LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 22 მაისი ასტროლოგიური პროგნოზი

806
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 11:19-დან 19:52 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

არ ღირს უაზროდ ლაპარაკი, უმჯობესია სიტყვები საქმით დაამტკიცოთ.

არ აჰყვეთ ილუზიებს, იმოქმედეთ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, შემოქმედებითი და რეფორმატორული საქმიანობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. აკონტროლეთ სასმელის და საკვების ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად. მოერიდეთ ალკოჰოლური და ფსიქოტროპული პრეპარატების გამოყენებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, იისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, მარგალიტი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, მორიელს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g