LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (12-18 თებერვალი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

24

პარასკევს, 16 თებერვალს – ახალმთვარეობისა და მზის დაბნელების დღეს განსაკუთრებული ყურადღების, სიფრთხილისა და წინდახედულობის გამოვლენა მართებს ზოდიაქოს ყველა ნიშანს, რათა ზედმეტი სირთულეების გარეშე დაძლიოთ ენერგეტიკულად მძიმე დღე და თავიდან აიცილოთ დამატებითი პრობლემები.

 

ვერძი – საკმაოდ დაძაბული კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ გაგიჭირდებათ საკუთარი შესაძლებლობების სრულფასოვნად გამოვლენა და სასურველი შედეგის მიღწევა. არაა გამორიცხული პრობლემები შეგექმნათ ახლობლებთან ურთიერთობაში, კონფლიქტი კოლეგებთან კი, სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზრდება. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ ოფიციალური დოკუმენტების გაფორმებისას, რათა არ დაუშვათ შეცდომა, რომლის გამოსწორება ძალიან რთული იქნება. არ ღირს არც ახალი პროექტის  დაწყება, უმჯობესია, დაასრულოთ ძველი საქმეები და შემოიფარგლოთ მხოლოდ სამომავლო გეგმების დასახვით. კარგი კვირაა ახალი და საინტერესო ნაცნობების შესაძენად, თუმცა არ ღირს მათი ზედმეტად ნდობა, რადგან შესაძლოა მომავალში სწორედ მათ შეგიქმნან უსიამოვნებები.

 

კურო – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციონალური მდგომარეობა, მოიმატებს ტრავმების და ავარიების ალბათობაც. ვერ შეძლებთ ყველა საქმის შესრულებას, სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, უსაფუძვლო ეჭვიანობა კი, კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან კონფლიქტის მიზეზი გახდება. ნაკლებად სახარბიელო პერიოდია ქორწინებისთვის, ახალი ნაცნობების შესაძენად და სასამართლოში საქმის გასარჩევად. ეცადეთ დაძლიოთ საკუთარ თავში არასასიამოვნო ფიქრები და ყველაფერს პოზიტიურად შეხედოთ, რადგან სწორედ ნეგატიური განწყობა შეგიშლით ხელს იმ სასიამოვნო ცვლილებების მიღებაში, რომელიც შემდეგი კვირიდან გელით.

 

ტყუპები – ნაკლებად პოზიტიური კვირაა. მართალია გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციონალური მდგომარეობა, მაგრამ არ გაამართლებს მოლოდინი, ვერ მიიღებთ შეპირებეულ ანაზღაურებას და ვერ შეძლებთ საქმეების წარმატებით შესრულებას, ზედმეტი თვითრწმენა და საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება კი, საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით. იმედს გაგიცრუებენ კოლეგები და მეგობრებიც, ვისთან უთანხმოებაც არასასიამოვნო კონფლიქტში გადაიზრდება. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და დელიკატურობა, თავდაჭერა და დიპლომატია, რათა არ დაძაბოთ ისედაც რთული ურთიერთობა.

 

კირჩხიბი – მეტად მძიმე და დაძაბული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც, რასაც კიდევ უფრო დაამძიმებს მუდმივად ცვალებადი ხასიათი და სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები. ვერ შეძლებთ შემოქმედებითი ნიჭის და უნარის გამოვლენას, გაგიჭირდებათ ჩანაფიქრის განხორციელება და იმ შემოსავლის მიღება, რომელსაც ელოდით. ეცადეთ მაქსიმალურად აკონტროლოთ საკუთარი ფინანსები, რადგან არაა გამორიცხული სასწრაფოდ მოგიწიოთ ჯარიმის დაფარვა ან ვალების გასტუმრება. კარგი პერიოდია ცოდნის შესაძენად და ახალი ინფორმაციის მისაღებად. შედარებით სტაბილური იქნება კვირა მათთვის, ვინც პედაგოგიურ, იურიდიულ საქმიანობას ეწევა ან ტურიზმის სფეროშია ჩართული.

 

ლომი – საკმაოდ რთული კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ გარკვეული სირთულეები შეგექმნებათ კოლეგებთან და ახლობლებთან ურთიერთობაში. მოერიდეთ ნაჩქარევი დასკვნების გაკეთებას და იმპულსური, გაუაზრებელი გადაწყვეტილებების მიღებას, ეცადეთ ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნოთ საღი აზრი და შეაფასოთ მიმდინარე პროცესები  ობიექტურად. მოიშორეთ თავიდან არასასიამოვნო ფიქრები, რადგან სწორედ ისინი იზიდავენ ნეგატიურ ენერგიას და იმ კარმულ ადამიანებს, რომლებიც საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნიან მომავალში. ნაკლებად წარმატებული პერიოდია ქორწინებისთვის, მნიშვნელოვანი დოკუმენტების გასაფორმებლად და სასამართლო პროცესის გასამართად.

 

ქალწული – ნაკლებად პოზიტიური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობაც. მართალია, გექნებათ ბევრი საქმე, მაგრამ ვერ შეძლებთ ყველაფრის ერთად მოსწრებას. არ ღირს საკუთარ თავზე ახალი ვალდებულებების და დამატებითი პასუხისმგებლობის აღება. ეცადეთ შეიქმნათ პოზიტიური განწყობა და ნუ გაღიზიანდებით, თუ ვერ შეძლებთ ჩანაფიქრის განხორციელებას, რადგან კარმული ვალების გასტუმრების პერიოდში, იძულებული გახდებით გამოიჩინოთ მეტი მოთმინება, მშვიდად მიიღოთ ნებისმიერი სირთულე, გადაჭრათ ძველი პრობლემები და დაასრულოთ ძველი სააქმეები.

 

სასწორი – ნაკლებად სტაბილური კვირაა. ვალდებულებები, რომლებიც თავად იტვირთეთ, მნიშვნელოვნად შეზღუდავენ თქვენს თავისუფლებას და ხელს შეგიშლიან შესაძლებლობების სრულფასოვნად გამოვლენაში. არაა გამორიცხული დაუშვათ  მძიმე შეცდომები, რომელთა გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავდაჭერა, მშვიდად, მხოლოდ ობიექტურად შეფასების შემდეგ გადაჭერით ყველა პრობლემა და არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება. მოერიდეთ საეჭვო პროექტებს და მსხვილ საყიდლებს, მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი ფინანსები, რათა ნაკლები დანაკარგებით დაძლიოთ საკმაოდ რთული პერიოდი.

 

მორიელი – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან სწრაფად დაიღლებით და ვერ შეძლებთ დაკარგული ძალის, ენერგიის აღდგენას. არაა გამორიცხული მოულოდნელად მოგიწიოთ საყოფაცხოვრებო საკითხების გადაჭრა, კონფლიქტი მოგივიდეთ ოჯახის წევრებთან, პარტნიორის ღალატმა კი, სერიოზულად შეარყიოს თქვენი თვითრწმენა. ეცადეთ მეტი დაისვენოთ და მხოლოდ ის საქმე აკეთოთ, რაც სიამოვნებას და პოზიტიურ ემოციებს მოგიტანთ. მოერიდეთ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებების აღებას, რათა დაღლილობა არ გადაიზარდოს ქრონიკულ დაავადებაში და არ შეგიქმნათ სერიოზული პრობლემები.

 

მშვილდოსანი – მეტ-ნაკლებად პოზიტიური კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციონალური მდგომარეობა, მაგრამ აჩქარება მაინც არ ღირს. უმჯობესია აიღოთ პაუზა და თავი შეიკავოთ ზედმეტი აქტიურობისგან, რათა პრობლემები არ შეიქმნათ სახლსა და სამსახურში. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს და წარსულის შეცდომების გააზრებას, შემდეგი კვირიდან კი, როცა იდეებისა და სურვილების განხორციელების უამრავი შანსი მოგეცემათ, თავისუფლად შეგიძლიათ გადახვიდეთ აქტიურ მოქმედებაზე.

 

თხის რქა – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე ვერ შეძლებთ ჩანაფიქრის განხორციელებას და სასურველი შედეგის მიღწევას. უკეთესია დაისვენოთ და არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება, ეცადეთ უკეთ გაერკვეთ საკუთარ თავში და შესაძლებლობებში. მოერიდეთ დამატებით ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას, საიდუმლოდ შეინახეთ სამომავლო გეგმები და ნუ გაანდობთ მათ საეჭვო ადამიანებს. გადაერთეთ ცხოვრების მშვიდ რიტმზე და შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით, თავი შეიკავეთ კოლეგებთან და მეგობრებთან დაპირისპირებისგან, რადგან მხოლოდ მათი მხარდაჭერით შეძლებთ მეტ-ნაკლები სტაბილურობის შენარჩუნებას. მაქსიმალურად აკონტროლეთ ფინანსები, მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს და ფულის უყაირათოდ ხარჯვას, რადგან არაა გამორიცხული მოულოდნელმა ხარჯებმა სერიოზულად აზარალოს თქვენი ოჯახური ბიუჯეტი.

 

მერწყული – მეტ-ნაკლებად პოზიტიური კვირაა. ეტაპობრივად გაძლიერდება ენერგოტონუსი და გაუმჯობესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მოგეცემათ იდეების განხორციელების და კარიერული წინსვლის რეალური შესაძლებლობები, თუმცა მანამდე, უმჯობესია თავი შეიკავოთ სარისკო მოქმედებებისგან და საეჭვო კაპიტალდაბანდებისგან. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ მძღოლებს, რადგან ამ კვირაში საკმაოდ მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა.

 

თევზები – საკმაოდ მძიმე კვირაა. საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციონალური მდგომარეობა. თავი შეიკავეთ ახალი პროექტების დაწყებისგან და საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებისგან, ეცადეთ მეტი დაისვენოთ და შემოიფარგლოთ ყოველდღიური საქმეებით, მშვიდად შეხვდეთ ნებისმიერ სირთულეს და მხოლოდ კარგად გააზრების შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ კონკურენტებისა და მოშურნეების მიმართ, რომლებიც არ მოერიდებიან თქვნს ზურგს უკან ჭორების გავრცელებას და სერიოზულ პრობლემებსაც შეგიქმნიან.

 

გეომაგნიტური დღეები – 14, 15, 16 და 17 თებერვალი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები