LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (3–9 თებერვლის) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

238
მიხეილ ცაგარელი

ვერძი – კვირა მთლიანობაში კარგია, რადგან დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, ეს კი ხელს უწყობს კონტაქტებს, შეხვედრებს. საკმაოდ მაღალია თქვენი ენერგო ტონუსი და იმუნიტეტი, სათანადო დონეზეა ფსიქო-ემოციური სტაბილურობაც. ამ კვირაში შესაძლებელია ახალი იდეების, პროექტების ჩამოყალიბება, ახალი სამსახურის დაწყება, ახალი კონტაქტების დამყარება. მატულობს ურთიერთგაგება თქვენსა და თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს შორის.

კურო – დაბალია ენერგო ტონუსი, არამდგრადია ჯანმრთელობა, ამიტომ ენერგიის ნაკლებობას იგრძნობთ. მეტად დაისვენეთ და გამოიძინეთ. საქმიანი კუთხით, ნამდვილად, კარგი პერიოდია. შესაძლებლობა გექნებათ, მიაღწიოთ ფინანსურ წარმატებას, დაიწყოთ ახალი, საინტერესო პროექტები. საკმაოდ კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი საყიდლებისთვის. ნუ მოახდენთ მოვლენების ფორსირებას. აკონტროლეთ თქვენი გამონათქვამები. ხელმძღვანელებთან კარგი ურთიერთობა, თქვენს კარიერულ წინსვლას შეუწყობს ხელს.

ტყუპები – თქვენთვის საკმაოდ დინამიკური, პოზიტიური კვირაა, მათ შორის, ინტელექტუალური, სულიერი განვითარებისთვის. შეიძლება, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. ძალიან კარგი პერიოდია კოლეგებთან, მეგობრებთან ნაყოფიერი ურთიერთობისთვის. კარგი პერიოდია მგზავრობა-მოგზაურობისთვის, საქმიანი კავშირების გაფართოებისთვის. თქვენი ვარსკვლავური დროა მოსული, იმოქმედეთ, იაქტიურეთ.

კირჩხიბი – ეს პერიოდი უდავოდ დინამიკურია, მაგრამ ჯანმრთელობას გაფრთხილება სჭირდება, რადგან დაბალია ენერგო ტონუსი, იმუნიტეტი. არ გადაიღალოთ. კვირა ეფექტურია, საქმიანი კუთხით. კარგი პერიოდია თანამშრომლობებისთვის. შესაძლოა, ბევრ გეგმას და პრიორიტეტს გადახედოთ. საკმაოდ მზარდია იღბლიანობა. ეცადეთ, არ გათქვათ საიდუმლოები, თქვენი გეგმები, რათა სხვებმა არ გამოიყენონ.

ლომი – თქვენს ცხოვრებაში საკმაოდ კარგი პერიოდია, მაღალია ენერგო ტონუსი, მდგარია ჯანმრთელობა. აქტიური მოქმედებების პერიოდია. შეიძლება, არაერთი პრობლემა გადაწყვიტოთ, აღმოჩნდეთ საინტერესო პერსპექტივების წინაშე, თუმცა ძველმა ვალებმა და დაპირებებმა, შესაძლოა, ხელი შეუშალონ თქვენს განვითარებას კარიერული, ბიზნეს საქმიანობის კუთხით. ძალიან კარგი პერიოდია შემოქმედებითი უნარების გამოვლენისთვის.

ქალწული – უდავოდ კარგი პერიოდია საქმიანი კუთხით, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით ჯანმრთელობაზე. დაბალია იმუნიტეტი, თავს იჩენს ფსიქოემოციური დაძაბულობა. ეცადეთ, მაქსიმალურად დაისვენოთ, რათა საკუთარი თავი წესრიგში მოიყვანოთ და აღიდგინოთ გახარჯული ენერგია. შეიძლება, გააფართოოთ თქვენი ცოდნა, გავლენის სფერო. ძალიან კარგი პერიოდია ფინანსური წარმატების კუთხით. ხელმძღვანელებთან კარგი ურთიერთობა, თქვენს კარიერულ წინსვლას შეუწყობს ხელს.

სასწორი – იღბლიანი, წარმატებული კვირაა. მაღალია თქვენი ენერგო ტონუსი, მდგრადია ჯანმრთელობა, ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. შეგიძლიათ, წარმოაჩინოთ თქვენი ნიჭი, უნარები, შესაძლებლობები. იმატებს სამართლიანობის, დიპლომატიურობის უნარი. ადვილად გადაწყვეტთ არა ერთ პრობლემას. შეიძლება, ახალი, საინტერესო იდეების წინაშე აღმოჩნდეთ. პერიოდი იღბლიანია კარიერული კუთხით განვითარებისთვის. შეიძლება, მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციები მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. თუ უყურადღებოდ იქნებით, ფინანსური დანაკარგის შანსია. კვირა ხელს უწყობს კონკურსებში, ლატარიებში მონაწილეობას და სასიყვარულო ურთიერთობებს.

მორიელი – საქმიანი კუთხით კვირა კარგია, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით ჯანმრთელობაზე. დაბალია ენერგო ტონუსი, იმუნიტეტი. ნუ გადაიღლებით. არის პოზიტიური ცვლილებების დრო, როგორც სახლში, ისე სამსახურში. შეიძლება, თავი იჩინოს საოჯახო პრობლემებმა, თუმცა მათ ადვილად მოერევით. მაღალია თვითრწმენა, გრძნობთ შინაგან კომფორტს. პერიოდი ხელს უწყობს მსხვილ საყიდლებს. ზოგიერთი თქვენგანი ოჯახის შექმნის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. შეიძლება, ჩამოყალიბდეს ახალი, მეგობრული კონტაქტები.

მშვილდოსანი – საკმაოდ კარგი პერიოდია. მაღალია ენერგო ტონუსი, მდგრადია ჯანმრთელობა. მეტად აქტიური, ენერგიული ხართ. კვირა ხელს უწყობს პარტნიორულ ურთიერთობებს. შეიძლება, გააფართოოთ თქვენი საქმიანობა, აწარმოოთ მოლაპარაკებები, დადოთ ხელშეკრულებები. მთავარია, არ იჩქაროთ და არ იყოთ იმპულსური.

თხის რქა – დაბალია ენერგო ტონუსი, არამდგრადია ჯანმრთელობა. არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ. საქმიანი კუთხით, კარგი პერიოდია. ნაყოფიერი იქნება თქვენი შრომა, ის ფინანსურ კეთილდღეობას, მორალურ თვითკმაყოფილებას მოიტანს.

მერწყული – მაღალია ენერგო ტონუსიც, ჯანმრთელობაც. თქვენ ამ პერიოდის მთავარი ფავორიტი ნიშანი ხართ. გამოგდით ყველაფერი, ხართ ყურადღების ცენტრში, ფასი აქვს თქვენს სიტყვას. ეს პერიოდი ხელს უწყობს ახალი, საინტერესო იდეების ჩამოყალიბებას და მათ რეალიზაციას, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, შეხვედრებს, კონტაქტებს, სწავლას. მთავარია, დრო უაზრო მოქმედებებზე და საუბრებზე არ დაკარგოთ. დაეყრდენით ინტუიციას. შეგიძლიათ თქვენს ცხოვრებაში ცვლილებები შეიტანოთ.

თევზები – განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ.  ახლა ყველაზე დაბალია იმუნიტეტი. აქტიურდებიან თქვენი მოშურნეები, ასევე აქტიურდება ჭორები, ინტრიგები. ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს. არ დაიწყოთ ახალი საქმე, არ აწარმოოთ მოლაპარაკებები. მისაღებია შენაძენების გაკეთება სახლისთვის. შეიძლება მნიშვნელოვანი დახმარება მიიღოთ ახლობლებისგან. ფრთხილად გაიარეთ ეს პერიოდი.

კვირის გეომაგნიტური დღეებია: 4, 5, 6 და 9 თებერვალი. ამ დღეებში მეტია უგუნებობის, წნევის, თავის ტკივილის შანსი. ნუ გადაიღლებით და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები