თებერვალი წლის ერთ-ერთ ყველაზე რთულ თვედ მიიჩნევა. მიმდინარე კვირიდან იწყება ის პროცესები, რომლებიც განსაკუთრებით გამწვავდება თებერვლის მეორე ნახევარში, როდესაც მოგვიწევს მზისა და მთვარის დაბნელებების დერეფნის გავლა. დედამიწა ნეგატიურ ენერგოველში გადადის, რაც მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს როგორც გლობალურ პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ პროცესებში. მოსალოდნელია სერიოზული გარდაქმნები, რის გამოც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ჯანმრთელობასა და ურთიერთობებს.
ვერძი – ამ კვირაში ენერგიის ნაკლებობას არ უჩივით – პირიქით, აქტიური, ინიციატივიანი და ენერგიული ხართ. თუმცა დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლის ფონზე შესაძლოა პირადი ტრანსფორმაციის წინაშე აღმოჩნდეთ, რაც გარკვეულ შეხედულებებსა და პოზიციებზე უარის თქმას ან მათ გადახედვას მოითხოვს. ცხოვრებისეულ პრობლემებს მეტ-ნაკლებად იოლად გაუმკლავდებით, კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირებასაც შეძლებთ. წარმატებული იქნება თქვენი მოქმედება ახლობლებისა და მეგობრების დახმარების კუთხით. იმ ადამიანების მიმართ, ვინც თქვენს იდეებს საბოტაჟს უწევს, მეტად პრინციპული და მკაცრი გახდებით. იზრდება შეცდომების ალბათობა, ამიტომ აუცილებელია ინფორმაციის გადამოწმება. გააუმჯობესეთ მეგობრული კონტაქტები.
კურო – ენერგოტონუსი შესამჩნევად ეცემა, ჯანმრთელობა არასტაბილური ხდება. მოერიდეთ გადაღლას და მიეცით ორგანიზმს დასვენებისა და ენერგიის აღდგენის შესაძლებლობა. ფსიქოემოციური არასტაბილურობა იჩენს თავს, რის გამოც მეტი ყურადღება და სიფრთხილე დაგჭირდებათ. პრობლემების ტენდენცია მატულობს – შესაძლებელია ფინანსური დანაკარგები ან კონფლიქტური სიტუაციები. ზოგიერთისთვის გარდაუვალი გახდება ცხოვრებისეული ცვლილებები, მათ შორის ახალი სამსახურის ძიებაც. ეს პერიოდი მოითხოვს შიდა და გარე ცვლილებებს. რაც უფრო უშიშარი, პრინციპული და მებრძოლი სულისკვეთების იქნებით, მით მეტად შეძლებთ სტაბილურობის შენარჩუნებას.
ტყუპები – ენერგოტონუსისა და ჯანმრთელობის მხრივ სტაბილური მდგომარეობა გაქვთ. კომუნიკაბელური და გონებამახვილი ხართ, რაც საინტერესო შეხვედრებს, მგზავრობას, მოგზაურობასა და შემოქმედებითი გეგმების გაჩენას უწყობს ხელს. მიუხედავად ამისა, პერიოდს სრულად მშვიდს ვერ ვუწოდებთ – მეგობრებთან შესაძლოა პრობლემებმა იჩინოს თავი, ხოლო არასასიამოვნო ინფორმაციამ ფსიქოემოციური გაღიზიანება გამოიწვიოს. ეს ის დროა, როდესაც გარკვეული პრობლემების სანდო მეგობრებზე გადატანა თქვენთვის მისაღები იქნება. შესაძლებელია ჯარიმების გადახდა, ვალდებულებების შესრულება ან კომპენსაციის გაღება. მგზავრობისა და უცხოელებთან კონტაქტებისთვის პერიოდი ხელსაყრელია, თუმცა სიფრთხილე აუცილებელია.
კირჩხიბი – თქვენთვის შედარებით რთული პერიოდი იწყება. ენერგოტონუსი დაბალია, ფსიქოემოციური არასტაბილურობა ძლიერდება. გარემოცვასთან ურთიერთობაში შესაძლოა უსიამოვნო მოვლენებმა იჩინოს თავი, ზოგ შემთხვევაში კი თავად აღმოჩნდეთ კონფლიქტში ჩართული. შეცდომების დაშვების ალბათობა იზრდება, რაც უკმაყოფილებას გამოიწვევს და კრიტიკასაც გამოიწვევს გარშემომყოფთა მხრიდან, რაც თქვენს სიამაყეზე მტკივნეულად იმოქმედებს. აკონტროლეთ სიტყვები, დაიცავით საიდუმლოებები და ეცადეთ, მაქსიმალურად მშვიდად გაატაროთ ეს პერიოდი.
ლომი – არასტაბილური პერიოდია, განსაკუთრებით პროფესიულ სფეროსა და ურთიერთობებში. ჯანმრთელობა შედარებით მდგრადია – აქტიური და ინიციატივიანი ხართ, თუმცა გარემოს არასტაბილურობამ შესაძლოა ურთიერთობებზე ნეგატიურად იმოქმედოს. ზოგი პროექტი ან წამოწყება შეიძლება ისე არ განვითარდეს, როგორც გეგმავდით, ან საჭირო გახდეს იდეების გადახედვა. ეს პერიოდი მოითხოვს ადრე დაწყებული საქმეებისა და ვალდებულებების დასრულებას. გარკვეული გეგმები აშკარად გადაიხედება, ამიტომ მეტი ყურადღება დაუთმეთ გუნდურ მუშაობას. პარტნიორულ ურთიერთობებში იყავით უფრო ლმობიერი და დიპლომატიური.
ქალწული – ენერგოტონუსი მკვეთრად მცირდება, ადვილად იღლებით და შრომისუნარიანობა კლებულობს. აუცილებელია დროდადრო დასვენება. სირთულეები განსაკუთრებით სამსახურსა და ვალდებულებების შესრულების პროცესში იჩენს თავს – ქაოსის ელემენტები შესაძლოა მოულოდნელად გაჩნდეს. ეს პერიოდი ცვლილებების მატებას უკავშირდება, რისთვისაც შესაძლოა მზად არ აღმოჩნდეთ. იქნება ეს ახალი საქმე თუ პროექტი, მოგიწევთ სწრაფი ადაპტაცია ისე, რომ ზედმეტი გადაღლა და შეცდომები აირიდოთ. შეინარჩუნეთ კორექტული ურთიერთობები ხელმძღვანელობასა და კოლეგებთან.
სასწორი – ჯანმრთელობა მეტწილად მდგრადია, ფსიქოემოციური სტაბილურობაც საიმედო დონეზეა. წარმატების ფაქტორი უდავოდ თქვენს მხარესაა და შესაძლებლობებიც ხელსაყრელი იქნება, რაც თქვენი ნიჭისა და უნარების სრულად გამოვლენაში დაგეხმარებათ. ზოგიერთი თქვენგანი შესაძლოა რომანტიულ ურთიერთობებში აღმოჩნდეს, რაც დადებითად აისახება თქვენს განწყობაზე. მიუხედავად ამისა, გარშემო არსებული ემოციური ფონი ზოგჯერ არასტაბილური და ნერვების მომშლელიც შეიძლება იყოს. ამის გამო შესაძლოა შეგეცვალოთ ხასიათი, მოიმატოს შინაგანმა მერყეობამ და გაღიზიანებადობამ. გარკვეული უცნაური სურვილებიც შეიძლება გაგიჩნდეთ. ემოციური არასტაბილურობა ხელს შეგიშლით მიზნების დროულად და სწორად დასახვაში და ძალების ეფექტურად გამოყენებაში. ეცადეთ, შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობები შვილებთან და სასიყვარულო პარტნიორებთან.
მორიელი – ენერგოტონუსი იკლებს, ჯანმრთელობა არამდგრადია. ეცადეთ, არ გაცივდეთ და არ გადაიღალოთ, რადგან ასეთ ფონზე შეცდომების დაშვება უფრო ადვილია. თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა მოულოდნელი მოვლენები განვითარდეს, რაც ნეგატიურად აისახება როგორც განწყობაზე, ისე ფინანსურ მდგომარეობაზე. სასიყვარულო ურთიერთობებში შესაძლებელია დაძაბულობის ზრდა და ზოგ შემთხვევაში – დაშორებაც. ზოგიერთი თქვენგანი შესაძლოა საეჭვო საქმიანობაში აღმოჩნდეს ჩართული, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო არასტაბილურს გახდის და მომავალ განვითარებასაც საფრთხეს შეუქმნის. შესაძლებელია საყოფაცხოვრებო პრობლემების წარმოშობაც. ეცადეთ, საქმეები მშვიდად და აუჩქარებლად აკეთოთ.
მშვილდოსანი – პერიოდი დინამიური, აქტიური და ენერგიულია. გამოიკვეთება ინიციატივიანობა, ლიდერული და ორგანიზატორული უნარები. ოპტიმიზმი მაღალ დონეზეა. ხელსაყრელია მრავალფეროვანი კონტაქტებისთვის, შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისა და კოლექტიური საქმიანობისთვის. თუმცა დედამიწის ნეგატიურმა ენერგოველმა შეიძლება გარკვეული სირთულეებიც გამოავლინოს, ზოგიერთ თქვენგანს შესაძლოა სესხის დაფარვის აუცილებლობა დაუდგეს ან ფინანსური არასტაბილურობა შეექმნას. ბევრი დაპირება და ნათქვამი სიტყვა არ შესრულდება, ამიტომ ეცადეთ, მაქსიმალურად შეზღუდოთ ხარჯები და თავი შეიკავოთ ზედმეტი კაპიტალდაბანდებებისგან. პირად ურთიერთობებში იყავით უფრო ტაქტიანი და დიპლომატიური. ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ.
თხის რქა – პერიოდი ხელსაყრელია ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ადრეული პროექტებიდან შესაძლებელია მატერიალური სარგებლის მიღება ან დამატებითი შემოსავლის წყაროს პოვნა. ახალი იდეებისა და პროექტების განხორციელებაც რეალურია. თუმცა ფინანსები, როგორც სწრაფად მოვა, ასევე სწრაფად შეიძლება წავიდეს, ამიტომ უაზრო ხარჯვას მაქსიმალურად მოერიდეთ. ენერგოტონუსი იკლებს და ადვილად იღლებით. შესაძლოა გაჩნდეს ჯარიმების გადახდის აუცილებლობაც. სარისკო მოქმედებებს მაქსიმალურად მოერიდეთ, რადგან ისინი ფინანსური დანაკარგების მიზეზი შეიძლება გახდეს. პერიოდი გაიარეთ ფრთხილად და წინდახედულად.
მერწყული – ყველაზე წარმატებული და იღბლიანი პერიოდი გაქვთ. მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანში იმყოფება, რაც ხელს უწყობს ახალი იდეებისა და პროექტების ჩამოყალიბებასა და რეალიზაციას. ენერგოტონუსი მაღალია, გექნებათ ახალი შეხვედრები და საინტერესო შესაძლებლობები. მერწყულები ამ ეტაპზე აქტიურები და ცვლილებებისთვის მზადყოფნაში მყოფნი ხართ. თუმცა დედამიწის უარყოფითი ენერგოველი ნეგატიურად მოქმედებს ფსიქოემოციურ სტაბილურობაზე, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ. შესაძლებელია ხასიათის მოულოდნელი ცვალებადობა, სულსწრაფობის მატება და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, რაც შეცდომების დაშვების რისკს ზრდის.
თევზები – წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და დისჰარმონიული პერიოდია. იყავით მაქსიმალურად ფრთხილი და წინდახედული. იმუნიტეტი სუსტდება, იჩენს თავს ფსიქოემოციური არასტაბილურობა. ადვილად შეიძლება გაცივდეთ ან გადაიღალოთ. მატულობს მოტყუების რისკი და კრიტიკის ქარცეცხლშიც შეიძლება აღმოჩნდეთ. მოშურნეები აქტიურდებიან, შესაძლებელია დეპრესიული ტენდენციების გამოვლენაც. ემოციურობა და მგრძნობელობა იმატებს, სხვისი აგრესია და ცუდი განზრახვა განსაკუთრებით მძიმედ მოქმედებს თქვენზე. უტაქტობას ვერ აიტანთ, რის გამოც ბევრი კონტაქტი შესაძლოა კონფლიქტით დასრულდეს. ენა კბილს დააჭირეთ, საიდუმლოებები დაიცავით და ურთიერთობები მინიმუმამდე შეამცირეთ.
გეომაგნიტური დღეები – 2, 5, 8 თებერვალი.