LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიგრანტების ნაწილი საშუალო ვადაში დარჩება ქვეყანაში – ვახტანგ ბუცხრიკიძე 

38
ბუცხრიკიძე

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში შემოსული მიგრანტების ნაწილი ქვეყანაში საშუალოვადიან პერიოდში დარჩება – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე საუბრობს.

„მიგრანტები ორ ნაწილად უნდა დავყოთ, ისინი, რომლებიც დროებით არიან შემოსული და რამდენიმე თვის განმავლობაში სწრაფი ზრდა მოახდინა, მაგრამ ვფიქრობთ, ამ მიგრანტების ნაწილი საშუალო ვადაში დარჩება ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, ეს ეკონომიკის ზრდაზე საშუალოვადიან პერიოდში მოახდენს პოზიტიურ ზეგავლენას“,- აღნიშნა „თიბისი ბანკის“ დირექტორმა „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას.

“თიბისი კაპიტალის” მიმოხილვის თანახმად, მიგრანტების 30% საქართველოს 2023 წელს დატოვებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები