LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (26 თებერვალი – 4 მარტი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ჰოროსკოპის ნიშნებისთვის

40

ვერძი – იწყება წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი. საგრძნობლად დასუსტდება ენერგოტონუსი და იმუნიტეტი, არასტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და არაა გამორიცხული გახდეთ ავად ინფექციური დაავადებებით, მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობაც. არ გექნებათ ადამიანებთან კომუნიკაციის სურვილი, ყველას და ყველაფრის მიმართ უკმაყოფილება კი წყენის, ეჭვიანობის მიზეზი გახდება და კონფლიქტს გამოიწვევს გარშემომყოფებთან. გააქტიურდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, მოიმატებს ჭორები და ინტრიგები თქვენს ზურგს უკან. გადაერთეთ ცხოვრების მშვიდ რიტმზე და შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე დამატებით პასუხისმგებლობას და მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, არ დაგეგმოთ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი.

 

კურო – საკმაოდ ნაყოფიერი კვირაა საკუთარი სურვილების გასააზრებლად, იდეების ჩამოსაყალიბებლად და სამომავლო გეგმების დასასახად. არაა გამორიცხული ჩაებათ ავანტურულ თავგადასავლებში, გაიჩინოთ ახალი ნაცნობები ან მოიძიოთ ახალი სამსახური. კარგი პერიოდია კოლეგებთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად და მათთან თანამშრომლობით ახალი პროექტების განსახორციელებლად, მნიშვნელოვანი შეხვედრების გასამართად და პრეზენტაციების მოსაწყობად. გააქტიურდით, რათა მაქსიმალურად გამოიყენოთ ამ კვირის ყველა პოზიტიური შესაძლებლობა.

 

ტყუპები – რთული, ნაკლებად წარმატებული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის და არასტაბილური ემოციონალური მდგომარეობის ფონზე ადვილად დაიღლებით, არაა გამორიცხული გახდეთ ავად და გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადებები, მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების ალბათობაც. გაგიჭირდებათ თვითრწმენის შენარჩუნება, სულსწრაფი გადაწყვეტილებები და ფულის უყაირათოდ ხარჯვის სურვილი კი, დამატებით პრობლემებს შეგიქმნით და გაიძულებთ თავი იმართლოთ პარტნიორებთან. ურთიერთობა გაგიფუჭდებათ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, რადგან  წვრილმანით დაწყებული დავა სწრაფად გადაიზრდება სერიოზულ კონფლიქტში. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავდაჭერა, შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით და არ დაგეგმოთ არაფერი ახალი, მნიშვნელოვანი და სარისკო.

 

კირჩხიბი – საკმაოდ წარმატებული კვირაა. საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, გახდებით ბევრად აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი. ხელსაყრელი პერიოდია მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ცოდნის შესაძენად, განსაკუთრებით მათ გაუმართლებთ, ვინც პედაგოგიური და იურიდიული საქმიანობითაა დაკავებული ან ტურიზმის სფეროშია ჩაბმული. წარმატებული იქნება ნებისმიერი საჯარო გამოსვლა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს ავტორიტეტს და პოპულარობას. მარტივად გამონახავთ საერთო ენას როგორც ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან, ისე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, ინტუიციაზე დაყრდნობით კი, აუცილებლად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ.

 

ლომი – დაძაბული, ნაკლებად სასიკეთო კვირაა. საგრძნობლად დასუსტდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც. რთულ სიტუაციაში აღმოჩენილს არ გექნებათ დაფიქრების და გადაწყვეტილების მშვიდად მიღების საშუალება,  მიმდინარე მოვლენების ზედმეტად დრამატიზირება კი, ხელს შეგიშლით მოვლენების ობიექტურად დანახვაში, დამატებით პრობლემებს შეგიქმნით და არაა გამორიცხული დაუშვათ საბედისწერო შეცდომა. ურთიერთობა დაგეძაბებათ კოლეგებთან და ახლობლებთან, რადგან უმნიშვნელო დავა სწრაფად გადაიზრდება სერიოზულ დაპირისპირებაში. საერთო სიტუაციას თქვენი სულსწრაფობა და ფულის უყაირათოდ ხარჯვის სურვილი დაამძიმებს, რაც გაუთვალისწინებელ ხარჯებს და უსიამოვნებებს მოგიტანთ.

 

ქალწული – ნაკლებად წარმატებული კვირაა. მართალია, გაძლიერდება ენერგოტონუსი, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო პარტნიორთან, რისი მიზეზიც ზედმეტი ემოციები და იმედგაცრუება იქნება. არაა გამორიცხული მოგიწიოთ საკუთარი თავის შეზღუდვა და სხვის სასარგებლოდ საკუთარ სურვილებზე უარის თქმა, რაც გაღიზიანების და ახლობლებთან კონფლიქტის მიზეზი გახდება. არ ღირს იდეების განხორციელებაზე ფიქრი და ახალი პროექტების დაწყება, შემოიფარგლეთ მიმდინარე საქმეებით, რომელთა შესრულება ბევრად წარმატებული იქნება.

 

სასწორი – რთული, ნაკლებად პოზიტიური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე სწრაფად დაიღლებით და შეგექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს. მოერიდეთ დამატებით ვალდებულებებს და ზედმეტ პასუხისმგებლობას, რადგან გაგიჭირდებათ მობილიზაცია და  ყურადღების კონცენტრირება, გადაუდებელი საქმეების შესრულება კი, ნეგატიურად აისახება თქვენს ემოციონალურ მდგომარეობაზე. არაა გამორიცხული მიიღოთ სარფიანი შეთავაზება ან ჩაერთოთ ახალ პროექტში, თუმცა იძულებული გახდებით უარი თქვათ ძველ დაპირებებზე. გამოიჩინეთ მეტი სირფრთხილე, რათა არ დაუშვათ შეცდომა არჩევანის გაკეთებისას, ოპტიმალური გამოსავალი მიცემული პირობის შესრულება და ახალი საქმის მოგვიანებით დაწყება იქნება.

 

მორიელი – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. ენერგოტონუსთან ერთად გაძლიერდება თქვენი თვითრწმენა და შინაგანი შარმი, რაც არც საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს გამოეპარებათ. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, ბევრად პოზიტიურად შეხედავთ საკუთარ ცხოვრებას, ინტუიციაზე დაყრდნობით კი, აუცილებლად სწორ არჩევანს გააკეთებთ, თუმცა არ ღირს ზედმეტად გადატვირთვა. კარგი პერიოდია საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად, ახლობლებთან და კოლეგებთან ურთიერთგაგების მოსაძიებლად. მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი ფინანსები, რადგან მართალია, გექნებათ შემოსავალი, მაგრამ არაა გამორიცხული, თქვენი თანხის მისაკუთრება არაკეთილსინდისიერმა ადამიანებმა სცადონ.

 

მშვილდოსანი – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე იგრძნობთ ენერგიის დეფიციტს, არასტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც, ადვილად გაღიზიანდებით და გარშემომყოფებთან ერთად, საკუთარი თავითაც უკმაყოფილო იქნებით. არაა გამორიცხული სერიოზული კონფლიქტი მოგივიდეთ როგორც ოჯახის წევრებთან, ისე სასიყვარულო პარტნიორთან. მართალია, კვირის მეორე ნახევარში სიტუაცია საგძნობლად გაუმჯობესდება, მაგრამ უკეთესია თავი შეიკავოთ სარისკო მოქმედებებისგან, ახალი საქმის ან პროექტების განხორციელება კი მომავლისთვის გადადოთ.

 

თხის რქა – რთული, საკმაოდ დატვირთული კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლეთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, მაგრამ იძულებული გახდებით იზრუნოთ ახლობლების პრობლემების მოგვარებაზე, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს თქვენს საქმეს. არ მისცეთ სხვებს თქვენით მანიპულირების უფლება და მეტი დრო დაუთმეთ თქვენთვის პრიორიტეტულ საკითხებს, წინააღმდეგ შემთხვევაში უამრავი უსიამოვნების დაძლევა მოგიწევთ მომავალში. კარგი პერიოდია პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის, ახალი პროექტის დასაწყებად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

 

მერწყული – მშვიდი კვირაა, თუმცა არ ღირს ზედმეტად გადატვირთვა, საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება და სარისკო გადაწყვეტილებების მიღება. თამამად შეგიძლიათ დაეყრდნოთ ახლობლებს და გქონდეთ იმედი, რომ ნებისმიერ სიტუაციაში დაგეხმარებიან. მართალია, კარგი პერიოდია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებლად და პროფესიული განვითარებისთვის, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ მოშურნეების და ფარული მტრების მიმართ, რომლებიც თქვენი ფინანსური წარმატების შემთხვევაში გააქტიურდებიან და სერიოზულ პრობლემებსაც შეგიქმნიან.

 

თევზები – ახლა თქვენი დროა, რადგან მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობაც. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, მეგობრებთან და სასიყვარულო პარტნიორთან საერთო ენის მოძიებას და ურთიერთობის გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია სულიერი ზრდისა და განვითარებისთვის, ცოდნის შესაძენად და საჭირო ინფორმაციის მისაღებად, ახალი პროექტის ან ბიზნესის დასაწყებად, რადგან ინტუიტიურად იგრძნობთ მოვლენების განვითარებას და უშეცდომოდ შეძლებთ მოქმედებას.

 

გეომაგნიტური დღეები – 1, 2 და 4 მარტი.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები