LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 2 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

691
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 21:22-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

დაპირებების და ვალდებულებების შესრულების დღეა.

მოერიდეთ გარშემომყოფთა კრიტიკას, არ ღირს საქმის და ურთიერთობის გარჩევა.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და მზრუნველობა. თავი შეიკავეთ ცინიზმისა და სარკაზმისგან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის, შინაური ცხოველების და ანტიკვარული ნივთების შესაძენად, გეგმების დასახვისა და მათ განსახორციელებლად მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი საქმის დაწყება და სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. გაუფრთხილდით დასუსტებულ გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, შავი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, მარგალიტი, ქრიზოპრაზი და ზურმუხტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები