LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

623
cagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:48-დან 06:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა ჩვეულებრივზე მეტად მოდუნებული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების შექმნის მიზეზი.

2 ივლისი ახალმთვარეობის და მზის დაბნელების ენერგეტიკულად მძიმე დღეა. ამასთანავე, მზისა და მთვარის შერწყმა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში კონფლიქტების და დაპირისპირებების, ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდება, მოიმატებს ცდუნებებისა და შეცდომების დაშვების ალბათობაც. მაქსიმალურად მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და ახალი საქმის დაწყებას, არ აჰყვეთ პროვოკაციებს და თავი შეიკავეთ ნებისმიერი დოკუმენტის, ხელშეკრულების გაფორმებისგან. სირთულეების მიუხედავად, ეცადეთ შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა და დასძლიოთ აკვიატებული ნეგატიური აზრები.

ენერგიის მმართველი პლანეტის – მარსის 18 აგვისტომდე ლომის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა, ერთის მხრივ, ლიდერულ თვისებებს და ორგანიზატორულ ნიჭს, მეორეს მხრივ,  ეგოიზმსა და დიქტატურისკენ მიდრეკილებას, სულსწრაფობას და უყაირათობას გააძლიერებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად წარმატებული დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად, ბინის შესაცვლელად და სესხის ასაღებად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის უარყოფითი ენერგია შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემმის გამართულ მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე და ვერცხლისფერი, ცისფერი და იისფერი, ასევე ზურმუხტი, აგატი და გიშერი, ოპალი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს მომხიბვლელობას, ბუნებრივ შარმს და დაგიცავენ ნეგატიური გავლენისგან, დადებითი კოსმიური ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – სასიკეთო დღეა კირჩხიბისთვის, ქალწულისა და თხის რქისთვის, უსიამოვნებები ელით ვერძს და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები