მიხეილ ცაგარელის კვირის (11-17 თებერვალი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
ვერძი – მეტად სასიკეთო კვირაა, რადგან წარმატების მიღწევის შანსი გექნებათ როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაში. მთავარია, გააქტიურდეთ, გამოავლინოთ გონებამახვილობა და კომუნიკაბელურობა, ინიციატივა და ორგანიზატორული ნიჭი, რაც ნებისმიერი სირთულის დაძლევასა და ლიდერის პოზიციის მოპოვებაში დაგეხმარებათ, მით უფრო, რომ სრულად გაამართლებს რისკი და თავისუფლად დაჯაბნით კონკურენტებს. კარგი პერიოდია უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტების გასაფართოვებლად, კარიერული წინსვლისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუმცა არ ღირს ილუზიებს, მოჭარბებულ ამბიციებს აყოლა, ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები და იმოქმედეთ გააზრებულად.
კურო – მეტ-ნაკლებად რთული კვირაა, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობა, სწრფადა დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, ზედმეტი გადატვირთვა კი, ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას, მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, რათა არ აჰყვეთ გარშემომყოფთა, მათ შორის ახლობელთა პროვკაციას, რომელთა უკმეხობა სერიოზულად შეარყევეს თქვენს თვითრწმენას. ენდეთ ინტუიციას და მდიდარ გამოცდილებას, მით უფრო, რომ ძალიან კარგი პერიოდია კარიერული ზრდისა და პროფესიული წარმატების მისაღწვეად, კაპიტალის სარფიანად დასაბანდებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
ტყუპები – მეტად წარმატებულ კვირაში შეძლებთ გააქტიურებას, მოიმატებს ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი, იმედით შეხედავთ მომავალს და თამამად დასახავთ მასშტაბურ გეგმებს. არ გაგიჭირდებათ პერსპექტიულ პროექტებში ჩაბმა, იდეების განხორციელება და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, გავლენიანი პარტნიორების დახმარებით მოპოვებული ავტორიტეტი კი, ახალი და სარფიანი საქმის წამოწყებაში დაგეხმარებათ.
კირჩხიბი – სწრაფად ცვალებად, თუმცა ნაკლებად სასიკეთო კვირაში, საგრძნობლად დასუსტდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, არ ღირს გარისკვა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება. იმოქმედეთ ფრთხილად, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ მობილიზაცია და მოულოდნელად განვითარებულ მოვლენებს მორგება. არაა გამორიცხული მოგიწიოთ ახალი საქმის დაწყება ან სამსახურის მოძიება, სადაც პარტნიორთა ზეწოლის ფონზე, მხოლოდ თქვენს ინტუიციასა და გონებაგამჭრიახობაზე იქნება დამოკიდებული მომავალი წარმატება.
ლომი – დინამიურ, მეტად წარმატებულ კვირაში თამამად შეგიძლიათ გააქტიურდეთ და სრულად გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები, თუმცა მოგიწევთ კოლეგათა და პარტნიორთა ინტერესების გათვალისწინება, რადგან სიჯიუტე და მათი სურვილების უგულველყოფა მხოლოდ პრობლემებს შეგიქმნით. გამოიყენეთ საქმიანი კონტაქტები, ენდეთ ინტუიციას და შეეცადეთ სწორედ ახლა განახორციელოთ ძველი გეგმები, რადგან იდეალური დროა პროფესიული განვითარებისთვის, ბიზნესის გასაფართოვებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
ქალწული – ნაკლებად იღბლიანი კვირაა, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, ზედმეტი დატვირთვა კი, ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე, შრომისუნარიანობაზე და ხელს შეგიშლით იდეების განხორციელებაში. ანგარიში გაუწიეთ სხვათა მოთხოვნებს, თავი შეიკავეთ უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი ხელშეკრულებების გაფორმებისგან და მაქსიმალურად აკონტროლეთ ბიუჯეტი, რათა პრობლემები არ შეგიქმნათ გაუთვალისწინებელმა ხარჯებმა.
სასწორი – მეტად სასიკეთო კვირაა, რადგან გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნებ ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, არ გაგიჭირდებათ შემოქმედებითი, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენა და იდეების განხორციელება. კარგი პეროდია ქორწინებისა და სასიყვარულო პარტნიორთან უთანხმოების მოსაგვარებლად, კონტაქტების გასაფართოვებლად და ახალი, საინტერესო ნაცნობების შესაძენად, სარფიანი გარიგებების გასაფორმებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
მორიელი – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ დასუსტებული ჯანმრთელობის მიმართ. მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები და არ აჰყვეთ ილუზიებს. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ, მოერიდოთ აზარტულ თამაშებს და სულსწრაფ გადაწყვეტილებებს, არ ღირს გარისკვა, საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება და შეუსრულებელი დაპირებების გაცემა. მართალია, ახლობელთა დახმარებით პრობლემების გარეშე შეძლებთ ოჯახური ბიუჯეტის შევსებას, მაგრამ გაგიჭირდებათ კონფლიქტის და კოლეგებთან დაპირისპირების თავიდან აცილება, რისი მიზეზიც პირველ რიგში მოჭარბებული ამბიციები გახდება.
მშვილდოსანი – პოზიტიური, მეტად წარმატებული კვირაა, რადგან გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარება, რაც გააქტიურებაში და ძველი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, უცხოელ პარტნიორებთან სარფიანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად, ბიზნესის გასაფართოვებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, არაა გამორიცხული გაიცნოთ გავლენიანი ადამიანები, ვინც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თქვენს მომავალს.
თხის რქა – სასიკეთო, მეტად დინამიური კვირაა, რადგან პირად და საქმიან ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელების სურვილი აქტიურობისა და რისკზე წასვლისკენ გიბიძგებთ. არაა გამორიცხული კარიერის განვითარების და ბიზნესის გაფართოების სასარგებლოდ სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოგიხდეთ. კარგი პერიოდია მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რადგან სწორედ ახლა დაგიფასდებათ გაწეული სამსახური და აგინაზღაურდებათ ძველი პროექტები. თუმცა, დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არ ღირს ზედმეტად გადატვირთვა, გარისკვა და რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება, უმჯობესია შეიმუშავოთ გეგმა და ეტაპობრივად განახორციელოთ დასახული მიზნები.
მერწყული – ერთ-ერთი საუკეთესო კვირაა მთელი წლის განმავლობაში, რადგან საგრძნობლად გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე იგრძნობთ ძალის მოზღვავებას, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, ინტელექტუალური პოტენციალის სრულად გამოვლენას და იდეების განხორციელებას. კარგი პერიოდია კონტაქტების გასაფართოვებლად და ახალი ნაცნობების შესაძენად, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებიან შესაძლებლობების ახლებურად გამოვლენაში, რთული პროექტების რეალიზაციასა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
თევზები – მართალია, საკმაოდ რთული კვირაა, თუმცა მეორე ნახევარში მაინც იგრძნობთ სასიკეთო ცვლილებებს, გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, თუმცა არ ღირს გადატვირთვა და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ კონკურენტების მიმართ, რომლებიც არ მოერიდებიან ჭორებს და ინტრიგების ხლართვას თქვენს ზურგს უკან. კარგი პერიოდია ძველი პროექტის დასასრულებლად და ახალი საქმის დასაწყებად, ბიზნესის გასაფართოვებლად და ფინანსური სტაბილურობის მოაპოვებლად, რაშიც საგრძნობლად გაზრდლი ავტორიტეტი დაგეხმარებათ.
გეომაგნიტური დღეები – 13, 14, 16 და 17 თებერვალი.