LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

584
მიხეილ ცაგარელი

სიყვარულისა და სილამაზის მმართველი პლანეტის – ვენერას 2 მაისამდე თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, ემოციურობას, სენტიმენტალიზმს და მგრძნობიარობას, რომანტიზმს, ემპათიასა და ქველმოქმედების სურვილს, კოსმოსური და რელიგიური საკითხების მიმართ ინტერესს, მეორეს მხრივ, ილუზიებსა და ტყუილებისადმი მიდრეკილებას გააძლიერებს.

გამოიჩინეთ მეტი ყურადღება ოფიციალური დოკუმენტების შევსებისას და საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობისას, რადგან მაღალია თაღლითობის, მოტყუების და შეცდომაში შეგნებულად შეყვანის ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ კრიტიკას, რადგან ასე მხოლოდ გაართულებთ ურთიერთობას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა გამოფენებისა და აუქციონების მოსაწყობად, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ სიმძიმის აწევას და უჰაერო სივრცეში დიდხანს გაჩერებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ნაცრისფერი, კრემისფერი, ნარინჯისფერი, იისფერი და ცისფერი, ასევე ტოპაზი, ნეფრიტი, აკვამარინი, ბერილი და ჰელიოტროპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და სასწორისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს და თხის რქას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები