LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (5-11 თებერვალი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

64

ვერძი – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე გააქტიურდებით და გამოიჩენთ ინიციატივას, მოგეცემათ  საქმიან და პირად ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელების შანსი, მაგრამ ვერ შეძლებთ საკუთარი შესაძლებლობების სრულფასოვნად გამოვლენას, მხოლოდ ფუჭად დახარჯავთ დროს, ენერგიას და არაა გამორიცხული გარკვეული უსიამოვნებები შეიქმნათ კოლეგებთან და მეგობრებთან ურთიერთობაშიც. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ ოფიციალური დოკუმენტების გაფორმებისას, რადგან მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა და ნუ ენდობით შემთხვევით ადამიანებს, რადგან სწორედ ისინი შემოიტანენ თქვენს ცხოვრებაში სერიოზულ პრობლემებს.

 

კურო – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების ალბათობა,  სწრაფად დაიღლებით და არაა გამორიცხული ავადაც გახდეთ. მოერიდეთ ნებისმიერ კონფლიქტს, მეტი მოთმინება და სიფრთხილე გამოიჩინეთ კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობაში, რადგან ერთი შეხედვით უმნიშვნელო კამათი თავისუფლად შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ დაპირისპირებაში. ნაკლებად სახრბიელო პერიოდია ახალი ნაცნობების შესაძენად, რომანტიკული თავგადასავლებისა და მოგზაურობისთვის, ახალი პროექტის დასაწყებად და სასამართლოში დავის გასამართად. ეცადეთ მეტი დაისვენოთ და შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით.

 

ტყუპები – ნაკლებად პოზიტიური კვირაა. მართალია, ვერ შეგაშინეთ მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემები და ყველაფერს გააკეთებთ სირთულეების დასაძლევად, მაგრამ მაინც არ გამოგივათ მათი ბოლომდე გადაწყვეტა. არაა გამორიცხული შეგექმნათ გარკვეული მატერიალური პრობლემები, რადგან ვერ მიიღებთ იმ თახას, რომელსაც ელოდით და იძულებული გახდებით შეცვალოთ გარკვეული გეგმები, იმედს გაგიცრუებენ კოლეგები და მეგობრები, გადაჭარბებული თვითრწმენა, საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება და სულსწრაფი მოქმედებით კი, მხოლოდ შეცდომებს დაუშვებთ, რომელთა გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ.

 

კირჩხიბი – საკმაოდ რთული, შემოქმედებითი კრიზის კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე, არასტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარება, გაგიფუჭდებათ გუნება-განწყობა და თავს იჩენენ ფსიქოლოგიური პრობლემები. არაა გამორიცხული შეგექმნათ გარკვეული ფინანსური სირთულეები, სასწრაფოდ მოგიწევთ სესხის დაბრუნება ან ჯარიმის გადახდა. ეცადეთ მშვიდად გაიაროთ კვირა და მაქსიმალურად აკონტროლოთ საკუთარი ემოციები, რადგან მხოლოდ მკაცრი  დისციპლინას და ორგანიზებულობის შემთხვევაში შეძლებთ ნეგატიური ტენდენციების მეტ-ნაკლებად  დაძლევას.

 

ლომი – საკმაოდ მძიმე კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციონალური მდგომარეობა, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ კოლეგებთან, საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობაში, რადგან სამყარო ერთგვარ გამოცდას მოუწყობს თქვენს თავდაჭერას და მოთმინებას. ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას, ნებისმიერი გადაწყვეტილება კარგად გაიაზრეთ და მხოლოდ შემდეგ მიიღეთ. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ახალი ნაცნობების შეძენისას, რადგან არაა გამორიცხული ისეთი კარმული პარტნიორები გამოჩნდნენ თქვენს ცხოვრებაში, ვინც სერიოზულ უსიამოვნებებს მოგიტანთ, მათგან განთავისუფლება კი, ძალია გაგიჭირდებათ.

 

ქალწული – საკმაოდ დატვირთული კვირაა. მართალია, უამრავი საქმე გექნებათ გასაკეთებელი, მაგრამ დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არც ძალა გეყოფათ მათ შესასრულებლად, არც უნარი. ეცადეთ მეტი დაისვენოთ და შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით. მშვიდად შეხვდეთ ნებისმიერ მარცხს და ნუ გაღიზიანდებით თუ ვერ შეძლებთ ჩანაფიქრის განხორციელებას, რადგან კარმული ვალების გასტუმრების პერიოდში ყველაფერი ისე ვერ წარიმართება, როგორც თქვენ გსურთ. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება და მოთმინება, შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით, გრანდიოზული გეგმები კი, მომავლისთვის გადადეთ.

 

სასწორი – ნაკლებდ პოზიტიური კვირაა. პროფესიული ვალდებულებები, რომლებიც თავად აიღეთ საკუთარ თავზე მნიშვნელოვნად შეზღუდავენ თქვენს თავისუფლებას და ხელს შეგიშლიან ბევრად სასიამოვნო საქმის კეთებაში. გაგიჭირდებათ ემოციების მართვა, გაგიჩნდებათ ყველაფრის მოსწრების სურვილი, სულსწრაფობით კი, ისეთ შეცდომას დაუშვებთ, რომლის გამოსწორება ძალიან ძვირი დაგიჯდებათ. კარგად გაიაზრეთ ნებისმიერი გადაწყვეტილება და სიმშვიდე შეინარჩუნეთ ნებისმიერ სიტუაციაში, მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი ფინანსები, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, ფულის ინვესტირებას და მსხვილ საყიდლებს.

 

მორიელი – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე, მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების ალბათობა, სწრაფად დაიღლებით და შესაძლოა ავადაც გახდეთ. მართალია, არ მისცემთ საკუთარ თავს დასვენების უფლებას და რამდენიმე საქმის ერთად კეთებას მოისურვებთ, მაგრამ ამგვარი მოქმედება მხოლოდ არასასურველ შედეგს მოგიტანთ, გადტვირთვით გამოწვეული სტრესი კი, ქრონიკულ დაღლილობად იქცევა, რაც სერიოზულად აზარალებს თქვენს ჯანმრთელობას. არაა გამორიცხული პრობლემები შეგექმნათ ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში, სასიყვარულო პარტნიორის ღალატი კი, მნიშვნელოვნად შეარყევს თქვენს თვითრწმენას. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, პოზიტიურად შეხედეთ ნებისმიერ პრობლემას და ეცადეთ მხოლოდ ის საქმე აკეთოთ, რაც სიამოვნებას განიჭებთ.

 

მშვილდოსანი – სტაბილური, საკმაოდ პოზიტიური კვირაა, თუმცა გარკვეული სირთულეები მაინც შეგექმნებათ. მართალია, შეძლებთ გააქტიურებას და საკუთარი კომუნიკაბელურობის გამოვლენას, მაგრამ გაგიჭირდებათ ყველა გეგმის შესრულება. ამიტომ, უმჯობესია აიღოთ მცირე პაუზა, მეტი დაისვენოთ და აღიდგინოთ დაკარგული ენერგია, რათა არ შეიქმნათ პრობლემები სახლსა და სამსახურში, არ დაკარგოთ უკვე მოპოვებული და არ გახდეთ უსარგებლო კონფლიქტის მიზეზი. მეტი დრო დაუთმებთ მეგობრებთან ურთიერთობას, მნიშვნელოვანი საქმეების შესრულება კი, შემდეგი კვირიდან დაიწყეთ.

 

თხის რქა – ნაკლებად სტაბილური კვირაა. საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე, არასტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც. გაგიჭირდებათ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება. ეცადეთ შეინარჩუნოთ ახლობელთა და კოლეგათა კეთილგანწყობა, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ საკუთარი პოზიციების დაცვას. არ ღირს ახალი პროექტის დაწყება და გრანდიოზული გეგმების დასახვა, შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური, საყოფაცხოვრებო საქმეებით, დროულად დაფარეთ ვალები და ყველა ჯარიმა, რათა ზარალი არ მიაყენოთ ოჯახის ბიუჯეტს, თავი შეიკავეთ მსხვილი საყიდლებისა და ინვესტიციებისგან, მეტი დრო დაუთმეთ თვითგანათლებას და საკუთარ სურვილებში გარკვევას.

 

მერწყული – რა თქმა უნდა, კვირის ფავორიტი ახლა თქვენ ბრძანდებით, მაგრამ გარკვეული პრობლემები მაინც შეგექმნებათ. მართალია, მნიშვნელოვნად გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე არ გაგიჭირდებათ გააქტიურება, საკუთარი ნიჭისა და უნარის გამოვლენა, მაგრამ იძულებული გახდებით მიიღოთ შემოთავაზებული თამაშის წესები და სრულად მოერგოთ გარშემომყოფთა მოთხოვნებს. ნუ ეცდებით ვალდებულებებისგან თავის დაღწევას, რადგან ამგვარი მოქმედება მხოლოდ პარტნიორების გაღიზიანებას, ნეგატიურ  რეაქციას გამოიწვევს და სერიოზული უსიამოვნების მიზეზიც გახდება. კარგად გაიაზრეთ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას, დაუფიქრებელი მოქმედება კი, მხოლოდ შეცდომების მომტანი იქნება. მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი ფინანსები, მოერიდეთ სარისკო მოქმედებს და ნაკლებად საიმედო შეთავაზებებს.

 

თევზები – ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირაა მთელი წლის განმავლობაში. საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების ალბათობა, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციონალური მდგომარეობაც, ადვილად გაღიზიანდებით და გაგიფუჭდებათ გუნება-განწყობა. არაა გამორიცხული გააქტიურდნენ ფარული მტრები და მოშურნეები, გაძლიერდეს კონკურენტული ბრძოლა, ინტრიგები და ჭორები თქვენს ზურგს უკან. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და მშვიდად შეხვდით ნებისმიერ მარცხს, შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური ვალდებულებებით და მეტი დაისვენეთ, მნიშვნელოვანი საქმეები და პროექტები კი, მომავლისთვის გადადეთ.

 

გეომაგნიტური დღეები – 6, 7, 9 და 11 თებერვალი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები