მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. განსაკუთრებით რთული იქნება 14 მარტი – სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელების დღე. დაძაბულობა პიკს 10:55 საათზე მიაღწევს და 11:00 საათამდე გაგრძელდება. მზის, სატურნისა და ნეპტუნის დაპირისპირება მთვარესთან ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში ნეგატიურად აისახება ზოდიაქოს ყველა ნიშანზე. მომატებს აგრესიის და გაღიზიანების, ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტებისა და დაპირისპირების ალბათობა. მოერიდეთ ხალხმრავლობას და მასობრივი თავშეყრის ადგილებს, რადგან მაღალია თვალის აღების და ენერგოველის დაბინძურების ალბათობა. უახლოეს 6 თვეში სერიოზული პრობლემები შეექმნება საბანკო და საფინანსო სისტემას, პედაგოგიურ და მედიცინის სფეროს, არაა გამორიცხული ახალი დაავადებების გაჩენა და გავრცელება.
ერთადერთ შვებად 14 მარტს ის პოზიტიური ენერგოველი იქცევა, რომელშიც დედამიწა იმყოფება, რადგან ნეგატიური ენერგოველის ფონზე დღე ბევრად მძიმე იქნებოდა.
15 მარტს კომუნიკაციის პლანეტა – მერკური სამი კვირით რეტროგრადული ანუ უკუმავალი გახდება. ამ პერიოდში არ ღირს ახალი საქმის დაწყება, ახალი ნაცნობების შეძენა, მნიშვნელოვანი და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება. საგრძნობლად გართულდება კომუნიკაცია, იდეების განხორციელება და ახალი პროექტების დაწყება.
ვერძი – წინა კვირასთან შედარებით ბევრად უკეთესი კვირაა. გამარტივდება ძველი საქმეების და პროექტების დასრულება, ადამიანებთან საერთო ენის მოძიება და კონსენსუსის მიღწევა, თუმცა 14 მარტი თქვენთვისაც მძიმედ ჩაივლის. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგან მაღალია ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება კონკურენტებისა და ფარული მტრების მიმართ, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან თქვენთვის პრობლემების შექმნას.
კურო – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, თუმცა ნეგატიური ენერგიები თქვენც შეგიქმნიან პრობლემებს. არ ღირს ნებისმიერ შეთავაზებას დაუფიქრებლად დათანხმება, უმჯობესია ყველაფერი კარგად გაიაზროთ და მხოლოდ შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება. კარგი პერიოდია სიახლეებისა და ცვლილებებისთვის, თუმცა მოგიწევთ ნებისმიერი მოქმედების ზუსტად გათვლა, რათა არ დაუშვათ შეცდომები. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ 14 მარტს, როცა ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას, გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია და ყურადღებით შეისწავლეთ ყველა დოკუმენტი ხელმოწერამდე.
ტყუპები – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ 13-14 მარტს, როცა ნეგატიური ენერგიები თქვენს ცხოვრებაზეც ნეგატიურად აისახება. საგრძნობლად გაუარესდება ჯანმრთელობა, გაგიფუჭდებათ გუნება-განწყობა, თუმცა მეგობრების მხარდაჭერით მაინც შეძლებთ სირთულეებთან გამკლავებას. არაა გამორიცხული სწორედ ამ პერიოდში შეიძინოთ ახალი ნაცნობები, რომლებიც მაქსიმალურად დაგეხმარებიან იდეების განხორციელებაში. მართალია, სრულად შეძლებთ ვალდებულებების შესრულებას, მაგრამ მაინც არ ღირს საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება, რადგან ასე მხოლოდ რეალობის აღქმას დაკარგავთ.
კირჩხიბი – გაძლიერებული ენერგტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას და ძველი საქმეების დასრულებას. არაა გამორიცხული სწორედ თქვენ მოგიწიოთ ლიდერის ფუნქციის საკუთარ თავზე აღება და კოლექტივის ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება. მართალია, ლიდერობა ერთი-ორად გააძლიერებს თქვენს ავტორიტეტს, მაგრამ თქვენც მოგიწევთ სირთულეების დაძლევა, რადგან 14 მარტის ნეგატიური გავლენა თქვენზეც აისახება. მაქსიმალურად ფრთხილად გაიარეთ ეს დღე, მოერიდეთ კონფლიქტებს და იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან ემოციებს აყოლილს ძალიან გაგიჭირდებათ რეალობის სწორად შეფასება და დასკვნების გაკეთება.
ლომი – მოერიდეთ ზედმეტ აქტიურობას და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებას, რადგან უხასიათობა და დასუსტებული ჯანმრთელობა, არ მოგცემთ გაცემული დაპირებების შესრულების საშუალებას. ეცადეთ მეტი დაისვენოთ და მისცეთ ორგანიზმს დაკარგული ენერგიის აღდგენის საშუალება. მართალია, მოგიწევთ სხვათა სურვილების გათვალისწინება და მოთხოვნების დაკმაყოფილება, მაგრამ მაინც არ ღირს გაღიზიანება, რადგან უკმაყოფილების გამოხატვით მხოლოდ თქვენ იზარალებთ. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, არ ღირს საკუთარი გეგმების გასაჯაროება, რადგან ბევრი ეცდება თქვენთვის ხელის შეშლას. ეცადეთ მაქსიმალურად ფრთხილად გაიარეთ 14 მარტი, არ აჰყვეთ ცდუნებას და არ ხარჯოთ ფული იმ უსარგებლო წვრილმანებში, რომელსაც არასდროს გამოიყენებთ.
ქალწული – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი. ბევრად გაგიადვილდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიება და პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესება. მით უფრო, რომ სწორედ პარტნიორებთან კარგი ურთიერთობა დაგეხმარებათ პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაში. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ 13-14 მარტს, რადგან ნეგატიური ენერგიები თქვენც შეგიქმნიან პრობლემებს. არაა გამორიცხული თქვენი ნათქვამი არასწორად გაიგონ კოლეგებმა, რაც კონფლიქტის და დაძაბულობის მიზეზი გახდება. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება, არ ღირს წვრილმანებს ჩაძიება და გარშემომყოფების მიმართ უკმაყოფილების გამოხატვა.
სასწორი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არ ღირს გადაღლა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება, მით უფრო, რომ საკუთარი საქმის ნაცვლად სხვისი პრობლემების გადაჭრა მოგიწევთ. მართალია, მიიღებთ მეტად სარფიან შეთავაზებებს, მაგრამ არ ღირს გაუაზრებელი გადაწყვეტილების მიღება და ერთი შეხედვით მომგებიან წინადადებებს დათანხმება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და თავშეკავება, შეამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, ყურადღებით გაეცანით ფინანსურ დოკუმენტებს, რომლებზეც ხელის მოწერას გადაწყვეტთ. მაქსიმალურად მშვიდად გაიარეთ 14 მარტი, რადგან მაღალია ჯანმრთელობის გაუარესების ალბათობა.
მორიელი – გაძლიერებული იმუნიტეტის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ჩვეული შეუპოვრობის და მიზანდასახულობის გამოვლენას, თუმცა არ ღირს საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენის შექმნა, რადგან ბევრი არ მოიწონებს თქვენს ამბიციურობას. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ 14 მარტს, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ რეალობის ობიექტურად შეფასება და სწორი გადაწყვეტილების მიღება. არაა გამორიცხული არასწორად გააფორმოთ ფინანსური დოკუმენტები, შეცდომების გამოსწორება კი, ძალიან ძვირი დაგიჯდებათ.
მშვილდოსანი – მართალია, გაძლიერებული თვითრწმენის ფონზე მოგეჩვენებათ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ, მაგრამ ილუზიების და შესაძლებლობების გადაფასება მხოლოდ ზარალს მოგიტანთ. მოაწესრიგეთ საყოფაცხოვრებო პრობლემები, რადგან არაა გამორიცხული მოულოდნელად შექმნილმა პრობლემებმა სერიოზული ხარჯის გაწევა გაიძულოთ. სხვების მსგავსად სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ 13 და 14 მარტს, როცა ნეგატიური ენერგიები თქვენც შეგიქმნიან პრობლემებს. გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია, მოერიდეთ ოჯახის წევრებთან კამათს, გარიგებებს და ხელშეკრულებების გაფორმებას.
თხის რქა – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ჩვეული შეუპოვრობის, ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას და საკუთარ თავზე ლიდერის ფუნქციის აღებას, მაგრამ საერთო ნეგატიური ფონი თქვენც გაიძულებთ სიფრთხილის გამოჩენას და აუცილებლობის შემთხვევაში უკან დახევას. ეცადეთ მშვიდად, ზედმეტი ემოციების გარეშე გაიაროთ 14 მარტის მძიმე დღე, რათა თავი დაიზღვიოთ შეცდომებისგან, რომელთა გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას და შეგნებულად შეცდომაში შეაყვანას.
მერწყული – დასუსტებული ენერგოტონუსის და ჯანმრთელობის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ ემოციური სტაბილურობის შენარჩუნება. განსაკუთრებით რთული იქნება 13 და 14 მარტი, როცა რუტინულ საქმეებს მოულოდნელი პრობლემები დაემატება და ყველაფრის ერთად მოწესრიგება მოგიწევთ. თავი შეიკავეთ ინვესტიციებისა და მსხვილი კაპიტალის დაბანდებისგან, რადგან ერთი შეხედვით სარფიანი წამოწყება საბოლოოდ მხოლოდ ზარალის მომტანი აღმოჩნდება. კარგი პერიოდია პირადი ურთიერთობებისა და უთანხმოების მოსაგვარებლად.
თევზები – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი. შეძლებთ გააქტიურებას, ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას და საკუთარ თავზე ლიდერის ფუნქციის აღებას. მართალია, წარმატებული იქნება მთელი კვირა, მაგრამ სხვების მსგავსად 13 და 14 მარტს თქვენც მოგიწევთ სირთულეების დაძლევა. მოუსმინეთ ინტუიციას, რომელიც არა მხოლოდ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, არამედ სხვათა მოქმედებების გათვლაშიც დაგეხმარებათ.
გეომაგნიტური დღეები – 10, 11, 13, 14 და 16 მარტი.