LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (19-25 თებერვალი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

56

ვერძი – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივისა და კომუნიკაბელურობის გამოვლენას. თუმცა, გაგიჭირდებათ იდეების რეალიზაცია, ძველი პროექტების დასრულებაზე კი, ორმაგ ძალასა და ენერგიას დახარჯავთ. კარგი პერიოდია ახალი კონტაქტების დასამყარებლად, გექნებათ საინტერესო შეხვედრები, შეიძენთ მეგობრებს ან გაიცნობთ ადამიანებს, რომლებიც სრულად გაიზიარებენ თქვნს აზრებსა და შეხედულებებს.

 

კურო – პოზიტიური ცვლილებების კვირაა. მზის გადასვლა თევზების ზოდიაქოს ნიშანში თქვენს განწყობაზეც სასიკეთოდ აისახება. გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც. შეძლებთ გააქტიურებას, კომუნიკაბელურობისა და კონტაქტურობის გამოვლენას, შინაგანი კომპლექსებისგან განთავისუფლებას. მოიმატებს შრომისუნარიანობა და ბევრად ოპტიმისტურად შეხედავთ მიმდინარე მოვლენებს. კარგი პერიოდია იდეების ჩამოსაყალიბებლად და პროექტების განსახორციელებლად.

 

ტყუპები – პოზიტიური, მეტად წარმატებული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის და სტაბილური ემოციონალური მდგომარეობის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, საკუთარი შესაძლებლობების სრულფასოვნად გამოვლენას და ყველა ჩანაფიქრის განხორციელებას. მარტივად გამონახავთ საერთო ენას კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, ურთიერთობას გააუმჯობესებთ სასიყვარულო პარტნიორთან. სწრაფად დაძლევთ სირთულეებს ნებისმიერ სფეროში, განავითარებთ ბიზნესს და წარმატებას მიაღწევთ პროფესიონალურ საქმიანობაში.

 

კირჩხიბი – საკმაოდ სასიკეთო კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, შეძლებთ გააქტიურებას, კარიერულ წინსვლასა და პროფესიონალურ განვითარებას. მარტივად დაძლევთ ნებისმიერ სირთულეს როგორც კოლეგებთან, ისე ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში, გაუმჯობესებული გუნება-განწყობის ფონზე კი, ბევრად ოპტიმისტურად შეხედავთ მომავალს. კარგი პერიოდია ცოდნის შესაძენად და საჭირო ინფორმაციის მისაღებად განსაკუთრებით მათთვის, ვინც პედაგოგიურ, იურიდიულ საქმიანობას ეწევა ან ტურიზმის სფეროშია ჩართული. საკმაოდ იღბლიანი და წარმატებული პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში, ამიტომ გააქტიურდით და ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა დადებითი შესაძლებლობა.

 

ლომი – იღბლიანი, სასიკეთო ცვლილებების კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც. წარსულს ჩააბარებთ არასასიამოვნო ფიქრებს და მეტი ოპტიმიზმით შეხედავთ მომავალს. მარტივად გამონახავთ საერთო ენას  გარშემომყოფებთან და დაიმსახურებთ მათ კეთილგანწყობას. კარგი პერიოდია ქორწინებისთვის და სასამართლოში დავის მოსაგებად, მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად და ოფიციალური დოკუმენტების გასაფორმებლად. მარტივად გამონახავთ საერთო ენას მეგობრებთან და სასიყვარულო პარტნიორთან, გაგიმართლებთ ბიზნესსა და პროფესიონალურ საქმიანობაში.

 

ქალწული – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი და იმუნიტეტი, სტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც. გახდებით ბევრად აქტიური, ენერგიული და კომუნიკაბელური, იგრძნობთ შვებას და სიმსუბუქეს, სრულფასოვნად გამოავლენთ ორგანიზატორულ ნიჭსა და შემოქმედებით პოტენციალს. კარგი პერიოდია პროფესიონალური წინსვლისა და კარიერული განვითარებისთვის, ბიზნესში წარმატების მისაღწევად და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებლად.

 

სასწორი – მშვიდი და სტაბილური კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციონალური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას და წარმატების მიღწევას. მარტივად დაძლევთ ნებისმიერ სირთულეს და არ გაგიჭირდებათ კოლეგებთან, ოჯახის წევრებთან საერთო ენის გამონახვა. კარგი პერიოდია ცოდნის შესაძენად, საჭირო ინფორმაციის მისაღებად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, შინაგანი შარმისა და დიპლომატიის წყალობით კი, გააძლიერებთ საკუთარ ავტორიტეტს და დაიმსახურებთ გარშემომყოფთა პატივისცემას.

 

მორიელი – პოზიტიური და იღბლიანი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივისა და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, ინტუიციაზე დაყრდნობით კი, აუცილებლად სწორ არჩევანს გააკეთებთ. კარგი პერიოდია ახალი და საინტერესო ნაცნობების შესაძენად, გარშემომყოფებთან საერთო ენის მოსაძიებლად და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გასარკვევად, მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ძველი პროექტების დასასრულებლად და ახალი გეგმების ჩამოსაყალიბებლად.

 

მშვილდოსანი – საკმაოდ წარმატებული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, ბევრად ოპტიმისტურად და ენთუზიაზმით შეხედავთ მიმდინარე მოვლენებს. არ გაგიჭირდებათ იდეების რეალიზაცია, რადგან გამართლებული იქნება ნებისმიერი სარისკო მოქმედება. ადვილად გამონახავთ საერთო ენას გარშემომყოფებთან და სწრაფად მოაგვარებთ ნებისმიერ კონფლიქტს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისა და პროფესიონალური განვითარებისთვის, მოგზაურობისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

 

თხის რქა – საკმაოდ სასიკეთო კვირაა. ეტაპობრივად გაუმჯობესდება ენერგოტონუსი და ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეძლებთ ემოციების მართვას და საკუთარ სურვილებში გარკვევას, სიმშვიდისა და მეტ-ნაკლები სტაბილურობის მოპოვებას. მარტივად გამოასწორებთ შეცდომებს და დაასრულებთ ძველ საქმეებს. კარგი პერიოდია კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გასარკვევად და კონფლიქტების მოსაგვარებლად.

 

მერწყული – მეტ-ნაკლებად მშვიდი და სტაბილური კვირაა. შეძლეთ ინიციატივის გამოჩენას, იდეების და საინტერესო პროექტების რეალიზაციას, საკუთარი კომუნიკაბელურობის წყალობით კი, არ გაგიჭირდებათ ახალი კონტაქტების დამყარება. თუმცა, არ ღირს საეჭვო ადამიანების ნდობა, რადგან სწორედ ისინი ეცდებიან თქვენს მოტყუებას. მოერიდეთ ფინანსურ ავანტიურებს და ნებისმიერ სარისკო მოქმედებას, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მძღოლებს, რადგან საკმაოდ მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა.

 

თევზები – წლის მანძილზე ურთულესი პერიოდის დასრულების შემდეგ, თქვენი მდგომარეობა ეტაპობრივად გაუმჯობესდება, რადგან მზე ახლა სწორედ თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. გაძლიერდება ენერგოტონუსი და იმუნიტეტი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციონალური მდგომარეობა. წარსულს ჩაბარდება პრობლემები და დაიწყება განვითარების ახალი ერთწლიანი ციკლი. წარმატების შანსი მოგეცემათ მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში, შეძლებთ შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის გამოვლენას, კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, საკუთარი კონტაქტურობისა და კომუნიკაბელურობის წყალობით კი, გაიცნობთ ახალ და საინტერესო ადამიანებს, რომლებიც სრულად გაიზიარებენ თქვენს შეხედულებებს და აქტიურად დაგეხმარებიან იდეების განხორციელებაში.

 

გეომაგნიტური დღეები – 20, 23 და 24 თებერვალი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები