„იმ მომენტში, როცა ყველაზე ახლოს მივედით ჩვენს ისტორიულ მიზანთან, ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობასთან, რუსეთი, „ქართული ოცნების“ ხელით, ამ შესაძლებლობას ჩვენს ქვეყანას უკლავს“ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ [პაპუნა] ჯანელიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც იგი აღნიშნავს, „ოცნება“ დაჩქარებული ტემპით ანადგურებს ყველა თავისუფალ სივრცეს და თავისუფალ ადამიანს, რისთვისაც და ვისთვისაც ევროპული ოჯახის წევრობა არის ღირებული:
„კლავს, რადგან მიზანმიმართულად და დაჩქარებული ტემპით ანადგურებს ყველა თავისუფალ სივრცეს და თავისუფალ ადამიანს, რისთვისაც და ვისთვისაც ევროპული ოჯახის წევრობა არის ღირებული.
ევროკავშირის მცდელობებს, რომ საქართველო არ დაკარგოს რაღაც ტიპის დიალოგით „ქართულ ოცნებასთან“, ისეთივე შედეგი ექნება, რა შედეგიც ჰქონდა მათ დიალოგს პუტინთან.
„შეიძლება უკან წავიღოთ საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაცია, შეიძლება DCFTA-ს შეთანხმებას გადავხედოთ, საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი და შეიძლება ეს გავყინოთ – ეს არის შესაძლებლობები“ – ევროკომისარი მარტა კოსი
„მე არ მომწონს, როდესაც მთავრობა სათვალავში არ იღებს ხალხს. [ქართველი] ხალხის დიდი სურვილია ევროპული გზით სიარული“ – ამბობს გაფართოების საკითხებში ევროკომისარი.
პაპუაშვილის პასუხიც ამას მოწმობს, „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ბრიუსელშიც ძალიან კარგად იციან – თუ რა დამოკიდებულება აქვს ქართველ ხალხს, რა პრეტენზიები აქვს ქართველ ხალხს ბრიუსელის მიმართ“, რომელიც აიგივებს „ქართულ ოცნებას“ ქართველ ხალხთან, ხოლო ევროკავშირს – საბჭოთა კავშირთან“. – წერს მიხეილ [პაპუნა] ჯანელიძე.