LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (2-8 აპრილი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

200

ვერძი – მეტად სასიკეთო კვირაა, რადგან მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია და ახლა სწორედ თქვენი დროა! საგრძნობლად გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, ორგანიზატორული ნიჭისა და ლიდერის თვისებების გამოვლენას, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას და დამატებითი ვალდებულებების შესრულებას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და ახალი ნაცნობების შესაძენად, კარიერული წინსვლისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ოჯახის წევრებთან და სასიყვარულო პარტნიორთან საერთო ენის მოსაძიებლად და ურთიერთობის მოსაწესრიგებლად, რაც სასიკეთოდ შეცვლის მთელ თქვენს ცხოვრებას.

კურო – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. ოჯახური დღსასწაულის მოწყობით, სასიკეთოდ შეცვლით ურთიერთობას ახლობლებთან და ნათესავებთან. კარგი პერიოდია ახალი ნაცნობების შესაძენად, თუმცა კვირას თავისი ნეგატიური მხარეებიც აქვს. შემცირებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და არაა გამორიცხული გახდეთ ავადაც. ადვილად გაღიზიანდებით და მოთმინებას დაგაკარგინებთ ნებისმიერი წვრილმანი. შეგექმნებათ გარკვეული ფინანსური პრობლემები, რადგან გაგიჭირდებათ იმ თანხის მიღება, რასაც ელოდით. გააქტიურდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, გაძლიერდება ჭორები და ინტრიგები თქვენს ზურგს უკან. ეცადეთ ფრხილად გაიაროთ კვირა და გადაერთოთ მშვიდი ცხოვრების რიტმზე, არ დაგეგმოთ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი.

ტყუპები – საკმაოდ კარგი კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, შეძლებთ გააქტიურებას, კონტაქტურობისა და კომუნიკაბელურურობის, ორატორული ნიჭისა და გონებამახვილობის გამოვლენას. კარგი პერიოდია საჭირო ნაცნობების შესაძენად და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გასამართად, კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის, მატერიალური მდგომარეობის და პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებლად, ძველ პარტნიორთან ურთიერთგაგების მოძიებას ან ახალი ურთიერთობის გაბმას. შინაგანი შარმი აუცილებლად დაგეხმარებათ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა მოხიბვლასა და ნებისმიერი იდეეის სწრაფად განხორციელებაში. კარგი იქნება თუ ჩაერთვებით კოლექტიურ საქმიანობაში და კოლეგებთან ერთად ეცდებით წარმატების მიღწევას.

კირჩხიბი – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი ყურადღება დაუთმოთ საკუთარ ჯანმრთელობას. კარგი პერიოდია ახალი ნაცნობების, მათ შორის სასიყვარულო პარტნიორის შესაძენად ან ძველ პარტნიორთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, თუმცა, არაა გამორიცხული არასასურველი კონფლიქტში ჩაებათ კოლეგებთან და ოჯახისბ წევრებთან, ამიტომ, კარგი ნიქნება თუ მეტ თავშეკავებას, ტაქტსა და დიპლომატიას გამოიჩენთ, მოერიდებით სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას. არ ღირს ახალი მიზნების დასახვა და მათი რეალიზაცია, რადგან ნებისმიერი მცდელობა მარცხით დასრულდება.

ლომი – საკმაოდ კარგი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობაც. შეძლებთ გააქტიურებას, ორგანიზატორული ნიჭისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენას. კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, სოციალური სტატუსის ასამაღლებლად და საზოგადოებაში პოპულარობის მოსაპოვებლად, პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ან ახალი რომანის წამოსაწყებად, არაა გამორიცხული გაიცნოთ მეტად საინტერესო ადამიანები, რომლებიც სერიოზულ გავლენას მოახდენენ თქვენზე და რადიკალურად შეცვლიან მთელ თქვენს ცხოვრებას. ეცადეთ აქტიურად გაიაროთ მეტად პერსპექტიული კვირა და მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა სასიკეთო შესაძლებლობა.

ქალწული – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. მართალია, მარტივად გადაჭრით ნებისმიერ სირთულეს და მეტი ოპტიმიზმით შეხედავთ მომავალს, თუმცა შემცირებული ენერგოტონუსის ფონზე მაინც არ ღირს ზედმეტად გადატვირთვა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება. კარგი პერიოდია რომანტიკული მოგზაურობისთვის, პროფესიული წინსვლისა და კარიერული განვითარებისთვის, საჭირო ნაცნობების შესაძენად, შემოქმედებითი კავშირების დასამყარებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მთავარია, სიფრთხილით მოეკიდოთ ნებისმიერ საქმეს და მოერიდოთ ფიზიკურ ან გონებრივ გადატვირთვას, რათა დაღლილობამ არ შეგიქმნათ არასასურველი პრობლემები.

სასწორი – მეტ-ნაკლებად სასიკეთო კვირაა. საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობაც. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას. მართლია, ბევრად გააუმჯობესებთ ურთიერთობას კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, მაგრამ მოზღვავებული ემოციების ფონზე, არასასურველი კონფლიქტი შეგექმნათ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან. ეცადეთ მაქსიმალურად აკონტროლოთ საკუთარი გრძნობები, ემოციები და კვირა ბევრად წარმატებული იქნება საქმიანობის ყველა სფეროში.

მორიელი – საკმაოდ პერსპექტიული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ პროფესიულ წინსვლას და კარიერულ განვითარებას, ავტორიტეტის გაზრდას და საზოგადოებაში პოპულარობის მოპოვებას, პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებას და გავლენიანი პარტნიორების მოძიებას, რომლებიც სრულად გაიზიარებენ თქვენს იდეებს და დაგეხმარებიან დასახული მიზნების განხორციელებაში.

მშვილდოსანი – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, საგრძნობლად მოიმატებს თქვენი აქტიურობა და ენერგიულობა, ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი. გექნებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების და ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევის შანსი, მთავარია ხელიდან არ გაუშვათ პერსპპექტიული შესაძლებლობები. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, სასიყვარულო და ავანტურული თავგადასავლებისთვის, შემოქმედებითი ან მეცნიერული საქმიანობისთვის. ეცადეთ აქტიურად გაიაროთ პოზიტიური კვირა და მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა.

თხის რქა – მეტად რთული კვირაა, რადგან ოთხი ბოროტი პლანეტა სწორედ თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია თავმოყრილი, რაც სერიოზულ პრობლემებს შეგიქმით საქმიანობის ყველა სფეროში და განსაკუთრებით ახლობლებთან, კოლეგებთან ურთიერთობაში. საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობაც, ამიტომ ეცადეთ არ გადაიღალოთ და მეტი დაისვენოთ, მოერიდოთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებას, გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება და დიპლომატია, რათა საკუთარი პირდაპირობითა და ხისტი ხასიათით კიდევ უფრო არ დაამძიმოთ ისედაც რთული სიტუაციაა.

მერწყული – საკმაოდ რთული კვირაა, რადგან იძულებული გახდებით მეტი იმუშაოთ საკუთარ თავზე და დაძლიოთ უარყოფითი თვისებები. გამოიჩინეთ მეტი ოპტიმიზმი, ეცადეთ მსუბუქად შეხედოთ ცხოვრებას და რთული ცვლილებების პერიოდიც შედარებით მარტივად ჩაივლის. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის გამოვლენას, თუმცა მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა, ამიტომ მეტი სიფრთხილის და ყურადღების გამოჩენა გმართებთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ.

თევზები – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობაც. გარკვეული სირთულეები შეგექმნებათ მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში, გაგიჭირდებათ მატერიალური სტაბილურობის შენარჩუნება, სხვის პრობლემებზე ზრუნვა კი, საკუთარი საქმეების უკანა პლანზე გადადებას გაიძულებთ, რაც თქვენს უკმაყოფილებას და გაღიზიანებას გამოიწვევს. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და თავშეკავება, შეგიძლიათ შეუდგეთ ახალი პროექტების განხორციელებას, თუმცა ზომიერების ფარგლებში და ზედმეტი გადატვირთვის გარეშე.

გეომაგნიტური დღეები – 4, 5 და 7 აპრილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები