უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ომის დასრულების გზის შესახებ სოციალურ ქსელ Twittr-ზე წერს. მისი განმარტებით, ამისათვის საჭიროა: „რუსეთის სამხედრო დამარცხება, უკრაინისთვის ტერიტორიების დაბრუნება, დამნაშავეებისთვის ტრიბუნალის მოწყობა და რუსეთის ტრანსფორმაციის დაწყება“.
„ომის დასასრულებლად გამარჯვების სურვილი ისეთივე საჭიროა, როგორც იარაღი – „კომპრომისებს“კაცობრიობისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვება“, – აცხადებს პოდოლიაკი.
There is only one way to end this war:
– Military defeat of ??
– Territories returning to ??
– Tribunal for the criminals
– The beginning of RF’s transformation
The will to win is needed just as much as weapons. “Compromises” will have catastrophic consequences for humanity.— Михайло Подоляк (@Podolyak_M) August 27, 2022
