ვერძი – ერთ-ერთი საუკეთესო კვირაა წლის განმავლობაში, რადგან მზე სწორედ თქვენი ზოდიაქოს ნიშანშია. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. გახდებით ბევრად აქტიური, კონტაქტური და კომუნიკაბელური, შეძლებთ ინიციატივის გამოჩენას, ლოგიკურად და სხარტად აზროვნებას. მართალია, წარმატების მიღევის შანსი საქმიანობის ნებისმიერ სფეროში გექნებათ, მაგრამ გარკვეული სირთულეების დაძლევაც მაინც მოგიწევთ. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და დელიკატურობა, რადგან არაა გამორიცხული უსიამოვნებები შეგექმნათ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობაში, ამიტომ უმჯობესია შეამციროთ საქმიანი კონტაქტები და მაქსიმალურად მოერიდოთ კონფლიქტებში ჩაბმას.
კურო – საკმაოდ მძიმე კვირაა, რადგან იწყება ყველაზე რთული პერიოდი მთელი წლის განმავლობაში. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და გაგიფუჭდებათ გუნება-განწყობა, ადვილად გაღიზიანდებით და ნებისმიერი წვრილმანი დაგაკარგინებთ მოთმინებას, საკუთარი იმპულსურობითა და სულსწრაფობით კი, სერიოზულ შეცდომებს დაუშვებთ და არაა გამორიცხული არასასიამოვნო კონფლიქტის მიზეზიც გახდეთ. ეცადეთ მაქსიმალურად შეზღუდოთ კოლეგებთან, პარტნიორებთან ურთიერთობა და უპირატესობა ინდივიდუალურ საქმიანობას მიანიჭოთ. გადაერთეთ ცხოვრების მშვიდ რიტმზე, მეტი დაისვენეთ და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. არ დაგეგმოთ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი, თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისგან და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებისგან.
ტყუპები – მეტად პოზიტიური კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობა, გახდებით ბევრად აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი, საკუთარი შარმის წყალობით კი, სწრაფად მიიზიდავთ საპირისპირო სქესის წარმოამდგენლებს. შეძლებთ საინტერესო ნაცნობების შეძენას, პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებას ან ახალ რომანტიკულ თავგადასავლებში ჩაბმას, არაა გამორიცხული აღადგინოთ ურთიერთობა ძველ სასიყვარულო პარტნიორთანაც. მართალია, შეგექმნებათ გარკვეული პრობლემები, მაგრამ სხარტი აზროვნების წყალობით ნებისმიერ სრთულეს განსაკუთრებული დანაკარგების გარეშე დაძლევთ. აქტიურად ითანამშრომლეთ კოლეგებთან, რადგან სწორედ კოლექტიური საქმიანობა დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.
კირჩხიბი – საკმაოდ პერსპექტიული კვირაა კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის. მართალია, შეძლებთ გააქტიურებას და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მაგრამ არ ღირს ზედმეტად გადატვირთვა. ეცადეთ მეტი დაისვენოთ და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას. გამოიჩინეთ დიპლომატია და მეტი დელიკატურობა, მოერიდეთ კონფლექტებს გარშემომყოფებთან, რადგან არაა გამორიცხული ურთიერთობა გაგიფუჭდეთ კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან.
ლომი – მეტად პოზიტიური კვირაა. ენერგოტონუსის გაძლიერების ფონზე, იგრძნობთ ძალის მოზღვავებას, გახდებით ბევრად აქტიური და ინიციატივიანი, ოპტიმისტური განწყობა კი, ნებისმიერი წამოწყებაში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. მაქსიმალურად გამოიყენეთ კვირა და გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან, თამამად გამოთქვით საკუთარი იდეები და იზრუნეთ კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაზე. კარგი კვირაა ახალი საქმის დასაწყებად და ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობებს, რადგან არაა გამორიცხული სწორედ მათ შორის იყოს თქვენი საბედო.
ქალწული – საკმაოდ რთული კვირაა, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა, მოულოდნელი პრობლემები და იმედგაცრუება კი, გაგიფუჭებთ გუნება-განწყობას და აგრესიის მიზეზიც გახდება. გამოიჩინეთ ნებისყოფა, მოთმინება და მშვიდად შეხვდით ნებისმიერ სირთულეს, რადგან აპრილის თვეში სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
სასწორი – ნაკლებად სტაბილური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობა, უთანხმოება კოლეგებთან კი, ნეგატიურად აისახება თქვენს გუნება-განწყობაზე, ეჭვი შეგეპარებათ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში. ეცადეთ ნაკლებად მიაქციოთ ყურადღბა სხვის აზრს და დამოუკიდებლად მიიღოთ ყველა გადაწყვეტილება. გამოიჩინეთ სიმშვიდე და მეტი მოთმინება, რადგან აპრილიდან მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვლება, შეძლეთ შემოქმედებითი ნიჭის და უნარის გამოვლენას, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და პირადი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადატანას.
მორიელი – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. საგრძნობლად შემცირდება ენერგოტონუსი, სწრაფად დაიღლებით და შეგაწუხებთ ჯანმრთელობის პრობლემები, მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობაც, არასტაბილური ემოციური მდგომარეობა კი, მნიშვნელოვნად შეაფერხებს თქვენს კარიერულ წინსვლას ან ბიზნესის განვითარებას, ხელს შეგიშლით ახლობლბთან და სასიყვარულო პარტნიორთან საერთო ენის მოძიებაში. ეცადეთ მაქსიმალურად ფრთხილად გაიაროთ კვირა, მოერიდეთ სესხის აღებას და ფულის ვალად გაცემას, ახალი საქმის წამოწყებას და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამართვას.
მშვილდოსანი – მეტად პოზიტიური კვირაა მოგზაურობისთვის, ახალი სასიყვარულო თავგადასავლებისა და პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, შემოქმედებითი ექსპერიმენტებისა და იდეების განსახორციელებლად, თუმცა გარკვეული სირთულეები შეგექმნებათ პროფესიონალურ სფეროში, არაა გამორიცხული უსარგებლო კონფლიქტში ჩაებათ კოლეგებთან, ამიტომ მოერიდეთ კამათს და გარშემომყოფებთან ურთიერთობის გარკვევას. კარგი კვირაა მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ახალი პროექტის დასაწყებად და სამსახურის მოსაძიებლად.
თხის რქა – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა. ადვილად გაღიზიანდებით, მოთმინებას დაგაკარგინებთ ნებისმიერი წვრილმანი, ეცადეთ მაქსიმალურად შეზღუდოთ კონტაქტები, რადგან გარშემომყოფთა შენიშვნები საკმაო ნეგატიურად აისახება თქვენს გუნება-განწყობაზე. გადაერთეთ ცხოვრების მშვიდ რიტმზე, მეტი დაისვენეთ და არ გადაიტვირთოთ, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას, უარი თქვით კოლექტიურ საქმიანობასა და უპირატესობა მიანიჭეთ ინდივიდუალურ პროექტებს. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და დიპლომატია, რადგან არაა გამორიცხული პრობლემები შეგექმნათ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობაში.
მერწყული – საკმაოდ დაძაბული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა, არაა გამორიცხული სტრესი ქრონიკული დაავადებების გამწვავების მიზეზი გახდეს. გამოიჩინეთ სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობაც. მოერიდეთ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას, ნებისმიერი მოქმედება კარგად გათვალეთ და მხოლოდ შემდეგ იმოქმედეთ, რადგან შესაძლოა შეცდომები სერიოზული კონფლიქტის მიზეზი გახდეს კოლეგებთან.
თევზები – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობა, ამიტომ ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ. გაგიჭირდებათ მეგობრებსა და კოლეგებთან ურთიერთობაში გარკვევა, ფინანსურ საკითხებში შეუთანხმებლობა კი, უფრო მეტად დაძაბავს სიტუაციას. მოერიდეთ ფულის სესხებას, ნუ იქნებით სხვის იმედზე, უმჯობესია ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედოთ და დამოუკიდებლად სცადოთ პრობლემების მოგვარება.
გეომაგნიტური დღეები – 28, 29, 31მარტი და 1 აპრილი.