LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

343
cagareli

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ემოციური და მეტად სენსიტიური კირჩხიბის, მთვარე კი, ორგანიზებულ და დისციპლინირებული ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე აქტიურად.

ყურადღებით დააკვირდით მიმდინარე მოვლენებს, არ ღირს ზერელედ მოქმედება და ზედაპირულად მსჯელობა, არ აჰყვეთ ჭორებს, ინტრიგებს და პროვიკაციებს, რომელთა ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია.

პოზიტიური და ნეგატიური დღეები – სასიკეთო დღეა ინფორმაციის შეგროვებლად და ანალიზის გასაკეთებლად, საბანკო-საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად და ხელშეკრულებების გასაფორმებლად. არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ნიშნობის მოწყობა და ქორწინება, გამოცდების ჩაბარება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – მიირთვით ხილი და ბოსტნეული, უცხიმო ხორცი და თევზეული, გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად, კანის დაავადებების სამკურნალოდ და წყლის პროცედურების ჩასატარებლად.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი და კრემისფერი, ნაცრისფერი და ნარინჯისფერი, ასევე მალაქიტი, ოპალი, აგატი და ზურმუხტი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და დაგიცავენ ნეგატიური ენერგიების გავლენისგან, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ქალწულისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის, სირთულეები ელით ვერძს და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g