LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიხაილოვის“ საავადმყოფო აუქციონზე იყიდება – მას თანამედროვე მუზეუმის, ან საგამოფენო სივრცის სტატუსი ექნება

302
243256171-0-0-3067-1735-2072x0-60-0-0-b35d0961a563b2d377a154a1921331eb

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისში, აღმაშენებლის N 60-ში მდებარე, ყოფილ „მიხაილოვის“ საავადმყოფო ელექტრონულ აუქციონზე გაიყიდება და ობიექტს ახალი, თანამედროვე მუზეუმის, თუ საგამოფენო სივრცის სტატუსი ექნება.

„ჩვენი ამოცანაა ეკონომიკის მაქსიმალურად ხელშეწყობა, მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ ეკონომიკის სწრაფ ზრდას. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა რესურსი, რომელიც დღეს სახელმწიფოს გააჩნია. წინა კვირაშიც აქტიურად ვმუშაობდით ადგილობრივ სექტორთან, სხვადასხვა დარგის ბიზნესებთან, რამდენიმე ინიციატივაზე კომუნიკაცია გვქონდა ადგილობრივ სექტორთან. ჩვენი შეხედულებით, ერთ-ერთი წყარო, რომელიც ეკონომიკურ ზრდას უნდა უწყობდეს ხელს და შიდა რესურსების მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას გვაძლევდეს, არის დაჩქარებული პრივატიზება. შესაბამისად, რამდენიმე მსხვილ ობიექტზე გვქონდა შეთანხმება. ეს ობიექტები უკვე აუქციონებზეა წარმოდგენილი. გვინდა, ამ კუთხით, დამატებითი ინვესტიციები მოვიზიდოთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია თბილისის ცენტრში მდებარე, ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფო, რომელიც აუქციონზეა გამოტანილი. ინფორმაცია საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომია. გვქონდა კომუნიკაცია რამდენიმე დაინტერესებულ ინვესტორთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პრივატიზება თანხვედრაში იყოს ჩვენი განვითარების ხედვასთან და ისეთი ტიპის ინვესტიციები განხორციელდეს, როგორიც ქვეყანაში, ჩვენი განვითარების ხედვებთანაა მჭიდრო კავშირში – მაგალითად, ტურიზმის განვითარებასთან, თბილისში ატრაქციის ახალი ადგილების შექმნასთან“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, მთავრობის მიზანია, თბილისი საერთაშორისო რუკაზე ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველ ადგილად იქცეს. „გადავწყვიტეთ, რომ ამ ობიექტს, ფუნქციურად, ჰქონდეს ახალი, თანამედროვე მუზეუმის თუ საგამოფენო სივრცის სტატუსი. შესაბამისად, ამ კუთხით ველოდებით დაინტერესებას. აუქციონზე გამარჯვებული გამოცხადდება, მაგრამ, ამ კუთხით, რამდენიმე ინვესტორის აქტიურობა უკვე იყო და ქონების მართვის სააგენტოში ამაზე განაცხადები შემოვიდა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ელექტრონული აუქციონი არის საჯარო და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება.
აუქციონის ბმული – https://bit.ly/3v239W3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g