LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

544
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 18:25-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური გავლენა, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა ჩვეულებრივზე მეტად გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს სახიფათო და ავარიული სიტუაციების შექმნის მიზეზი.

სიყვარულის, სილამაზის და ხელოვნების მმართველი პლანეტის – ვენერას 28 ივლისამდე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა, სასიყვარულო ურთიერთობასა და შემოქმედებით საქმიანობაში კირჩხიბისეული ემოციეურობას და სენსიტიურობას, ინტუიციას და იუმორის გრძნობას გააძლიერებს. ბევრს გაუჩნდება ნათესავებთან და მეგობრებთან ძველი უსიამოვნების მოგვარების და ურთიერთობის აღდგენის სურვილი, თუმცა ბევრი არც ტყუილის თქმას და ახლობლების გაცურებას მოერიდება.

გუშინდელი მზის დაბნელების შემდეგ არ ღირს ზედმეტად გადატვირთვა, აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ ეჭვიანობას, ზედმეტი პრეტენზიისა და აგრესიის გამოვლენას.

პოზიტიური და ნეგატიური დღეები – სასიკეთო დღეა ოჯახური ტრადიციების გასახსენებლად და ხელნაკეთი ნივთების შესაძენად, ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდება ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შესაცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილის და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, რძის პროდუქტით, მოხარშული ხორცით და თევზით. მოერიდეთ ოპერაციის გაკეთებას დასუსტებულ კუჭზე, ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტზე.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი და მწვანე, ვერცხლისფერი, ცისფერი და იისფერი, ასევე ზურმუხტი, აგატი და გაგატი, ოპალი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, მომხიბვლელობას და დაგიცავენ ნეგატიური ენერგიების გავლენისგან, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღე ელით კუროს, მორიელს და თევზებს, შედარებით დაძაბული იქნება დღე ლომისა და სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g