მიხეილ ცაგარელის კვირის (1-7 ივლისი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის. დედამიწა ისევ ნეგატიურ ენერგოველშია, შესაბამისად უარყოფით გავლენასაც ზოდიაქოს ყველა ნიშანი საკუთარ თავზე იგრძნობს.
ვერძი – საკმაოდ დაძაბული კვირაა, რადგან მზე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანშია, ვისთანაც ვერძი ნაკლებად მეგობრობს. საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, რისი მიზეზიც პირველ რიგში შინაგანი მერყეობა, დეპრესია და საკუთარ შესაძლებლობებში რწმენის დაკარგვა იქნება. გაგიჭირდებათ საკუთარი თავის და იდეების საზოგადოებისთის სრულფასოვნად წარდგენა, შეგექმნებათ შთაბეჭდილება, თითქოს არავის უნდა თქვენი მოსმენა, რაც გულს დაგწყვეტთ და ძალიან გაგანაწყენებთ. შეეცადეთ აკონტროლოთ მიმდინარე მოვლენები, რადგან მოულოდნელი ცვლილებები სერიოზულად შეაფერხებენ თქვენს გეგმებს, გაუთვალისწინებელი ხარჯები კი, მხოლოდ უსიამოვნებებს მოგიტანთ. მაღალია ტრავმების და ავარიების ალბათობაც, ამიტომ თავი შეიკავეთ მოგზაურობისა და შორ გზაზე მგზავრობისგან, ავტომობილის მართვისას კი, გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება.
კურო – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ დედამიწის ნეგატიური ენერგია თქვენც შეგიქმნით პრობლემებს, ვერ შეძლებთ ემოციების მართვას და ადვილად გაღიზიანდებით, მეტიც მოიმატებს სულსწრაფობა და მოუთმენლობა, რაც მანამდე არასდროს გახასიათებდათ. გამოიჩინეთ თავშეკავება, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ კონსტრუქციული, პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღება, ადვილად ჩაებმებით კონფლიქტში და დაუშვებთ სერიოზულ შეცდომებს, რომელთა გამოსწორება საკმაოდ რთული იქნება. ნაკლებად წარმატებული კვირაა საგანმანათლებლო ან სამეცნიერო სფეროში საქმიანობისთვის, არ ღირს არც ახალი სამსახურის მოძიება, რადგან ნებისმიერი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდება.
ტყუპები – ფინანსურად რთული კვირაა, რადგან ხარჯი უფრო მეტი გექნებათ, ვიდრე შემოსავალი. გაგიჭირდებათ სიტუაციის, საქმიან პარტნიორთა მოქმედების ობიექტურად შეფასება, რაც სერიოზულ შეცდომებს დაგაშვებინებთ, გარშემომყოფები კი, სწორედ თქვენი სისუსტით ისარგებლებენ და შეცდომებსაც თქვენსავე წინააღმდეგ გამოიყენებენ. არაა გამორიცხული ახლობლებმა თქვენი საიდუმლო გასცენ, რაც მათთან კონფლიქტის და სერიოზული პრობლემების მიზეზი გახდება. ენდეთ ინტუიციას და იმოქმედეთ გააზრებულად, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ დამატებითი პრობლემებისგან თავის დაღწევას.
კირჩხიბი – მართალია, მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას და შეძლებთ გააქტიურებას, მაგრამ დედამიწის ნეგატიური ენერგია თქვენც შეგიქმნით პრობლემებს, რაც პირველ რიგში გარშემომყოფებთან ურთიერთობებზე აისახება. ზედმეტად მომთხოვნი აღმოჩნდებიან პარტნიორები, რომლებიც უამრავ პრეტენზიას წაგიყენებენ. არაა გამორიცხული, ზოგიერთთან ურთიერთობის გაწყვეტაც მოგიხდეთ, რადგან არ გექნებათ კომპრომისზე წასვლის და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების სურვილი. გამოიჩინეთ თავშეკავება, რათა ერთი შეხედვით უმნიშვნელო კონფლიქტი სერიოზულ სასამართლო პროცესში არ გადაიზარდოს, როცა თანამოაზრეებიც ზურგს შეგაქცევენ და კოლეგებიც ბოიკოტს გამოგიცხადებენ. მოერიდეთ საეჭვო პროეტებში ჩაბმას, სიფრთხილე და განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ ხელშეკრულებების გაფორმებისას.
ლომი – წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია, რომელიც 20 ივლისამდე გაგრძელდება. საგრძნობლად დასუსტდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, მოიმატებს უსიამოვნებების და შეცდომების დაშვების ალბათობა, თავს შეგახსენებენ დაუსრულებელი საქმეები, შეუსრულებელი დაპირებები, გაუსტუმრებელი ვალები და კრედიტები, გააქტიურდებიან ფარული მტრები და კონკურენტები, რომლებიც გააძლიერებენ ჭორებს და ინტრიგებს თქვენს წინააღმდეგ, ზურგს შეგაქცევთ იღბალიც. მოერიდეთ კამათს კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან, რადგან კონფლიქტი მხოლოდ რეპუტაციის შელახვით და სამსახურის დაკარგვით დასრულდება. მართალია, გექნებათ უამრავი ნოვატორული იდეა, მაგრამ ძალიან გაგიჭირდებათ მათი განხორციელება, რაც საკუთარ შესაძლებლობებში დაგაეჭვებთ, თვითრწმენას დაგიკარგავთ და დეპრესიის მიზეზი გახდება. გამოიჩინეთ მოთმინება, თავშეკავება და მაქსიმალურად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, გადაერთეთ ცხოვრების მშვიდ რიტმზე და შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური, გადაუდებელი საქმეებით.
ქალწული – საკმაოდ კონფლიქტური კვირაა, რადგან ვერ დააღწევთ თავს კოლეგებთან და მეგობრებთან დაპირისპირებას, არაა გამორიცხული გაიჩინოთ სერიოზული მტრები, რომლებიც თქვენს წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანდებიან. იმოქმედეთ გააზრებულად, ემოციების გარეშე და მოერიდეთ პრეტენზიების გამოთქმას, რადგან თქვენი უკმაყოფილება მხოლოდ გააღიზიანებს გარშემომყოფებს. არ ღირს საიდუმლოს გამხელა, რომელიც ისევ თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული და ნეგატიურად აისახება რეპუტაციაზე. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, მაგრამ ემოციური არასტაბილურობა მაინც არ მოგცემთ იდეების განხორციელების საშუალებას.
სასწორი – საკმაოდ რთული, დისჰარმონიული კვირაა. საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების ალბათობაც. გადაუდებელი საქმეების შესრულება ბევრად მეტი დროისა და ენეერგიის დახარჯვას გაიძულებთ, ვიდრე ითვალისწინებდით, რაც სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით და კოლეგებთან კონფლიქტის მიზეზიც გახდება. მოერიდეთ საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებას და ახალ პროეტებში ჩაბმას, რადგან ნებისმიერი გააქტიურება სერიოზული მარცხით დასრულდება.
მორიელი – საკმაოდ დინამიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, ინტუიციის წყალობით კი, არ გაგიჭირდებათ სწორი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა, კოსმოსის ნეგატიური ენერგია თქვენზეც უარყოფითად აისახება, რაც პირველ რიგში კოლეგებთან, განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებთან კონფლიქტით გამოიხატება. გამოიჩინეთ ტაქტი და თავშეკავება, წინააღმდეგ შემთხვევაში პოზიციებსაც დაკარგავთ და ერთგულ თანამოაზრეებსაც. ნაკლებად წარმატებული კვირაა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, რადგან დამოუკიდებლად მოგიწევთ მოულოდნელი სირთულეების დაძლევა, რაც ძალიან გაგიჭირდებათ.
მშვილდოსანი – ფინანსური სირთულეების კვირაა. მოგიწევთ გაუთვალისწინებელი ხარჯების გაწევა და უძრავი ქონებისთვის დავაში ჩაბმა. მართალია, უამრავი პრობლემა შეგექმნებათ მოსაგვარებელი, მაგრამ ზედმეტი სიფრთხილის გამოჩენა მაინც არ ღირს, უმჯობესია ობიექტურად შეაფასიოთ სიტუაცია, ზუსტად გათვალოთ შანსები და გარისკოთ, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას. თუმცა, არ ღირს სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარ თავზე იმ ვალდებულებების აღება, რომელთა შესრულებას ვერ შძლებთ. მოერიდეთ წესების დარღვეას და ნუ ეცდებით სასურველი შედეგის კანონის გვერდის ავლით მიღწევას, რადგან ამგვარი მოქმედება მხოლოდ სერიოზულ პრობლემებს მოგიტანთ.
თხის რქა – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა, მაგრამ კოსმოსის ნეგატიური ენერგია თქვენს გეგმებსაც შეაფერხებს. ადვილად გაღიზიანდებით, სიჯიუტე და უკომპრომისობა, ეჭვიანობა და უნდობლობა კი, საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან კონფლიქტის მიზეზი გახდება. მოერიდეთ ახალი პროექტების დაწყებას, უმჯობესია დაასრულოთ ძველი საქმეები და გაიზაროთ ის შეცდომები, რომლებიც ადამიანებთან ურთიერთობაში გიშლიან ხელს.
მერწყული – რთული, დისჰარმონიული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, იგრძნობთ შინაგან დისკომფორტს, რაც თავისუფლად მოქმედებაში შეგიშლით ხელს. იძულებული გახდებით დაასრულოთ ძველი პროექტები, გაამახვილოთ ყურადღება ნაკლებად საინტერესო საქმეებზე და სრულად შეასრულოთ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები, რაც თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს და კოლეგებთან უთანხმოების მიზეზიც გახდება.
თევზები – ნაკლებად წარმატებული კვირაა. მართალია, გაძლიერდება ენერგოტონუსი, მაგრამ კოსმოსის ნეგატიური გავლენა პირველ რიგში თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე აისახება, ადვილად გაღიზიანდებით, შეგაწუხებენ შინაგანი შიშები და კომპლექსები, გაგიჭირდებათ ინიციატივის გამოჩენა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა, მოვლენების ობიექტურად შეფასება და ადეკვატურად მოქმედება. მოერიდეთ კოლექტიურ პროექტებში ჩაბმას, იმოქმედეთ დამოუკიდებლად, რადგან თანამშრომლობა არ გაამართლებს და მხოლოდ კონფლიქტით დასრულდება.
გეომაგნიტური დღეები – 1, 2, 3 და 4 ივლისი.