LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ჩინჩალაძემ 4 წლის განმავლობაში 0 საქმე განიხილა და 448 020 ლარის ხელფასი აიღო – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

131
მიხეილ ჩინჩალაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე მოსამართლის ფუნქციას არ ასრულებს.

მათი ინფორმაციით, მიხეილ ჩინჩალაძის 16 წლიანი მოსამართლის კარიერიდან 4-წლიანმა მონაკვეთმა (2010-2013 წწ) ისე გაიარა, რომ მას არცერთი საქმე არ განუხილავს, თუმცა მან 448 020 ლარის ანაზღაურება აიღო.

„ეს იმ ფონზე, როცა სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გადატვირთულობა და მათ შორის ამ მიზეზით, საქმეთა გაჭიანურება მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

დანარჩენ წლებშიც მიხეილ ჩინჩალაძე თვეში საშუალოდ მხოლოდ 2 საქმეს განიხილავდა მაშინ, როდესაც სხვა მოსამართლეებს წლის განმავლობაში ასობით საქმის განხილვა უწევთ. მაგალითისთვის, 2022 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მიერ განხილული საქმეების საშუალო მაჩვენებელი 273 იყო.

მიხეილ ჩინჩალაძე სასამართლო სისტემაში არსებულ მოსამართლეთა ე.წ. კლანის ხელმძღვანელი და აშშ-ს მიერ კორუფციისთვის დასანქცირებული მოსამართლეა.

ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, მიხეილ ჩინჩალაძე კეთილსინდისიერების შემოწმებას უნდა დაექვემდებაროს, რასაც სასამართლო კლანი და ხელისუფლება აქტიურად ეწინააღმდეგება. არადა, ეს შემოწმება აუცილებელი წინაპირობაა, რათა საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება შეძლოს,“ – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

📣 სასამართლო კლანის სანქცირებულმა ლიდერმა, მიხეილ ჩინჩალაძემ 4 წლის განმავლობაში 0 საქმე განიხილა და 448 020 ლარის…

Posted by საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო on სამშაბათი, 16 აპრილი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები