LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიღწეული პროგრესი აღსანიშნავია, ვაგრძელებთ წინსვლას ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე: ირაკლი ღარიბაშვილი

85
ირაკლი ღარიბაშვილი

“ვაგრძელებთ წინსვლას ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. ჩვენი საბოლოო მიზანია ევროკავშირისა და ნატო-ს სრული წევრობა.”  – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ქართული დელეგაცია იწყებს ოფიციალურ ვიზიტს ბრიუსელში და მიღწეულ პროგრესზე ამახვილებს ყურადრებას:

“იწყება ჩემი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში. მექნება შეხვედრები ბელგიის, ევროკავშირისა და ნატო-ს უმაღლესი თანამდებობის პირებთან. საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მართლაც აღსანიშნავია, რადგან ვაგრძელებთ წინსვლას ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. ჩვენი საბოლოო მიზანია სრული წევრობა ევროკავშირსა და ნატო-ში.” – წერს ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში დღეს გაემგზავრა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტში, ასევე  ნატოში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g