LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

446
cagareli

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და კომუნიკაბელური ტყუპების, მთვარე კი, ორგანიზებულ და დისციპლინირებული თხის რქის ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება.

ენერგეტიკულად საკმაოდ მძიმე დღეა, ამიტომ არ ღირს ახალი საქმის დაწყება, პროვოკაციებს აყოლა და კონფლიქტში ჩაბმა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების დასაწყებად, ავტომობილის, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად წარმატებული დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ინფორმაციის გაცვლისა და ახალი ნაცნობების შესაძენად, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა და ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ბოსტნეულით, თევზით და რძის ნაწარმით, ყავისფერი ბრინჯით, წიწიბურათი და დროებით თქვით უარი თხილის, შოკოლადის და სხვა ალერგიული პროდუქტის მირთმევაზე. სასიკეთო დღეა მავნე ჩვევების დასამარცხებლად, თუმცა არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს, სახსრებს და კბილებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ბეჟი და მწვანე, ლურჯი და ვერცხლისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი და აგატი, ოპალი და გიშერი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მიმზიდველობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებები ელით თხის რქას და თევზებს, უსიამოვნებებითვის უნდა ემზადონ ვერძი, ტყუპები, ლომი და სასწორი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g