გორშეღმის ხეობის ბოლო მცხოვრები მიხა არაბული 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში შვილიშვილმა მამუკა არაბულმა გაავრცელა წარწერით – „მშვიდობით პაპი..“ და პოსტს ფოტო დაურთო.
მისი შვილიშვილის ინფორმაციით, არაბული ბოლო დროს თბილისში იმყოფებოდა, რადგან სიმსივნე ჰქონდა და მკურნალობდა, თუმცა ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო.
„მთელს ორგანიზმში სიმსივნე ჰქონდა. ბოლო დროს დამძიმდა და აქეთ წამოვიყვანეთ. წლების წინ აღმოჩენილი სიმსივნე იყო, მაგრამ უარი თქვა მკურნალობაზე, ახლა გართულდა და ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო. ხვალ უნდა გავსულიყავი კიდევ სანახავად საავადმყოფოში და ვეღარ მივუსწარი. სულ ხეობას კითხულობდა, იქ უნდოდა წასვლა, მაგრამ უკვე სხეულის ქვედა ნაწილი წაერთვა და ვეღარც დადიოდა. მარტოობას შეჩვეული იყო მთაში, ბუნება და მიხა პაპა იყვნენ მარტო ათობით წელი“, – განუცხადა მამუკა არაბულმა ambebi.ge- ს.