„ბათუმში გიორგი გახარიაზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმით ღრმად შეშფოთებული ვარ“, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
როგორც როთი აღნიშნავს, დანაშაულის სწრაფად გამოძიებასა და დამნაშავის შესაბამისად დასჯას მოვითხოვს:
გიორგი გახარიას, რომელსაც ბათუმში თავს დაესხნენ, ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს
„ბათუმში გიორგი გახარიაზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმით ღრმად შეშფოთებული ვარ. დანაშაულის სწრაფად გამოძიებასა და დამნაშავის შესაბამისად დასჯას მოვითხოვ. რეჟიმმა კრიტიკული ხმები უნდა დაიცვას და მათ არ უნდა დაემუქროს. გიორგის სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“. – წერს მიხაილ როთი.
გახარია: „დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ“
„დღეს, პირველ რიგში, უკანონო პატიმრებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა.“
I’m deeply shocked by the brutal attack on @GakhariaGiorgi in Batumi. I demand that the crime be investigated quickly and that the perpetrator be punished consistently. The regime must protect critical voices and not threaten them. I wish Giorgi a speedy and full recovery.
— Michael Roth – official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) January 15, 2025
🇬🇪🇪🇺❤️🩹 https://t.co/u0z7t1FzRy