LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (16-22 აპრილი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

142

ვერძი – მეტად სასიკეთო კვირაა, რადგან მზე ჯერ კიდევ თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე მარტივად შეძლებთ გააქტიურებას, კონტაქტურობისა და კომუნიკაბელურობის, ორგანიზატორული ნიჭის და ორიგინალურად აზროვნების უნარის გამოვლენას, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ ახალი და საინტერესო  იდეების განხორციელებაში. კარგი პერიოდია მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად. ეცადეთ აქტიურად გაიაროთ კვირა და მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა პოზიტიური შანსი.

კურო – გასულ კვირებთან შედარებით ბევრად მშვიდი კვირაა, რადგან 21 აპრილიდან მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანში გადმოვა. მართალია, გაძლიერდება ენერგოტონუსი და იგრძნობთ ძალის მოზღვავებას, გაგიჩნდებათ თავიუფლების და პარტნიორებისგან დამოუკიდებლად მოქმედების სურვილი, მაგრამ მაინც არ ღირს გარისკვა და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება, ახალი საქმის დაწყება და ზედმეტად გააქტიურება. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და მნიშვნელოვანი საქმეების მოწესრიგება შემდეგი კვირისთვის გადადეთ, რომელიც ბევრად უკეთესი იქნება.

ტყუპები – საკმაოდ ნაყოფიერი კვირაა სამოგზაუროდ ან მივლინებაში გასამგზავრებლად, საინტერესო პროექტების წარსადგენად და პრეზენტაციის მოსაწყობად, ახალი კონტაქტების დასამყარებლად და თანამოაზრეების შესაძენად. კარგი პერიოდია რომანტიკული თავგადასავლებისთვის, ოჯახის წევრებთან და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ეცადეთ აქტიურად გაიაროთ კვირა, საკუთარი კომუნიკაბელურობის, შინაგანი შარმისა და გონებამახვილობის წყალობით კი, შეიძინოთ ის საჭირო პარტნიორები, რომლებიც მომავალში აუცილებლად შეუწყობენ ხელს თქვენს წინსვლასა და განვითარებას.

კირჩხიბი – გასულ კვირებთან შედარებით, ბევრად პოზიტიური კვირაა. მართალია, დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არ ღირს აქტიურ მოქმედებაზე გადასვლა, ზედმეტად გადატვირთვა და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ თამამად შეგიძლიათ გონებამახვილობის, შემოქმედებითი ნიჭისა და ორგანიზატორული უნარის გამოვლენა, საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით კი, სწორი გადაწყვეტილების მიღება. კარგი კვირაა მოგზაურობისთვის, ახალი ინფორმაციის მისაღებად და ცოდნის შესაძენად, მნიშვნელოვანი შეხვედრების მოსაწყობად და მოლაპარაკებების გასამართად.

ლომი – მეტად პოზიტიური, იღბლიანი კვირაა. საგრძნობლად გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა, საკუთარი შარმის წყალობით კი, სწრაფად მიიზიდავთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. კარგი პერიოდია საზოგადოებაში ავტორიტეტის მოსაპოვებლად, კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის, უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტის დასამყარებლად და მნიშვნელოვანი შეხვედრების მოსაწყობად, თუმცა არ ღირს კოლექტიურ პროექტებში ჩაბმა, რადგან ბევრად შედეგიანი იქნება ინდივიდუალური საქმიანობა. განსაკუთრებით ნაყოფიერი კვირაა მათთვის, ვინც სამეცნიერო-კვლევით სფეროშია ჩართული, რადგან სწორედ თქვენ მოგეცემათ ახალი და ორიგინალური იდეების განხორციელების და წარმატების მიღწევის ყველაზე დიდი შანსი.

ქალწული – საკმაოდ წარმატებული კვირაა მნიშვნელოვანი შეხვედრების გასამართად და გავლენიანი ადამიანების გასაცნობად. შეძლებთ გააქტიურებას, ორგანიზატორული ნიჭისა და შემოქმედებითი უნარების ახლებურად გამოვლენას, საზოგადოებაში პოპულარობისა და აღიარების მოპოვებას. კარგი პერიოდია რომანტიკული თავგადასავლებისთვის, ახალი სასიყვარულო პარტნიორის შესაძენად ან ძველი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. არაა გამორიცხული ერთობლივი პროექტში ჩართვის შეთავაზება მიიღოთ უცხოელი კოლეგებისგან, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს შემოსავალს და დაგეხმარებათ შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში.

სასწორი – სასიკეთო, საკმაოდ სტაბილური კვირაა, თუმცა განსაკუთრებული ყურერადღების გამოჩენა გმართებთ საკუთარი ქცევის, გამონათქვამების მიმართ, რადგან არაა გამორიცხული თქვენმა დაუფიქრებელმა მოქმედებამ გარშემომყოფთა წყენა და გაბრაზება, მერე კი, არასასურველი  კონფლიქტი გამოიწვიოს. კარგი კვირაა ახალი და ორიგინალური იდეების ჩამოყალიბებლად და განსახორციელებლად, საქმიან და საიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, მთავარია იმოქმედოთ თავშეკავებით, წინდახედულად და აკონტროლოთ საკუთარი ემოციები, რათა არ დაუფიქრებელი საუბრით არ გამოიწვიოთ გარშმომყოფთა გაღიზიანება.

მორიელი – იღბლიანი, მეტად პოზიტიური და მრავალფეროვანი კვირაა. საგრძნობლად გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ორგანიზატურული ნიჭისა და ლიდერის თვისებების გამოვლენას, გაზრდით საკუთარ ავტორიტეტს და მოიპოვებთ გარშემომყოფთა პატივისცემას. კარგი პეიოდია ცოდნის მისაღებად და ახალი ინფორმაციის შესაძენად, კარიერული წინსვლისა და ბიზნესის განვითარებისთვის. ეცადეთ გააქტიურდეთ და არ გაუშვათ ხელიდან ამ კვირის პოზიტიური შესაძლებლობები.

მშვილდოსანი – საკმაოდ ნაყოფიერი კვირაა. შეძლებთ გავლენიანი ადამიანების გაცნობას და მათი ხელშეწყობით საკუთარი შემოქმედებითი პროექტების რეალიზაციას, არაა გამორიცხული მიიღოთ სერიოზული ფინანსური დახმარება, სარფიანად დააბანდოთ საკმაოდ სოლიდური კაპიტალი ან წამოიწყოთ საკუთარი საქმე. თუმცა, სასიკეთო ცვლილებების მიუხედავად, არ ღირს წესების დარღვევა და საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების უგულველყოფა, რათა არ გამოიწვიოთ პრობლემები პარტნიორებთან და არ მოგიწიოთ საქმის სასამართლო წესით გარჩევა.

თხის რქა – წინა კვირისგან განსხვავებით, ბევრად უკეთესი კვირაა. საგრძნობლად გაუმჯობესდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, ახალი იდეების ჩამოყალიბებიას და რეალიზაციას, საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, ინტუიციაზე დაყრდნობით კი, არ გაგიჭირდებათ მართებული გადაწყვეტილების მიღება. მართალია, კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, მაგრამ უკეთესია თავი შეიკავოთ რისკისა და რადიკალური მოქმედებებისგან, რადგან ამ კვირაში ნამდვილად არ ღირს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება.

მერწყული – სასიკეთო, საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე მოიმატებს თქვენი ოპტიმიზმი და ემთუზიაზმი. შეძლებთ გააქტიურებას, საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის გამოვლენას, მთავარია მოერიდოთ კოლექტიურ პროექტებს და მეტი ყურადღება დაუთმოთ ინდივიდუალურ საქმიანობას, ცოდნის, ახალი ინფორმაციის შეძენას და საკუთარი ბიზნესის განვითარებას.

თევზები – საკმაოდ ნაყოფიერი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთგაგების მოძიებას და უსიამოვნებების მოწესრიგებას, კარიერულ წინსვლას და პროფესიულ განვითარებას, მთავარია გააქტიურდეთ და  გამოიჩინოთ მეტი ენთუზიაზმი. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და რომანტიკული თავგადასავლებისთვის, საკუთარი შესაძლებობლობების ახლებურად გამოვლენად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ახალი პარტნიორების შესაძენად და საინტერესო ადამიანების გასაცნობად, არაა გამორიცხული უცხოეთში მუშაობის შეთავაზებაც კი მიიღოთ.

 

გეომაგნიტური დღეები – 16, 18, 20 და 22 აპრილი.

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები