მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს და შვილებთან ურთიერთობას. არ ღირს მეგობრებისთვის საიდუმლოს გამხელა და პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა მოგზაურობისა და კაპიტალის დასაბანდებლად, შემოქმედებითი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. დროებით შეიკავეთ თავი ტკბილეულის, ცომეულის და რძის პროდუქტის, ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან, მოერიდეთ მზის სხივებს და მაქსიმალურად შეამცირეთ დატვირთვა ფეხებზე,
დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, მწვანე, იისფერი და ფირუზისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი და გიშერი, მარჯანი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ მიმზიდველობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან ფინანსური წარმატების შანსებს.
სიზმრები – მიაქციეთ ყურადღება დღევანდელ სიზმარს, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი იქნება.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა მორიელისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის, საკმაოდ რთული იქნება დღე ვერძისთვის, ტყუპებისა და ლომისთვის.