LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (23-29 აპრილი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

95

ვერძი – საკმაოდ სტაბილური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, კარიერულ წინსვლას და განვითარებას, არაა გამორიცხული დაიწყოთ ახალი სამსახური ან ჩაერთოთ საინტერესო პროექტში, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და ახალი კონტაქტების დასამყარებლად, ცოდნის შესაძენად და საჭირო ინფორმაციის მისაღებად. იმოქმედეთ აქტიურად და გამოიყენეთ კვირის ყველა პოზიტიური შესაძლებლობა.

კურო – ახლა თქვენი დროა, რადგან მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. საგრძნობლად გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. იგრძნოთ ძალის მოზღვავებას და განწყობის გაუმჯობესებას. გაგიჩნდებათ პარტნიორებისგან დამოუკიდებლად მოქმედების სურვილი, შეძლებთ ახალი საქმის ან პროექტის დაწყებას და საკუთარ თავზე სერიოზული პასუხისმგებლობის აღებას. კარგი პერიოდია მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის, ახალი ნაცნობების შესაძენად და საინტერესო კონტაქტების დასამყარებლად. იმოქმედეთ აქტიურად, რადგან წარმატების შანსი ყველა სფეროში მაღალია, მთავარია, ხელიდან არ გაუშვათ იღბალი.

ტყუპები – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. კარგი პერიოდია საჭირო ინფორმაციის მისაღებად და იდეების განსახორციელებლად, ახალი პარტნიორების და თანამოაზრეების შესაძენად, საქმიანი და შემოქმედებითი კავშირების დასამყარებლად, შეხვედრების, პრეზენტაციების მოსაწყობად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ეცადეთ გააქტიურდეთ და მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა პოზიტიური შესაძლებლობა, რადგან შემდეგი კვირა ბევრად რთული იქნება და უამრავი პრობლემის გადაჭრა მოგიწევთ.

კირჩხიბი – მეტად სასიკეთო კვირაა. საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, იგრძნობთ ძალის და ენერგიის მოზღვავებას, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და საკუთარი არაორდინალური შესაძლებლობების წარმოჩენას, ინტუიციაზე დაყრდნობით კი, არ გაგიჭირდებათ სწორი, თქვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და საინტერესო ნაცნობების შესაძენად, ცოდნის და საჭირო ინფორმაციის მისაღებად, სამეცნიერო სფეროსა და ბიზნესში წარმატების მისაღწევად, მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად.

ლომი – დინამიური, მეტად მრავალფეროვანი კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას და დიდი ხნის იდეების რეალიზაციას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და უცხოელი პარტნიორების შესაძენად, საქმიანი კონტაქტების გასაფართოვებლად და ბიზნესის გასავითარებლად, პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლელვით სფეროში წარმატების მისაღწევად. ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე ამ კვირაში მოაგვაროთ, რადგან შემდეგი კვირა ბევრად რთული და პრობლემური იქნება.

ქალწული – რომანტიკული და მეტად შემოქმედებითი კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, იგრძნოიბთ ძალის, ენერგიის მოზღვავებას. შეძლებთ გააქტიურებას, საკუთარი ნიჭისა და უნარის ახლებურად გამოვლენას, პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებას ან ახალი სასიყვარულო პარტნიორის შეძენას. მარტივად მოიპოვებთ გარშემომყოფთა სიმპათიას და პოპულარობას საზოგადოებაში. კარგი პერიოდია ახალი და საინტერესო სამსახურის მოსაძიებლად, რაც პროფესიულ განვითარებაშიც დაგეხმარებათ და თქვენს ფინანსურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს.

სასწორი – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, ახალი იდეების ჩამოყალიბებას და მათ რეალიზაციას. კარგი პერიოდია ცოდნის შესაძენად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მართალია, წარმატებით ჩაებმებით კოლექტიურ პროექტებში, მაგრამ  საკუთარი უკმეხობითა და ზედმეტი პირდაპირობით პარტნიორების გაღიზიანებას გამოიწვევთ და  სერიოზული კონფლიქტის მიზეზიც გახდებით. ეცადეთ აკონტროლოთ საკუთარი ემოციები და გამოიჩინოთ მეტი თავშეკავება, რათა საფრთხე არ შეუქმნათ პარტნიორულ ურთიერთობას.

მორიელი – სასიკეთო, იღბლიანი კვირაა. საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, ინტუიცია კი, აუცილებლად დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. მნიშვნელოვნად გაიზრდება თქვენი ავტორიტეტი და თავისუფლად შეძლებთ საზოგადოებაში პოპულარობის მოპოვებას. კარგი პერიოდია ინფორმაციის ახალი წყაროს მოსაძიებლად ან ახალი ნაცნობების შესაძენად, სასიყვარულო პარტნიორთან უთანხმოების მოგვარებლად ან ახალი ურთიერთობის დასაწყებად.

მშვილდოსანი – მეტ-ნაკლებად პოზიტიური კვირაა. შეძლებთ საკუთარი იდეებით პარტნიორების დაინტერესებას და თანამოაზრეთა პრაქტიკული ან ფინანსური მხარდაჭერის მოპოვებას. კარგი პერიოდია ბიზნესის დასაწყებად და სოლიდური კაპიტალის დასაბანდებლად, თუმცა გაგიჭირდებათ არსებული წესების დაცვა, მოვალეობების შესრულებაზე უარის თქმა კი, სერიოზული კონფლიქტის მიზეზი გახდება, რაც შესაძლოა სასამართლო დავაშიც კი გადაიზარდოს.

თხის რქა – წინა კვირასთან შედარებით  ბევრად უკეთესი კვირაა. საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, შეძლებთ გააქყტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, შემოქმედებითი ნიჭისა და ორგანიზატორული უნარის გამოვლენას. კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, ახალი პარტნიორების შესაძენად და კოლექტიური პროექტის დასაწყებად, თუმცა არ ღირს ყველაფრის რადიკალურად შეცვლა, რადგან გაუმჯობესების ნაცვლად, მხოლოდ შეცდომებს დაუშვებთ, რომელთა გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ.

მერწყული – წინა კვირისგან განსხვავებით, ბევრად საინტერესო და შედეგიანი კვირაა. შეძლებთ შემოქმედებითი, ორგანიზატორული ნიჭის და ლიდერის თვისებების სრულფასოვნად გამოვლენას. კარგი პერიოდია კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან უთანხმოების მოსაგვარებლად, იდეების განსახორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ეცადეთ მაქსიმალურად გააქტიურდეთ და გამოიყენოთ ყველა პოზიტიური შანსი, რადგან შემდეგი კვირა ბევრად რთული იქნება.

თევზები – საკმაოდ მშვიდი, სასიკეთო კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობა, ინტუიცია კი, აუცილებლად დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიებასა და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაში. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, რომანტიკული თავგადასავლებისა და საზღვარგარეთ სამუშაოდ გასამგზავრებლად, კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის.

 

გეომაგნიტური დღეები – 24 და 28 აპრილი. 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები