მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებთან ურთიერთობას და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა ცოდნის შესაძენად და ახალი კონტაქტების დასამყარებლად, სავაჭო გარიგებების გასაფორმებლად და აუქციონის მოსაწყობად, ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდება ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. მეტი დაისვენეთ და მოერიდეთ გადატვირთვას, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართეთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით და მოერიდეთ ხორცის წვნიანის მირთმევას. კარგი დღეა ვარჯიშისა და დიეტის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრინქებს, მხრებს და ხელებს.
დღის ფერები და მინერალები – ნაცრისფერი, ნარინჯისფერი და ოქროსფერი, ცისფერი, იისფერი და კრემისფერი, ასევე ტოპაზი, სერდოლიკი და ნეფრიტი, აქვამარინი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, შედარებით დაძაბული იქნება დღეს კიჩხიბისთვის, ქალწულისა და თხის რქისთვის.