ბინის შეძენა ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში. ხშირად, წლები დანაზოგის გაკეთებაში გადის, რომლის მიზნობრიობაც სწორედ საცხოვრებლის ყიდვა, ან უკეთესით შეცვლაა. როცა გარკვეული თანხა გროვდება, შემდეგ უკვე ჯერი შესაბამისი უძრავი ქონების მოძებნაზე დგება.
Area.ge უძრავი ქონების ყველაზე დიდი პლატფორმაა, სადაც შეგიძლია მოძებნო სასურველი უძრავი ქონება მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი მთავარი უპირატესობა განცხადებების სიმრავლეა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ახლდება და რაც მთავარია, მომხმარებელს აწვდის ამომწურავ, სანდო ინფორმაციას უძრავი ქონების შესახებ.
არეაზე წარმოდგენილია როგორც მეორეული, ასევე ახალი აშენებული და მშენებარე პროექტები. დეველოპერულ კომპანიებთან პარტნიორობა მაძიებელს აძლევს საშუალებას, სწორედ არეაზე იპოვოს მის მოთხოვნებზე მორგებული უკვე დასრულებული, თუ მშენებარე ბინა, დაეკონტაქტოს მეპატრონეს, ან სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელს, მივიდეს ადგილზე და საკუთარი თვალით ნახოს პროცესი.
თუ საკმარისი თანხა ამ ეტაპზე არ გაქვთ, არ ღირს კიდევ რამდენიმე წელი ლოდინში გაატაროთ. საბანკო სექტორი იძლევა საშუალებას, მსურველმა აიღოს იპოთეკური სესხი უძრავი ქონების შესაძენად, თან იცხოვროს და თან შეასრულოს აღებული ვალდებულება.
ბინის შერჩევის შემდეგ Area-ს საიტზევე შეგიძლიათ შეავსოთ განაცხადი და მოითხოვოთ იპოთეკური სესხი. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც მსურველს ეხმარება მარტივად, სხვადასხვაგვარი ბიუროკრატიული პროცესის გვერდით ავლით, მოითხოვოს იპოთეკური სესხი ონლაინ, ბანკში მისვლის გარეშე და დაელოდოს პასუხს.
იპოთეკური სესხის მოთხოვნა მარტივი აპლიკაციის შევსებით ხდება, რომელიც არეაზე წარმოდგენილ თითოეულ განაცხადს აქვს ჩაშენებული. სესხის კალკულატორის მეშვეობით გამოითვლით, დაახლოებით, რა თანხა გჭირდებათ, რამდენ პროცენტში მოგცემთ ბანკი სესხს, ყოველთვიურად რამდენი გექნებათ გადასახადი, რამდენ წელზე გადანაწილდება სესხი, რის შემდეგაც მიუთითებთ სახელს, გვარს, მისამართს, ტელეფონის ნომერს, იმეილს და დააფიქსირებთ მოთხოვნას ონლაინ.
აღსანიშნავია, რომ არეას საშუალებით სესხი შეგიძლიათ, მოითხოვოთ ერთდროულად სამ ბანკში – საქართველოს, თიბისის და ტერა ბანკებში. მას შემდეგ რაც, ბანკის თანამშრომელი სესხის აღების პროცედურის გასაგრძელებლად დაგიკავშირდებათ საბოლოო არჩევანს თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელზე გააკეთებთ.
რა არის საჭირო იპოთეკური სესხის მისაღებად?
იპოთეკური სესხის ასაღებად აუცილებელია სესხის უძრავი ქონებით უზრუნველყოფა. ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს ის ბინა, სახლი, აგარაკი, რომელსაც ახლა იძენთ, ან სრულიად სხვა, თქვენს მფლობელობაში არსებული ქონება.
ბინის ყიდვას თუ იპოთეკური სესხით გეგმავთ, აუცილებელია გქონდეთ სტაბილური შემოსავალი, მყარი ფინანსური მდგომარეობა. იპოთეკური სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე არ გაიცემა, თუმცა შემოსავლების დადასტურება არ ნიშნავს მხოლოდ ოფიციალურად დარიცხული ხელფასის არსებობას. შესაძლებელია, სესხის მოთხოვნისას, შემოსავლების დამადასტურებლად წარმოადგინოთ ფულადი გზავნილების, ჩარიცხვებისა ან/და გადახდების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
R