LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

57

მიხეილ ცაგარელის კვირის (4-10 ივნისი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ვერძი – აქტიური, საკმაოდ დინამიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარებას და პროფესიულ განვითარებას, იდეების რეალიზაციას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და ცოდნის შესაძენად, თუმცა გამორიცხული არაა ურთიერთობა გაგიფუჭდეთ კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან, რისი მიზეზიც თქვენი სულსწრაფობა, უყაირათობა ან გადამეტებული თავდაჯერებულობა გახდება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება რათა თავი არაადოთ არასასიამოვნო კონფლიქტებს.

კურო – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე, აშკარად იგრძნობთ შემოქმედებითი ენერგიის შემცირებას, ამიტომ არ ღირს გადატვირთვა, საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება ან გარისკვა, რადგან გაგიჭირდებათ ძალის, დროის ოპტიმალურად გადანაწილება, სულსწრაფობა და გაუაზრებელი მოქმედება კი, მხოლოდ პრობლემებს მოგიტანთ. თავი შეიკავეთ ახალი პროექტების ან საქმის დაწყებისგან, უმჯობესია გადაერთოთ ცხოვრების მშვიდ რიტმზე, მეტი დაისვენოთ და შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით.

ტყუპები – მეტად წარმატებული, იღბლიანი კვირაა. საგრძნობლად გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, კომუნიკაბელურობის და გონებამახვილობის, შემოქმედებითი ნიჭის, ორატორული შესაძლებლობების გამოვლენას და საქმიანობის ნებისმიერ სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას. არაა გამორიცხული მიიღოთ საჩუქარი, პრემია ან ჰონორარი ძველი დამსახურებითვის, ჩაებათ შემოსავლიან პროექტებში, მოიძიოთ ახალი სამსახური ან მიიღოთ მაღალი თანამდებობა, გააუმჯობესოთ პირობები და შეიქმნათ კომფორტული გარემო როგორც სახლში, ისე სამსახურში. სასიკეთო ტენდენციების მიუხედავად, განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ პარტნიორებთან ურთიერთობისას, გამოიჩინეთ დიპლომატია და ჩვეული იუმორი, რათა თავი დააღწიოთ არასასურველ კონფლიქტებს.

კირჩხიბი – წლის განმავლობაში ყველაზე რთული კვირაა. საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციონალური მდგომარეობა, სწრფაად დაიღლებით და არაა გამორიცხული გახდეთ ავად, მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობაც. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და თავშეკავება, რათა თავი დააღწიოთ არასასურველ ჭორებს, ინტრიგებს და უნებურად არ აღმოჩნდეთ ჩაბმული კონფლიქტში კოლეგებთან ან საქმიან პარტნიორებთან. მოერიდეთ კამათს და ფინანსურ დავას, სარისკო მოქმედებებს და ახალი პროექტის დაწყებას, უმჯობესია აიღოთ მცირე პაუზა და მეტი დაისვენოთ, შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური ვალდებულებებით და დაასრულოთ ძველი საქმეები.

ლომი – საკმაოდ აქტიური კვირაა. საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, კომუნიკაბელურუბის და გონებამახვილობის, კარგი ორგანიზატორული ნიჭის და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას, იდეების რეალიზაციას და პროფესიულ განვითარებას, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სასიკეთო ცვლილებების განხორცილებას, თუმცა არაა გამორიცხული გახდეთ არასასიამოვნო ჭორების მსხვერპლი, შეცდომაში შეგიყვანოთ გარშემომყოფთა სიცრუემ და ფუჭმა დაპირებებმა. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, ნუ ენდობით საეჭვო ადამიანებს და გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, უმჯობესია საიდუმლოდ შეინახოთ და არავის გაანდოთ საკუთარ გეგმები, რათა თავიდან აიცილოთ არასასურველი პრობლემები.

ქალწული – საკმაოდ რთული კვირაა. იძულებული გახდებით იზრუნოთ პრობლემების მოგვარებაზე როგორც სახლში, ისე სამსახურში, გაგიჭირდებათ მოლაპარაკებების და საქმიანი შეხვედრების გამართვა, კოლეგებთან საერთო ენის მოძიება, გაუაზრებელი მოქმედებებით კი, მხოლოდ დროს, ენერგიას დახარჯავთ ფუჭად და ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს. ნაკლებად სახარბიელო პერიოდია მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, ახალი პროექტების დასაწყებად და იდეების განსახორციელებლად, უმჯობესია შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური ვალდებულებებით და დაასრულოთ ძველი საქმეები.

სასწორი – საკმაოდ რთული, დატვირთული კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ გააქტიურებას, შრომისუნარიანობის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, მაგრამ მოგიწევთ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა და კოლეგებისთვის პროფესიონალიზმის დამტკიცება, არაა გამორიცხული გადაიხედოს თქვენი ძველი დამსახურებები, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის ხელმძღვანელობის დამოკიდებულებას თქვენს მიმართ და საქმიანობაზეც ნეგატიურად აისახება.

მორიელი – შემოქმედებითი და მეტად აქტიური კვირაა, თუმცა უმჯობესია მოერიდოთ კოლექტიურ საქმიანობას და უპირატესობა მიანიჭოთ ინდივიდუალურ პროექტებს. ნაკლებად სახარბიელო პერიოდია სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად, არაა გამორიცხული გაგიჩნდეთ მეტი თავისუფლების მოპოვების ან დამოუკიდებლად მოქმედების, კოლეგებთან ურთიერთობის გარკვევის ან ახლებურად გააზრების სურვილი, რაც გარკვეული უსიამოვნებების და პარტნიორებთან კონფლიქტის მიზეზი გახდება.

მშვილდოსანი – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის გამოვლენას, თვითრწმენა კი დაგეხმარებათ გეგმების წარმატებით განხორციელებაში, პოპულარობის გაზრდასა და ავტორიტეტის მოპოვებაში, თუმცა არაა გამორიცხული ფინანსური დავა მოგივიდეთ პარტნიორებთან, რაც სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდება და მათთან თანამშრომლობაზე უარის თქმის მიზეზიც გახდება.

თხის რქა – საკმაოდ რთული კვირაა. მოგიწევთ მეტი სიფრთხილისა და თავშეკავების გამოჩენა, გაგიჭირდებათ მიზნების გახორციელება, რადგან სურვილი უფრო მეტი გექნებათ, ვიდრე შესაძლებლობა, რაც თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს და ნეგატიურად აისახება საერთო მდგომარეობაზე, საკუთარი პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბარების მცდელობა კი, გარშემომყოფთა განაწყენების და საეროზული კონფლიქტის მიზეზი გახდება. ნაკლებად სახარბიელო პერიოდია სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გასარკვევად, რადგან ურთიერთგაგების არარსებობის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ თუნდაც უმნიშვნელო დათმობაზე წასვლა.

მერწყული – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, მეორე ნახევარში თავს შეგახსენებენ ძველი შეცდომები, დაუსრულებელი საქმეები და ურთიერთობა გაგიფუჭდებათ როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო პარტნიორებთან, მაგრამ ერთიანობაში კვირა მაინც სასიკეთო იქნება, გაძლიერდება თქვენი შარმი და სექსუალურობა, შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის გამოვლენას, კარიერულ წინსვლას და პროფესიულ განვითარებას. კარგი პერიოდია ფინანსური წყაროების მოსაძიებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ახალი სამსახურის დასაწყებად ან სარფიან პროექტებში მონაწილეობის მისაღებად.

თევზები – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე შედარებით რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა, იძულებული გახდებით მოისმინოთ კოლეგების, ხელმზღვანელების კრიტიკა და ჩაებათ არასასიამოვნო კონფლიქტში, არაა გამორიცხული გააქტიურდნენ ფარული მტრები და კონკურენტები, რომლებიც არ მოერიდებიან ინტრიგებს თქვენს წინაააღმდეგ და ძველი შეცდომების შეხსენებას. ბევრად პოზიტიური იქნება კვირის დასაწყისი, როცა შეძლებთ საკუთარ სურვილებში გარკვევას, შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და იდეების წარმატებით რეალიზაციას.

გეომაგნიტური დღეები – 6, 8, 9 და 10 ივნისი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები