწავლო მასალისა და ტესტებისაგან.

სინქრონული დისტანციური მეთოდის დროს  – ინტერაქცია მიმდინარეობს რეალურ დროში, სადაც სტუდენტებს და პრაქტიკოს პროფესიონალ პედაგოგს ექნებათ აქტიური მუშაობის და ურთიერთობის საშუალება ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმში.

პრაქტიკული ლაბორატორიული სამუშაოები ფიზიკურ სივრცეშიაკადემიის ლაბორატორიაში განვლილი თეორიული მასალის შესაბამისი პრაქტიკული სავარჯიშოები.

შერეული  სწავლების მეთოდის საშუალებით მიიღებთ 21- საუკუნის სამუშაო უნარჩვევებს და შეძლებთ, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობაIT მხარდაჭერის სპეციალისტის სასწავლო პროგრამა გრძელდება 6 თვე

შედგება: 126 GLH-საგან (პედაგოგის მიერ ჩატარებული სინქრონული ონლაინ საათებისგან), რომელიც ჩატარდება კვირაში 2-ჯერ 3-3საათი და 17,5 სთ ასინქრონული ვიდეო გაკვეთილებისაგან, ასევე 30 საათი პრაქტიკული ლაბორატორიული სამუშაოებისგან.

ღირებულება:

შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით განვადების შემთხვევაში სტანდარტული ფასის 347 ლარის ნაცვლად 283 ლარი თვეშისრული 6 თვის ღირებულება 2082 ლარის ნაცვლად გამოდის 1698 ლარი.

რეკომენდირებული ონლაინ აკადემიის სასწავლო პროგრამები:

  • Frontend ვებ-პროგრამირება – ვებგვერდების შექმნა

კურსი განკუთვნილია:

  • ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს დაეუფლოს ახალ პროფესიას
  • მათთვის, ვისაც სურს მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმება
  • აბიტურიენტებისთვის
  • სტუდენტებისთვის

პროგრამა აგებულია რეალურ პრაქტიკულ ამოცანებზე, რომლის განმავლობაშიც თქვენ შეიძენთ IT მხარდაჭერის სპეციალისტისთვის საჭირო ყველა უნარჩვევას და პრაქტიკულ გამოცდილებას..

აკადემიის პროფესიული ზრდისა და განვითარების სამსახური  თავის მხრივ იზრუნებს წარმატებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიებთან დასაქმებაზე.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g