LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხაილო პოდოლიაკი ირაკლი კობახიძეს: არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინარობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს

166
9099

საქართველომ უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია და შეეცადოს ომზე კომენტარი არ გააკეთოს – არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინარობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კობახიძე: ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარეს არცერთი დასახლება არ აუღია.. უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს

„საქართველომ უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია და შეეცადოს ომზე კომენტარი არ გააკეთოს, ეს საქართველოსთვის სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი იქნებოდა. და მეორე, რა თქმა უნდა, არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინარობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს. სამდღიან ომში რუსეთი, რა თქმა უნდა, „იმარჯვებს“, რა თქმა უნდა. სასურველი იქნებოდა, ბატონი კობახიძე თუ შეისწავლიდა, როგორ წაუვიდა საქმე პუტინს და მის გეგმას, რომ უკრაინას სამ დღეში დააჩოქებდა. ჩვენ ერთი წელია ომში ვართ და რუსეთს არ აქვს რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება. რუსეთი გაჭიანურებულად იბრძვის მოკლე მანძილებზე და ვერ ახერხებს ნახევარ კილომეტრზე ან კილომეტრზე მეტ წინსვლას. კითხვა იმაშია, რამდენად სწრაფად გაიქცევა რუსეთი უკრაინის ტერიტორიიდან. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შევძლებთ ამაზე კონკრეტული მაგალითებით ვიმსჯელოთ”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g