LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (7-13 მაისი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

126

ვერძი – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. საგრძნობლად დასუსტდებული ენერგოტონუსის ფონზე არ ღირს ზედმეტად გადატვირთვა, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და სულსწრაფ, დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. არასახარბიელი პერიოდია სასიყვარულო ურთიერთობების მოსაწესრიგებლად ან მოლაპარაკებების, მნიშვნელოვანი შეხვედრების გასამართად, რადგან გაგიჭირდებათ პარტნიორებთან საერთო ენის გამონახვა და არაა გამორიცხული მოტყუვდეთ, შეუსრულებელი პირობები კი, მხოლოდ სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნიან. ეცადეთ მაქსიმალურად ფრთხილად და წინდახედულად გაიაროთ კვირა, რომელიც ყველაზე რთული იქნება მაისის თვეში, მეტი დაისვენეთ და შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით.

კურო – ახლა თქვენი დროა, რადგან მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. საგრძნობლად გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, თქვენს მხარეს იქნება იღბალიც, თუმცა, ზოგადი ნეგატიური ტენდენციების გათვალისწინებით, სიფრთხილის გამოჩენა არც თქვენ გაწყენთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კოლეგებს, რომლებიც თქვენს შეცდომაში შეყვანას, მოტყუებას შეეცდებიან და გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რათა თავიდან აიცილოთ ფინანსური ზარალი. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, იდეების განსახორციელებლად და პროფესიული განვითარებისთვის, პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ან ახალი რომანის დასაწყებად, უცხოელ კოლეგებთან კონტაქტების დასამყარებლად ან ახალი საქმიანი პარტნიორების შესაძენად.

ტყუპები – საკმაოდ არასტაბილური კვირაა, მით უფრო, რომ სრულდება განვითარების ერთწლიანი ციკლი, რაც ენერგოტონუსის საგრძნობლად შემცირების და მიმდინარე მოვლენების მიმართ ინტერესის დაკარგვის მიზეზი გახდება. გაგიფუჭდებათ გუნება-განწყობა, უკმაყოფილო იქნებით როგორც გარშემომყოფების, ისე საკუთარი მოქმედებით. მაღალია კონფლიქტების წარმოშობის ალბათობაც როგორც სახლში, ისე სამსახურში, არაა გამორიცხული ურთიერთობა დაგეძაბოთ საქმიან პარტნიორებთან, თავდაპირველ შეთანხმებაში მოულოდნელად შეტანილი ცვლილებები კი, შეზღუდული ფინანსებით  გაიძულებთ მოქმედებას. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე კოლეგების მიმართ, რადგან ფარული მტრები და მოშურნეები არ მეორიდებიან ინტრიგების გაბმას და სერიოზულ პრობლემებსაც შეგიქმნიან. ეცადეთ მაქსიმალურად აკონტროლოთ ემოციები და მოერიდოთ სარისკო მოქმედებებს, არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ.

კირჩხიბი – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. საგრძნობლად შემცირდებული ენერგოტონუსის ფონზე, მოერიდეთ ფიზიკური ძალის და ემოციების ზედმეტ ხარჯვას. მართალია, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ იძულებული გახდებით აკონტროლეთ ამბიციები და თავი შეიკავეთ სულსწრაფი გადაწყვეტილებებისგან, რადგან გადაჭარბებული სიამაყე და დაუფიქრებელი მოქმედება მხოლოდ პრობლემებს შეგიქმნით კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობაში, არაა გამორიცხული დაუშვათ სერიოზული შეცდომებიც, რაც ნეგატიურად აისახება თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რათა კიდევ უფრო არ გაართულოთ ისედაც რთული სიტუაციაა.

ლომი – ნაკლებად პოზტიური კვირაა. შემცირებული ენერგოტონუსის ფონზე, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა, დასუსტდება იმუნიტეტიც, ამიტომ სწრაფად დაიღლებით, არაა გამორიცხული გაცივდეთ ან გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადება. კონფლიქტი შეგექმნებათ ოჯახის წევრებთან და გაგიჭირდებათ საერთო ენის მოძიება კოლეგებთან, ინტერესს დაკარგავთ ძველი საქმეების მიმართ და ვერ შეძლებთ მათ დასრულებას, ახალი საქმე კი, მხოლოდ ფინანსურად გაზარალებთ. გააქტიურდებიან ფარული მტრები და კონკურენტები, გაძლიერდება ჭორები და ინტრიგები თქვენს ზურგს უკან. თავი შეიკავეთ ცუდად ნაცნობ ადამიანებთან საქმის დაჭერასისგან, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით.

ქალწული – საკმაოდ წარმატებული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, შემოქმედებითი ნიჭის და ორგანიზატორული უნარის გამოვლენას. მარტივად დაასრულებთ ძველ საქმეებს, ახალი პროექტით კი, კარიერასაც განავითარებთ და გარკვეულ მატერიალურ დივიდენტებსაც მოიპოვებთ. მართალია, საქმის გარჩევა მოგიხდებათ სასამართლოში, მაგრამ ინტუიციისა და სხარტი აზროვნების წყალობით ნებისმიერ უთანხმოებას თქვნს სასარგებლოდ გადაწყვეტთ.

სასწორი – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა, გაგიჭირდებათ ემოციების გაკონტროლებაც. მართალია, შეძლებთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მაგრამ მოგიწევთ გულწრფელად გამოთქვათ დიდი ხნის მანძილზე დაგროვილი წყენა კოლეგების ან ოჯახის წევრების მიმართ, რაც გარკვეული დაძაბულობის და კონფლიქტის მიზეზი გახდება, სერიოზული ცვლილებების განხორციელების სურვილი კი, საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, ან გარკვეულ სარემონტო სამუშაოებში ჩართვას გაიძულებთ.

მორიელი – ნაკლებად სასიკეთო, საკმაოდ დაძაბული კვირაა. მართალია, გაძლიერეული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ მოგიწევთ სერიოზული პრობლემების გადაწყვეტა როგორც სახლში, ისე სამსახურში, რაც საკმაოდ დიდ დროისა და ენერგიას წაგართმევთ, კონფლიქტები კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან კი, ემოციურად დაგასუსტებთ და თქვენი მუშაობის ხარისხირაც მნიშვნელოვნად გაუარესდება. ეცადეთ მაქსიმალურად მშვიდად გაიაროთ მეტად რთული პერიოდი, მოერიდოთ საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებას და მაქსიმალური პასუხისმგებლობით შეასრულოთ მიღებული დავალება, რათა არ შეიქმნათ დამატებითი სირთულეები.

მშვილდოსანი – საკმაოდ რთული კვირაა. მართალია, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის გამოჩენას და ახალი საქმიანი პარტნიორების შეძენას, მაგრამ ცუდ სამსახურს გაგიწევთ გადაჭარბებული თვითრწმენა და ამბიციები, იმოქმედეთ პრინციპით “შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი”, რადგან არაა გამორიცხული დაუშვათ სერიოზული შეცდომები, გაიფუჭოთ რეპუტაცია და დაკარგოთ ახლობლების ნდობა. მაქსიმალურად აკონტროლეთ ხარჯები, რადგან მაღალია ფინანსური დანაკარგების ალბათობა. ეცადეთ შეინარჩუნოთ ოპტიმიზმი და კარგი განწყობა, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ პრობლემების დაძლევას.

თხის რქა – საკმაოდ დაძაბული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. სწრაფად დაიღლებით, არაა გამორიცხული გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადებაც. მართალია, შეძლებთ შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის გამოვლენას, მაგრამ მოგიწევთ რამდენიმე პრობლემის ერთდროულად გადაჭრა. უმჯობესია იმოქმედოთ დამოუკიდებლად და მოერიდოთ კოლექტიურ პროექტებში ჩაბმას, რადგან გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა, დაგეძაბებათ ურთიერთობა კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან, რაც საკმაოდ სერიოზულ კონფლიქტში გადაიზრდება.

მეწყული – მეტ-ნაკლებად რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. სწრაფად დაიღლებით და არაა გამორიცხული გახდეთ ავად. ეცადეთ მეტი დაისვენოთ, შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით და მოერიდოთ საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას. მართალია, გაგიმართლებთ და შეძლებთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მაგრამ გაგიფუჭდებათ ურთიერთბა სასიყვარულო პარტნიორთან, რადგან ეჭვიანობა და დიდი ხნის მანძილზე დაგროვილი წყენა ჯერ საქმის გარჩევაში, მერე კი, სერიოზულ კონფლიქტში გადაიზრდება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და დელიკატურობა, ენდეთ საკუთარ ინტუიციას და იმოქმედეთ გააზრებულად.

თევზები – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, კონტაქტურობისა და კომუნიკაბელურობის გამოვლენას, მაგრამ გადაჭარბებული თვითრწმენა და საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება ნეგატიურად აისახება თქვენს შრომისუნარიანობაზე, სერიოზულ შეცდომებს დაგაშვებინებთ და კოლეგებთან კონფლიქტის მიზეზიც გახდება. თავი შეიკავეთ გრანდიოზული პროექტების დაგეგმვისგან და ეცადეთ შეასრულოთ  ძველი დაპირებები, რათა შეინარჩუნოთ ავტორიტეტი და კოლეგების ნდობა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე მოგზაურობასა და მივლინებაში, რადგან არაა გამორიცხული სერიოზული პრობლემები შეგექმნათ უცხო ქვეყნის კანონებთან. ენდეთ ინტუიციას, რადგან მხოლოდ მისი წყალობით შეძლებთ გამოსავლის პოვნას და მართებული გადაწყვეტილების მიღებას.

 

გეომაგნიტური დღეები – 7, 11, 12 და 13 მაისი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები