LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (30 აპრილი – 6 მაისი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

185

ვერძი – საკმაოდ სასიკეთო კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობაც. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, პოზიციების გამყარებას, პროფესიულ სფეროში წარმატების მიღწევას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია ახალი, საჭირო კონტაქტების დასამყარებლად და ძველი იდეების განსახორციელებლად.

კურო – ახლა თქვენი დროა, რადგან მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია! საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა, გაგიუმჯობესდებათ გუნება-განწყობა, თქვენს მხარეს იქნება იღბალიც. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივისა და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას. განთავისუფლდებით იმ შეზღუდვებისგან, რაც ხელს უშლის თქვენს წინსვლასა და განვითარებას. არაა გამორიცხული დაიწყოთ ახალი საქმე ან ჩაერთოთ ახალ პროექტში, ჩაიბაროთ მეტად საპასუხისმგებლო პოსტი ან მოიძიოთ ბევრად პერსპექტიული სამსახური. კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, სულიერი ძიებისა და თვითდამკვიდრებისთვის, ინვესტიციების წარმატებით დასაბანდებლად და ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მოგზაურობა კი, სერიოზულ ცვლილებებს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში და გიბიძგებთ რადიკალური გარდაქმნებისკენ.

ტყუპები – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. დაეყრდენით საკუთარ თავს და ნუ გექნებთ სხვისი იმედი, არ ღირს კოლექტიურ საქმეებში ჩაბმა და პარტნიორული პროექტების განხორციელება, უმჯობესია იმოქმედოთ ინდივიდუალურად და იზრუნოთ მხოლოდ საკუთარი იდეების განხორციელებაზე, გამონახოთ საერთო ენა გარშემომყოფებთან და მოაწესრიგოთ უთანხმოება, მოაგვაროთ ძველ პრობლემები და დაასრულოთ დაწყებული საქმეები, რადგან შემდეგი კვირიდან საკმაოდ რთული, კონფლიქტური პერიოდი იწყება და ძალიან გაგიჭირდებათ სასურველი შედეგის მიღწევა.

კირჩხიბი – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ საინტერესო კავშირების და პერსპექტიული კონტაქტების დამყარებას, მეტად სარფიან გარიგებებში მონაწილეობას და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, თუმცა, არაა გამორიცხული თავი შეგახსენონ ძველმა პრობლემა, რომელთა გადაწყვეტა სწორედ ამ კვირაში იქნება აუცილებელი.

ლომი – საკმაოდ სასიკეთო კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, პროფესიულ წინსვლას და კარიერულ განვითარებას, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმეებში წარმატებით ჩაბმას, თუმცა სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით გადაჭარბებული ამბიციები და ლიდერობის სურვილი, რაც პარტნიორებთან, კოლეგებთან ან ხელმძღვანელებთან კონფლიქტის მიზეზი გახდება და მნიშვნელოვნად გაართულებს თქვენს  თანამშრომლობას.

ქალწული – მეტად პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. იგრძნობთ ძალისა და ენერგიის მოზღვავებას, შეძლებთ გააქტიურებას და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, კარიერულ წინსვლას და პროფესიულ განვითარებას, მატერიალური მდგომარეობის და პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, არაა გამორიცხული ჩაიბაროთ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობა, წამოიწყოთ საკუთარი საქმე ან ხელი მოჰკიდოთ  სერიოზული პროექტის განხორციელებას.

სასწორი – საკმაოდ კარგი კვირაა. შეძლებთ პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებას და ოჯახის წევრებთან უთანხმოების მოგვარებას, მემკვიდრეობის, ფინანსური საკითხების სასიკეთოდ გადაწყვეტას და გარკვეული მატერიალური სტაბილურობის მოპოვებას, თუმცა კონფლიქტი შეგექმნებათ პარტნიორებთან. გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია და დელიკატურობა, მოერიდეთ მკვახე და უხეშ გამონათქვამებს, რათა უთანხმოება არ გადაიზრდოს სერიოზულ დაპირისპირებაში.

მორიელი – მეტად პოზიტიური კვირაა. შეძლებთ ორატორული ნიჭის გამოვლენას და ნებისმიერი საკამათო საკითხის თქვენს სასარგებლოდ გადაწყვეტას, კოლეგებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას და პროფესიულ განვითარებას, ფინანსების გონივრულად განკარგვას და მატერიალური სტაბილურობის მოპოვებას. მცირე დანაკარგებით დააღწევთ თავს მოულოდნელად შექმნილ ხიფათს, უსიამოვნებებს და მოიძიებთ გავლენიან პარტნიორებს, რომელთაც მარტივად დააინტერესებთ საკუთარი პროექტებით.

მშვილდოსანი – მეტ-ნაკლებად სასიკეთო კვირაა. შეძლებთ შემოქმედებითი ნიჭისა და ორგანიზატორული უნარის გამოვლენას, ძველი იდეების, პროექტების განხორციელებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, თუმცა სერიოზული კონფლიქტი შეგექმნებათ სამსახურში, გააქტიურდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, რომლებიც ეცდებიან ურთიერთობა გაგიფუჭონ კოლეგებთან ან მიისაკუთრონ თქვენი მიღწევები.

თხის რქა – მეტად პოზიტიური კვირაა. საგრძნობლად გაუმჯობესდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივისა და  ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, სასიკეთო შანსების გამოყენებას და პროფესიულ წინსვლას. არაა გამორიცხული აღმოჩნდეთ მეტად რთულ სიტუაციაში და საკუთარ თავზე მოგიხდეთ პასუხიმგებლობის აღება, თუმცა საკუთარი მიზანდასახულობასა და მტკიცე ხასიათის წყალობით, ნებისმიერ პრობლემას გადაჭრით და წარმატებასაც მიაღწევთ.

მერწყული – ნაკლებად სტაბილური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და შესაძლოა გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადება. უმჯობესია აიღოთ მცირე პაუზა და გადერთოთ ცხოვრების მშვიდ რიტმზე, რათა დაავსენოთ ორგანიზმი და ნერვული სისტემა. ნაკლებად წარმატებული იქნება კოლექტიური საქმიანობა და ახალი პარტნიორების ძიება. არაა გამორიცხული გააქტიურდნენ ფარული მტრები და მოშურნეები, რომლებიც საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნიან. შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით და მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებთან ურთიერთობას.

თევზები – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივისა და კომუნიკაბელურობის გამოვლენას, შინაგანი შარმის წყალობით სწრაფად მოხიბლავთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს, ინტუიცია კი, აუცილებლად დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილები მიღებაში. თუმცა, მოგიწევთ გარკვეული ფინანსური პრობლემების გადაჭრა, რადგან ხარჯი უფრო მეტი გექნებათ ვიდრე შემოსავალი, ამოტომ მაქსიმალურად მოერიდეთ მსხვილ საყიდლებსა და ფულის ინვესტირებას.

 

გეომაგნიტური დღეები – 30 აპრილი, 2, 4 და 6 მაისი. 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები