LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

249
მიხეილ ცაგარელი

მეტი დრო დაუთმეთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს, მოაგვარეთ ძველი უთანხმოება და აღადგინეთ ურთიერთობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღეები – სასიკეთო დღეა ინფორმაციის მისაღებად და ცოდნის გასაღრმავებლად, ვაჭრობისა და კომერციისთვის, სამედიცინო და ჰიგიენური ნივთების შესაძენად. ნაკლებად წარმატებული დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა დიეტის დასაწყებად. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, რძის პროდუქტით და უცხიმო ხორცით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და ჯუჭქვესა ჯირკვალს. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ დიაბეტიან პაციენტებს, რადგან მაღალია დაავადების გამწვავების ალბათობა.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე და კრემისფერი, ვერცხლიფერი, ოქროსფერი და ნარინჯისფერი, ასევე მწვანე და ყვითელი ისაპი, აგატი, მალაქიტი და ქრიზოპრაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, მომხიბვლელობას და დაგიცავენ ნეგატიური ენერგიების გავლენისგან.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსთვის, კირჩხიბისა და მორიელისთვის, შედარებით რთული იქნება დღე ლომისა და სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g