LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

364
cagareli

მოერიდეთ ხალხმრავლობას და უცნობებთან ურთიერთობას, რადგან მაღალია ენერგოდაბინძურების ან თვალის აღების ალბათობა. თუმცა, ერთიანობაში მაინც სასიკეთო, შემოქმედების და სიყვარულის დღეა, არიტომ არ ღირს არაფრის დაგეგმვა, უმჯობესია გაატაროთ დღე მსუბუქად და თავისუფლად, გრაფიკისა და რეჟიმის გარეშე.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო-კვლევითი და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია შეაფერხებს გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. მოერიდეთ ალკოჰოლის და ძლიერად მოქმედი პრეპარატების მიღებას. მიირთვით რძის პროდუქტი, ხილი და ბოსტნეული, თუმცა დღის მეორე ნახევარში უმჯობესია საერთოდ თავი შეიკავოთ საკვების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას და თვალებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი და ნეონის ფერები, ასევე აქვამარინი, საფირონი და ცირკონი, ციტრინი და ძოწი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და გაზრდიან წარმატების, ფინანსური კეთილდღეობის მოპოვების შანსებს.

სიზმარი – დღევანდელი სიზმარი შემდგომი შემოსავლების მანიშნებელი იქნება.

ზოდიაქოს ნიშნები – სასიკეთო დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, უსიამოვნებები ელით თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g