დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მეოჯახე, ინტუიტიური კირჩხიბის, მთვარე კი, მგრძნობიარე და ემოციური თევზების ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინება, ფანტაზიის და შემოქმედების მმართველი პლანეტა ნეტუნი კი, 24 ნოემბრამდე რეტროგრადული ანუ უკან მოძრავი იქნება, რაც ადამიანებს საკუთარ თავში ჩაძიებას აიძულებს და ტყუილების, შინაგანი შიშებისა და ცდუნებებისადმი მიდრეკილებას გააძლიერებს.
მაქსიმალურად შეზღუდეთ კონტაქტი უცნობებთან, მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით შვილებთან ურთიერთობას.
ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ მხედველობას, ნერვულ და ლიმფურ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – წითელი და ყვითელი, ვარდისფერი, ცისფერი და ნეონის ფერები (დღის პირველ ნახევარში), მწვანე, იისფერი და ფირუზისფერი (დღის მეორე ნახევარში), ასევე საფირონი, აქვამარინი და ცირკონი, ძოწი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მიმზიდველობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებები ელით მშვილდოსანს და მეწყულს, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ კირჩხიბი და ქალწული.