2002 წლის Ferrari აბუ-დაბიში გამართულ აუქციონზე გაიყიდება. ეს სწორედ ის ავტომობილია, რომლითად გერმანელი პილოტი რამდენიმე რბოლაში მონაწილეობდა და სან-მარინოსა და ავსტრიის შეჯიბრებებში გამარჯვებაც მოიპოვა.
ლოტის საწყისი ღირებულება ჯერ-ჯერობით არ ზუსტდება და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ თანხის ნაწილი მიხეილ შუმახერის ფონდში გადაირიცხება. შეგახსენებთ, რომ შუმახერი 2013 წელს თხილამურებით სრიალის დროს დაზიანდა და ფონდიც ამის შემდეგ შეიქმნა.
აღსანიშნავია, რომ გარდა Ferrari F2002-ისა აუქციონზე Ferrari F40-იც გაიყიდება და მას სებასტიან ფეტელის ავტოგრაფი ამშვენებს.
რაც შეეხება შუმახერის ბოლიდების ისტორიას, რეკორდული 2017 წელს გაყიდული Ferrari Marlboro იყო, ის უცნობმა კოლექციონერმა 7 504 ათას დოლარად შეიძინა.