LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

cagareli

მიხეილ ცაგარელის კვირის (17-23 დეკემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

დასრულდა ხანგრძლივი ნეგატიური პერიოდი. დედამიწის დადებით ენერგოველში გადასვლა პოზიტიურად აისახება ზოდიაქოს ყველა ნიშანზე, გაუმჯობესდება საერთო მდგომარეობა, გამარტივდება ადამიანებს შორის საერთო ენის მოძიება, წარმატების შანსები კი, ყველა სფეროში მოიმატებს.

ვერძი – წინა კვირასთან შედარებით ბევრად პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე იგრძნობთ ძალის მოზღვავებას, მოიმატებს შრომისუნარიანობა, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, ნებისმიერი პრობლემის არასტანდარტული, ორიგინალური ხერხით გადაწყვეტას და ახალი იდეების წარმატებით განხორციელებას. კარგი პერიოდია ძველი კონფლიქტების მოსაგვარებლად, საქმიანი და პირადი ურთიერთობების, მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, პროფესიული წინსვლის, კარიერული განვითარებისა და სხვა სასიკეთო ცვლილებების განსახორციელებლად.

კურო – მშვიდი, მეტად პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ურთიერთგაგება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან, მარტივად დაძლევთ ყველა საკამათო საკითხს და მოაგვარებთ ნებისმიერ არასასიამოვნო კონფლიქტს, ნეპტუნის, ვენერას და სატურნის ჰარმონიული კავშირი კი, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების და შეთანხმებების გაფორმებაში დაგეხმარებათ. სასიკეთო პერიოდია ქორწინებისთვის, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის, მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ცხოვრების პოზიტიურად შესაცვლელად.

ტყუპები – სასიკეთო, მეტად იღბლიანი კვირაა. მარსის, ვენერას და ნეპტუნის ჰარმონიული კავშირი დადებითად აისახება თქვენს ცხოვრებაზე. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე იგრძნობთ ძალის მოზღვავებას, შეძლებთ გააქტიურებას, ჩვეული კონტაქტურობის და კომუნიკაბელურობის გამოვლენას, ნოვატორული იდეების ჩამოყალიბებას და განხორციელებას. კარგი პერიოდია საქმიან პარტნიორებთან საერთო ენის მოსაძიებლად და სამომავლო პროექტების დასაგეგმად. არაა გამორიცხული შეიძინოთ ახალი, საინტერესო ნაცნობები, ვისთან ურთიერთობაც რადიკალურად შეცვლის თქვენს წარმოდგენას სამყაროზე, მიმდინარე მოვლენებზე და დაგეხმარებათ პოზიტიური შანსების წარმატებით გამოყენებაში.

კირჩხიბი – მეტად პოზიტიური კვირაა, რადგან პრობლემების დიდ ნაწილს სწორედ ახლა გადაჭრით. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. ვენერასა და ნეპტუნის ჰარმონიული კავშირი აღმავალ კარმულ კვანძთან და პლანეტა მარსთან ხელს შეუწყობს თქვენს პროფესიულ განვითარებას, კარიერულ წინსვლას და ბიზნესის გაფართოვებას, არაა გამორიცხული სწორედ თქვენს სასარგებლოდ განხორციელდეს ცვლილებები სამსახურში. მოიმატებს ურთიერთიგაგება როგორც საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან, ისე კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან. კარგი პერიოდია ძველი კონფლიქტების მოსაგვარებლად, მომავალი წლის დასაგეგმად და გრძელვადიანი პროექტების მოსამზადებელი სამუშაოების შესასრულებლად.

ლომი – სასიკეთო ცვლილებების კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას, თანდაყოლილი შარმისა და მიმზიდველობის წყალობით არ გაგიჭირდებათ ძველი ურთიერთობების გაუმჯობესება და ახალი რომანტიკული კავშირების გაბმა, გამარჯვების პლანეტის – იუპიტერის ჰარმონიული კავშირი გონებისა და ინტელექტის მმართველ მერკურისთან კი, დადებითად აისახება თქვენს გონებრივ შესაძლებლობებზე და სხვადასხვა ტიპის ექსპერიმენტების წარმატებით განხორციელებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, ახალი პროექტების დასაწყებად, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გავლენის სფეროების გასაფართოვებლად.

ქალწული – პოზიტიური, მშვიდი და ჰარმონიული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ კოლეგებთან საერთო ენის მოძიებას და ძველი უთანხმოების მოგვარებას, არაა გამორიცხული გაგიტაცოთ ახალმა სასიყვარულო თავგადასავლმა ან ურთიერთობა აღადგინოთ ძველ პარტნიორთან. კარგი პერიოდია საცხოვრებლი ადგილის ან ბინის ინტერიერის შესაცვლელად, ახალი შემოქმედებითი პროექტების დასაგეგმად და განსახორციელებლად. მთავარია, გააქტიურდეთ და მაქსიმალურად გამოიყენოთ კვირის ყველა დადებითი შესაძლებლობა.

სასწორი – წინა კვირასთან შედარებით ბევრად იღბლიანი კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა, მოიმატებს თვითრწმენაც. შეძლებთ გააქტიურებას, გონებამახვილობის და კომუნიკაბელურობის გამოვლენას, არ გაგიჭირდებათ კოლეგებთან და მეგობრებთან უთანხმოების მოგვარება და ურთიერთობის გაუმჯობესება. კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისა და ბიზნესის გასაფართოვებლად, არაა გამორიცხული სწორედ ახლა აგინაზღაურდეთ ძველი პროექტები და მოულოდნელად მიიღოთ დამატებითი შემოსავალი.

მორიელი – ვენერას ჰარმონიული კავშირი სატურნსა და ნეპტუნთან დადებითად აისახება მთელ კვირაზე. მარტივად გაერკვევით ძველ შეცდომებში და პრობლემების გარეშე შეძლებთ მათ გადაწყვეტას. კარგი პერიოდია საქმიან პარტნიორებთან შეხვედრების მოსაწყობად და ხელშეკრულებების გასაფორმებლად, კაპიტალის წარმატებით დასაბანდებლად და ბიზნესის გასაფართოვებლად, პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, სამომავლო პროექტების დასაგეგმად და სხვა სასიკეთო ცვლილებების განსახორციელებლად.

მშვილდოსანი – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის მთავარი ფავორიტიც სწორედ თქვენ ბრძანდებით. შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის, კონტაქტურობისა და კომუნიკაბელურობის გამოვლენას. კარგი პერიოდია ძველი პროექტების განსახორციელებლად, უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტების დასამყარებლად და მნიშვნელოვანი შეთანხმებების გასაფორმებლად, მატერიალური მდგომარეობის, პირადი და საქმიანი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება უკეთესისკენ, მთავარია არ იზარმაცოთ და მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა პოზიტიური შესაძლებლობა.

თხის რქა – მართალია, ჯერ კიდევ რთული პერიოდია, მაგრამ მზე უახლოვდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს, ამიტომ სიტუაციაც ეტაპობრივად გაუმჯობესდება. მზისა და ურანის ჰარმონიული კავშირი დადებითად აისახება თქვენს საქმიან ცხოვრებაზე და დაგეხმარებათ სასიკეთო ცვლილებების განხორციელებაში, ვენერას დადებითი კავშირი სატურნსა და ნეპტუნთან კი, ხელს შეუწყობს რომანტიკული ურთიერთობების გაუმჯობესებას ან ახალი რომანის გაბმას. თუმცა, არ ღირს მოვლენების ფორსირება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და ხელშეკრულებების გაფორმება, უმჯობესია ჯერ ძველი საქმეები დაასრულოთ და მხოლოდ შემდეგ შეუდგეთ ახალი პროექტების დაგეგმვას.

მერწული – მართალია, შავი მთავრე ისევ თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, მაგრამ წინა კვირასთან შედარებით ეს კვირა ბევრად პოზიტიურია. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და კომუნიკაბელურობის გამოვლენას. კარგი პერიოდია პარტნიორებთან, კოლეგებთან ურთიერთგაგების მოსაძიებლად და ბიზნესის გასაფართოვებლად, ახალი და ორიგინალური იდეების განსახორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

თევზები – იღბლიანი, მეტად პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე თავისუფლად შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, კოლეგებთან კომპრომისის პოვნას და იმ პროექტების შემუშავებას, რომლებიც მომავალ წელს მოგიტანთ წარმატებას. კარგი პერიოდია შეხვედრების გასამართად და ახალი ნაცნობების შესაძენად, კოლექტიურ საქმიანობაში ჩასაბმელად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

 

გეომაგნიტური დღეები – 17, 21, 22 და 23 დეკემბერი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g