LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

895
მიხეილ ცაგარელი

მოემზადეთ სიურპრიზებისთვის, რადგან მოვლენების მოულოდნელი ცვლილება წინასწარ გაწერილი გეგმების შეცვლასაც გაიძულებთ. აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ კამათს, ეგოიზმის და აგრესიის გამოვლენას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა მოგზაურობისა და ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა და ძველი უთანხმოების მოსაგვარებლად, ტანსაცმლის, სპორტული ინვენტარის და ავეჯის შესაძენად. არ ღირს ნიშნობის მოწყობა და ქორწინება, კაპიტალის დაბანდება და ფინანსური ხელშეკრულებების გაფორნება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. გაამდიდრეთ კვების რაციონი მოთუშული ბოსტნეულით, ფაფით და მწვანე ჩაით, არ ღირს ორგანიზმის მძიმე, ცხიმიანი საკვებით გადატვირთვა, თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელების მიღებისა და გარუჯვისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და კბილებს, აუცილებლობის გარეშე მოერიდეთ სტომატოლოგთან ვიზიტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ნარინჯისფერი და ოქროსფერი, ლურჯი და ცისფერი, ასევე წითელი იასპი, იაგუნდი და ლალი, ძოწი და ფირუზი გააძლიერებენ თქვენს შარმს, დადებითი კოსმიური ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებები ელით ლომსა და მერწყულს, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ კირჩხიბი და ქალწული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g